კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენთა ექსტრადიციის სასამართლო პროცესი გრძელდება

29 იანვარი, 2004

ჩეჩენთა ექსტრადიციის სასამართლო პროცესი გრძელდება

სასამართლო პროცესი უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა შექმნას პრეცენდენტი საქართველოსა და რუსეთს შორის ყველა მომავალი ექსტრადაციის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. რამდენადაც ამჟამად არ არსებობს ექსტრადაციასთან დაკავშირებული ოფიციალური ხელშეკრულება აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის, უფრო მნიშვნელოვან შემთხვევას, როგორიც არის აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა მიეცეს მრავალმნიშვნელოვანი იმპლიკაცია.

პროცესი, შამაიევი და დანარჩენი 12 საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობს 2002 წლის აგვისტოდან, უკავშირდება იმ 13 ადამიანის უფლებებს, რომლებიც ჩეჩნეთიდან საქართველოში გამოიქცნენ. რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ აღნიშნული 13 პირი ტერორისტია და ცდილობს ამ პირების რუსეთში ექსტრადაციას. ჩეჩნები აცხადებენ, რომ მათი ძირითადი უფლებები დარღვეულ იქნება არა მარტო რუსეთის ხელისუფლების მიერ, რომელიც ჩეჩნების აზრით  მოუწყობს მათ სასამართლოს, რომელიც სულაც არ იქნება სამართლიანი და მეტისმეტად მკაცრად დასჯის მათ, არამედ აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების მიერაც, რადგან ქართველებმა იციან,რომ რუსები ჩეჩნებს უსამართლოდ მოექცევიან.

პრობლემები დაიწყო 2002 წლის 3 აგვისტოსა და 5 აგვისტოს შორის პერიოდში. ამ დროის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ ქალაქ გირევის საზღვრის საკონტროლო პუნქტზე დააკავა 13 ჩეჩენი. ჩეჩნებს ბრალად ედებოდათ სახელმწიფოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, ცეცხლსასროლო იარაღის უკანონო ფლობა, და ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა. 6 აგვისტოს თბილისი სასამრთლომ მათ მიუსაჯა 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობდა გამოძიება. აგრეთვე 6 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ითხოვა 13 ჩეჩენის ექსტრადაცია, რომელთაც ტერორისტობას მიაწერდნენ. თავდაპირველად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება აღნიშნული 13 პირის წინააღმდეგ, რათა შექმნილიყო ექსტრადაციის საფუძველი, მაგრამ საბოლოოდ წარმოდგენილ იქნა ჩეჩენბის წინააღმდეგ მეტი მტკიცებულებები და 2 ოქტომბერს გენერალურმა პროკარატურამ გადაწყვიტა ექსტრადაციის დაშვება.

2002 წლის 4 ოქტომბერს ჩეჩნებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს, რათა შეეჩერებინათ ექსტრადაცია. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ბრალდებულთა  უფლებების გარდაუვალ დარღვევას, რასაც ადგილი ექნებოდა  ბრალდებულთა ექსტრადაციის შემთხვევაში. დაირღვეოდა ბრალდებულთა ის  უფლებები რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია გათვალისწინებული, მათ შორის სიცოცხლის უფლება და წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის და დასჯის აკრძალავა.  რამდენადაც რუსეთში არსებობს სიკვდილით დასჯა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგება  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ჩეჩნები ირწმუნებოდნენ, რომ მარტო სიკვდილით დასჯის საშიშროება იყო საკმარისი მიზეზი  ექსტრადაციის შეჩერებისათვის.  

ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი იმყოფება ციხეში და არ სურს მისი დატოვება, არ შეიძლება ეს იძულებით გააკეთებინონ. ამ შემთხვევაში ყველა ჩეჩენს ერჩივნა დარჩენილიყო საქართველოს ციხეში, ვიდრე რუსეთში დაბრუნებულიყო, მაგრამ 5 მათგანი იძულებით გადააადგილეს და მოახდინეს მათი ექსტრადაცია.

ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ შემთხვევას ეხებოდა 39–ე მუხლი (სასამართლოსათვის ნების დართვა მიიღოს ნებისმიერი დროებითი ზომა, რაც შედის მხარეთა ინტერესებში ან საჭიროა სასამართლო პროცესის სათანადოდ წარმოებისათვის) და უბრძანა საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადაციის შეჩერება ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაწვრილებით შესწავლამდე. ამასთანავე, რამდენადაც ბრალდებულებმა საქმე აღძრეს როგორც საქართველოს ისე რუსეთის წინააღმდე, მე–40–ე მუხლის მიხედვით (რომელიც ითვალისიწნებს სასამართლოში შეტანილი საჩივრის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინებას) რუსეთის ხელისუფლებას აცნობეს ჩეჩნების მიერ ევროპულ სასამართნლოში შეტანილი საჩივრის თაობაზე. 39–ე მუხლის მიხედვით რუსეთის ხელისუფლებას ასევე სთხოვეს დაემტკიცებინა, რომ მათ მიერ განხორციელებული დაპატიმრების ღონისძიებები არ შეეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამრთლოს. მიუხედავად ამისა, სასამართლოში საჩივარი საკმაოდ გვიან შევიდა და 5 ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა რუსეთში 4 ოქტომბერს, სანამ სასამათლოს გადაწყვეტილება შევიდოდა ძალაში.

5 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დროებითი ზომები გაგრძელდებოდა და ძალაში დარჩებოდა 2002 წლის 26 ნოემბრამდე და რომ ორივე მხარეს 2002 წლის 24 ნოემბრამდე უნდა წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები ექსტრადაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე.

2002 წლის 26 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთმა წარმოადგინა შესაბამისი გარანტიები იმისა, რომ ბრალდებულებს ექნებოდათ იურიდიულ რჩევის და სამედიცინო მკურნალობის მიღების საშუალება. გარდა ამისა რუსეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა სასამართლო, რომ ჩეჩნებს არ ემუქრებოდათ სიკვდილით დასჯა და რომ დაცული იქნებოდა მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.საქართველოს ხელისუფლებაც ასევე კმაყოფილი იყო იმით, რომ არსებობდა ბრალდებულთა ექსტრადაციისათვის საჭირო საკმარისი მტკიცებულებები და იმითაც, რომ რუსეთის მხრიდან ბრალდებულების მოპყრობის ფორმა მისაღები იქნებოდა. ყველაფერ ამაზე დაყრდნობით სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აღარ იყო საჭირო 39–ე მუხლის გამოყენება და შეიძლებოდა ჩეჩნების დეპორტაცია. მაგრამ თვითონ ჩეჩნებმა კიდევ ერთხელ ითხოვეს 39–ე მუხლის ძალაში დარჩენა და საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ექსტრადაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დალოდებოდა სასამართლოს მხრიდან ვითარების შემდგომ გარკვევას.

საქმეთა იმ აურაცხელი რაოდენობის გამო, რომელთაც სასამართლო განიხილავს ყოველ წელიწადს, 2003 წლის 19 სექტემბრამდე არაფერი გარკვეულა. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თვითონ ჩეჩნები არ აპირებდნენ მიემართათ სასამართლოსთვის, მაგრამ იმ ადვოკატებმა, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობდნენ, ბრალდებულთა მანდატის გარეშე მიმართეს სასამართლოს ბრალდებულთა სახელით, აცხადებდნენ რა რომ ბრალდებულებას წარმოადგენდნენ. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ეს საჩივარიც უნდა ყოფილიყო განხილული ამ საქმის სხვა მტკიცებულებებთან ერთად.

2003 წლის 24 ოქტომბერს სასამრთლომ, გადაწყვიტა განეხორციელებინა ფაქტების მოძიების მისია როგორც საქართველოში ასევე რუსეთში, რათა შეეკრიბათ მტკიცებულებები მოწმეებისაგან და თვითონ ბრალდებულებისაგან. მაგრამ ამ პერიოდში საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, რომელიც უსისხლოდ დასრულდა წარმატებით და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომით, აღნიშნული მისია გადაიდო განუსაზღვრელი დროით. ახალი მისია იგეგმება დაახლოებით 2004 წლის დასაწყისში და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მოელიან მოგვიანებით ამავე წელს.


 

ახალი ამბები