n21_cats
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
n21_themes
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამართლდნენ

DEC 6, 2023
Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“  აქტივისტის,  გელა გოგრიჭიანის და ჟურნალისტ რატი რატიანის მიმართ.
 
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით წერეთელი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ეხებოდა თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან „რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენთან, დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის - შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ რაჭაში 104 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ლიცენზიის გაცემას.

18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, „რიონის ხეობის მცველები“ იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი კარვის გაშლას ცდილობდნენ. აქტივისტებთან ერთად დააკავეს „მაუწყებლის“ ჟურნალისტი, რატი რატიანი, რომელიც საპროტესტო აქციის მიმდინარეობის შესახებ ტელერეპორტაჟს ამზადებდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა რატი რატიანის უსაფუძვლოდ დაკავების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და მოითხოვა იმ პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები