კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კორუფცია და პრობლემები საქართველოს ვიზებთან დაკავშირებით

6 იანვარი, 2004

კორუფცია და პრობლემები საქართველოს ვიზებთან დაკავშირებით

საქართველოს ვიზის მისაღებად საჭიროა გადასცურო კორუფციის დიდი მდინარე, რაც საკმაოდ რთული საქმეა, - ასე აღიქვამს ჩვენი ამერიკელი სტუმარი იმ დაბრკოლებებს, რომელიც მას შეხვდა ვიზასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში ჩამოსასვლელად. ქვემოთ იგი თავად მოგვითხრობს ამის შესახებ.

ჩემთვის საქართველოს ვიზის მოპოვება შეერთებულ შტატებში შეუძლებელი აღმოჩნდა. თავად საქართველოს საელჩოში შეღწევა საკმაოდ რთული იყო და როდესაც მე ბოლოს და ბოლოს მოვახერხე ვიღაცასთან გასაუბრება, მითხრეს, რომ მათ არ აქვთ ვიზისთვის აპლიკაციების ფურცლები და სტიკერები, თუმცა ასევე მაცნობეს, რომ მე შემეძლო ვიზის აღება აეროპორტში ჩასვლისას. უცხო ქვეყანაში შუაღამისას ჩასვლა უვიზოდ ცოტა არ იყოს ძნელი მომეჩვენა და კვლავ მივბრუნდი საელჩოში ამ ინფორმაციის შესამოწმებლას, სადაც კვლავ დამიდასტურეს, რომ აეროპორტში ვიზის მიღება უპრობლემოდ ხდება.

მიუხედავად ამისა, აეროპორტში მხოლოდ ორკვირიანი ვიზა მომცეს და შეუძლებელი აღმოჩნდა სამ ან ექვსთვიან ვიზის მიღება. უფრო მეტიც, მე მომთხოვეს ორმაგი თანხა, რადგან აშშ-ში არის საქართველოს საელჩო და თავის დროზე, წინასწარ არ ავიღე ვიზა. იმის ახსნა-განმარტება, რომ საქართველოს საელჩოს არ ჰქონდა ვიზები, რა თქმა უნდა ტყული დროის ხარჯვა იყო და მე მომიწია 80 ამერიკული დოლარის გადახდა.

ორი კვირის შემდეგ მე შევეცადე ექვსთვიანი ვიზის აღებას და სამინისტროში რამოდენიმეჯერ სტუმრობის შემდეგ (ერთი და იგივე პირს ვესაუბრებოდი ყოველ მისვლაზე, თუმცა ვიღებდი სულ სხვადასხვა იფორმაციას მისგან) მითხრეს, რომ არ გაიცემა არც ერთწლიანი და არც ეექვსთვიანი ვიზები, არამედ მხოლოდ სამთვიანი და რადგანაც ამას დასჭირდებოდა 30-45 დღე, საჭირო იყო ერთთვიანი ვიზის აღება დამატებით 50 დოლარად. რადგანაც სხვა ალტერნატივა არ მქონდა, ვიყიდე ერთთვიანი ვიზა, ხოლო ჩემი ფოტოსურათი და საბუთები დავტოვე სამინისტროში სამთვიანი ვიზისთვის.

თვის დასასრულს მივედი, რათა შემემოწმებინა, თუ როგორ მიდიოდა ჩემი ვიზის საქმე. იგივე პიროვნება, რომელსაც ვესაუბრებოდი ხოლმე აქამდე, მიმტკიცებს, რომ არასოდეს ვუნახივარ, უგულებელყო ჩემი საბუთებისა და სურათების მიღების ფაქტი და მითხრა, რომ კვლავ ერთთვიანი ვიზის აღება მომიწევდა 50 დოლარად, რათა კვლავ წარმედგინა ჩემი საბუთები და დავლოდებოდი 30 დღე, სანამ ჩემი ვიზა მზად იქნებოდა. რაკი 30 დღის წინ ზუსტად იგივე მოვიმოქმედე, ამაზე აღარ დავთანხმდი და ვუთხარი აღნიშნულ პიროვნებას, რომ მე მას უკვე ჩავაბარე მთელი ჩემი საბუთები და რომ უკვე ვითხოვდი ჩემს ვიზას. ამან, რა თქმა უნდა, არ გაჭრა.

ჩემი ბინის პატრონი მარწმუნებდა, რომ მას ჰყავდა ნაცნობი თანამდებობის პირი ვიზების განყოფილებაში, რომელსაც შეეძლო ჩემი დახმარება. იგი გამომყვა ვიზის ასაღებად. ამჯერად მომღებში მყოფი პიროვნება უფრო თავაზიანად შემხვდა, ალბათ ჩემი სახლის პატრონის გამო. ამჯერად, ზემოაღნიშნულმა პირმა მიმღებში მითხრა, რომ მოვსულიყავი სამ დღეში ჩემი ვიზის წასაღებად.

სამ დღეში მივედი და მართლაც ჩემი სამთვიანი ვიზა უკვე გამზადებული მელოდებოდა. თუმცა, 105 დოლართან ერთად დამაჯარიმეს 65 დოლარით დაგვიანებისთვის. მე 30 დღეზე ადრე შევიტანე განაცხადი ვიზაზე და მაშინ ზემოაღნიშნულმა პირმა მითხრა, რომ არ დამიგვიანია. თუმცა ახლა დაგვიანებისათვის განსაზღვრული 65 დოლარის გარდა დამატებით 65 დოლარი უნდა გადამეხადა, რომ სასწრაფოდ, სამ დღეში გაეგრძელებინათ ჩემთვის ვიზა. მე ნამდვილად არ მინდოდა კიდევ 50 დოლარის გადახდა უსარგებლო ერთთვიან ვიზაში და არც ქრთამის მიცემას ვაპირებდი. სიტუაცია სრულიად სასაცილო და გაუგებარი მეჩვენა. ასე, რომ მე უარი ვთქვი ამ თანხის გადახდაზე და დავტოვე იქაურობა და თითქმის ერთი თვის მანძილზე ვიყავი ვიზისა და პასპორტის გარეშე (რამეთუ ორივე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელში იყო).

აშშ-ს საელჩო საერთოდ არ დაინტერესებულა ჩემი პრობლემის მოსმენით და არც სხვას შეეძლო ამ საქმეში ჩემი დახმარება საქართველოში. ასე, რომ საბოლოოდ მე მომიწია დამატებითი 65 დოლარის გადახდა.

ასე, რომ ექვსთვიანი ვიზისათვის აშშ-ში არსებულ საქართველოს საელჩოში უბრალოდ 200 დოლარის გადახდის ნაცვლად, მე მაიძულეს მეყიდა 80 დოლარიანი ორკვირიანი ვიზა, 50 დოლარიანი ერთვიანი ვიზა და კიდევ ასეთი ვიზის ყიდვაზე უარის თქმის შემდეგ მომცეს სამთვიანი ვიზა, რომელიც 105 დოლარი ღირდა დამატებული 65 დოლარი. ასე, რომ საბოლოოდ ვიზის აღება დამიჯდა 315 დოლარი და გარდა ამისა ის დრო, რაც დავხარჯე საგარეო საქმეთა სამინისტროში სიარულში და დაახლოებით ორ თვეში მე მომიწევს კვლავ იგივე გაუგებარი პროცესის გავლა და თანაც წარმოდგენა არ მექნება, რას უნდა მოველოდე მათგან.

ახალი ამბები