კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგი და საქართველო

9 თებერვალი, 2004

ტრეფიკინგი და საქართველო

პირველ მარტს აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში საქართველო ტრეფიკინგის გაზრდილი მასშტაბებითა და ასეთი ფაქტების გამოუძიებელი საქმეებით ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის დასახელდება. გავრცელებული აზრის თანახმად, ტრეფიკინგის მსხვერპლნი ძირითადად სექს-ინდუსტრიაში არიან ჩათრეული, თუმცა მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი ირწმუნება, რომ ისინი ძირითადად მონური შრომის მსხვერპლნი არიან, რაც უმეტესად შეიმჩნევა საბერძნეთში, აშშ–სა  და თურქეთში, თუმცა სექსინდუსტრიაც ძირითადად ამ ქვეყნებში ფიქსირდება.

ქართულ საზოგადოებას არ აქვს სრული ინფორმაცია და ცოდნა ტრეფიკინგის რაობასა და მისი საშიშროების შესახებ. ტრეფიკინგის არასწორმა დეფინიციამ გარკვეულწილად მის მსხვერპლთა დაფრთხობა გამოიწვია. საინფორმმაციო საშუალებებით ტრეფიკინგი აღიქმება, როგორც სექსუალური ინდუსტრია. იმდენად დამამცირებელი გახდა ეს სიტყვა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლნი თავს არიდებენ იმის გაცხადებას, რომ ისინი თანამედროვე მონობის მსხვერპლნი არიან 21-ე საუკუნეში. მითუმეტეს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლისთვის  რაიმე რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა ხელისუფლების მხრიდან, თუ არ ჩავთვლით კანონში დამატებითი მუხლის შეტანას,  რომელიც სავარაუდოდ ზაფხულიდან შევა ძალაში  და ამის   შემდეგ უფრო რეალური გახდება ტრეფიკინგთან ბრძოლა და ტრეფიკინიგს მსხვერპლთა დახმარება. და მაინც, დღეისათვის ტრეფიკინგის პრობლემა კვლავ რჩება ძალზედ აქტუალურ საკითხად. „ჩვენი მონაცემებით, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთმა ქართველმა მიიღო თავშესაფარი ფინეთში. დანარჩენები გადიოდნენ შესაბამის პროცედურებს სასამართლოებში მაგრამ მათ სტატუსი არ მიუღიათ“, - აცხადებს ნუგზარ სულაშვილი. მიუხედავად დიდი მიგრაციული ნაკადისა გასული 13 წლის განმავლობაში პოლიტიკურ თავშესაფარზე განაცხადი მხოლოდ 46.360 ადამიანს ჰქონდა შეტანილი, დანარენები რჩებოდნენ არალეგალურად.

აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ჩვენ გავესაუბრეთ მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ხელმძღვანელს ბ-ნ ნუგზარ სულაშვილს. აღნიშნული ორგანიზაცია უკვე რამოდენიმე წელია მუშაობს ტრეფიკინგის პრობლემაზე. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციას გააჩნდა ტერეფიკინგის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც დახმარება ეწეოდა  შესაბამის ადამიანებს. დახმარებაში იგულისხმება სამედიცინო მომსახურეობა, როგორიცაა: სამედიცინო გამოკვლევები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კონსულტაციები. „ეს დღევანდელი სოცილური პირობებების ფონზე ფუფუნებად ითვლებოდა, ამიტომაც, ბევრი ადამიანი გვაკითხავდა. 2003 წლის დასაწყისში ამოვწურეთ ყველა ფინანსური დახმარების საშუალებები, ახლა კონსულტაციების გარდა ვერანაირ დახმარებას ვერ ვთავაზობთ, გვაქვს პროექტები და გვინდა აღვადგინოთ რეაბილიტაციის ცენტრი, მაგრამ თავს ვიკავებთ თავშესაფრისაგან. ვმუშაობთ კონსულტაციებზე, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან საზღვარგარეთ, გვაკითხავენ მათი აქ მყოფი ოჯახის წევრები და გეკითხებიან როგორ უნდა მოიქცნენ“.

რა ტიპის მსხვერპლთან გიხდებოდათ მუშობა?

იყო შემთხვევები, რომ მძიმე შრომით პირობებში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი და მძიმედ დაშავდა რამდენიმე. ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა  რომ დაზარალებულებს  მოეთხოვათ საკუთარი უფლებების დაცვა; მათი ოჯახის წევრები სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ იმისა, რომ ისინი  აღქმულიყვნენ როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლნი. 

აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე დაღუპულ ტრეფიკინგის მსხვერპლთან დაკავშირებით და რა მუხლით?

საქმე აღიძრა. პატიმრობაში აიყვანეს ქალბატონი, ვინც ადამიანების უკანონო ვაჭრობას ხელმძღვანელობდა საბერძნეთში. ერთ–ერთმა ტურისტულმა სააგენტომ მოტყუებით გააკეთა განცხადება, რომ სამუშაოდ მიჰყავდა ქალები საბერძნეთში, სინამდვილეში ხდებოდა არალეგალური მიგრაცია. ამ საქმის კოორდინატორი თურქეთიდან საბერძნეთში ხალხის გადაყვანისას დააკავეს. თვით ეს ქალები კი 6 თვის განმალობაში  მონური შრომის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ერთ–ერთი  მათგანი საქართველოში დაბრუნებიდან 3 თვის შემდეგ გარდაიცვალა. ეს 2003 წლის ზაფხულში მოხდა. ტრეფიკინგთან დაკავშირებით შესაბამისი კანონის უქონლობის გამო, დანაშაული კვალიფიცირდა, როგორც თაღლთობა, თუმცა გამოძიება არ დამთავრებულა.

რა კეთდება ტრეფიკინგის აღსაკვეთად?

ბოლო პერიოდში ჩატარდა პრევენციული სამუშაოები; ჩატარდა ტრენინგები, ლექციები სკოლებში, ინსტიტუტებში, კოლეჯებში; საზოგადოებამ მეტ–ნაკლებავ გაითვითცნობიერა, რომ ტრფიკინგი არ არის მხოლოდ სექს–ინდუსტრია.

ბოლო ხანებში თითქმის 80%-ით შემცირდა იმ ადამიანიების რიცხვი, რომლებიც ჩვენ მოგვმართავდნენ; ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრეფიკინგი აღარ არსებობს, ან მათი მსცხვერპლნი. ვფიქრობ, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ახალი გზებია მოსაძებნი ამ ადამიანებში ნდობის მოსაპოვებლად, რომ  დაგვიკავშირდნენ და თავიანთი უფლებები დაიცვან.

მზადდდება პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარის შექმნასთან დაკავშირებით. ეს მოდელი საქართველოში  რთულად განსახორცილელებელი იქნება. როცა ჩვენ გვქონდა თავშესაფარი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის და ვთხოვდით მათ რეაბილიტაციისათვის    დროებით თავშესაფარში ეცხოვრათ, მათგან უარი მოდიოდა, რადგან მათ უჭირდათ ოჯახში იმის გაცხადება, რომ ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ და რეაბილიტაციას საჭიროებდნენ. ამ თვალსაზრისითაც სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი.

როგორ მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურები აღნიშნულ პრობლემაზე?

იყო რამდენმე შემთხვევა, როდესაც დააკავეს მცირეწლოვანი ბავშვებით მოვაჭრეები, ჩვენ გვქონდა იმედი რომ გამოვლინდებოდნენ ისინი, ვინც ამ პროცესებს კურირებდნენ, მაგრამ დაისაჯნენ მხოლოდ შემსრულებლები  და არცერთი ჩინოსანი, ვისაც სავარაუდოდ ამ საქმესთან კავშირი უნდა ჰქონოდა, არ გამოვლენილა.  გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ტრეფიკინგის ცხელი ხაზი, თუმცა კვირაში ერთი დღე თუ მუშაობდა, არ გააჩნდათ მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და ვერ ახდენდნენ  აღრიცხვებს. რეაბილიტაციის მხრივ ისინი ვერანაირ დახმარებას ადამიანებს ვერ უწევენ.

აქვს თუ არა ტრეფიკინგს ქვეყნის შიგნით ადგილი?

გვაქვს სერიოზული ინფორმაცია ისეთ რეგიონებზე, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება და აქედან გამომდინარე, რაიმე ღონისძიებების გატარებაც შეუძლებელია. აჭარაში სეზონურად ჩამოყავთ რუსეთიდან გოგონები, რომლებიც სერიოზულ დისკრიმინაციას განიცდიან; სამაჩაბლოში, კერძოდ, ცხინვალში იყო რუსეთიდან შემოყვანილი გოგონების გამანაწილებელი პუნქტი, აქედან ხდებოდა გოგონების გაგზავნა თურქთის სხვადასხვა სექტორებში. თბილისშიც არიან ჯგუფები, რომლებსაც საუნების, კაზინოების, გასართობი ბარებისათვის  ჩამოჰყავთ გოგონები, რომლებსაც არ გააჩნიათ საბუთები, მათ ჰპირდებიან  მაღალ ანაზღაურებას და გარკვეულწილად დაცვას. ჩვენ გვქონდა ასეთი კატეგორიის ხალხთან შეხება, ისინი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობენ.

როგორც ხელმძღვანელისგან შევიტყვეთ, ორგანიზაცია ასევე მუშაობს ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლთა დასახმარებლად, რომელიც ითალისწინებს გარკვეულ პრევენციულ სამუშაოებს საზღვარგარეთ   წასვლისა და მუშაობის მსურველთათვის. „პროექტის ფარგლებში არსებობს 1,5 თვიანი კურსები, ხდება  მსურველების მომზადება რომ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი პრობლემები, ვეხმარებით ლეგალური გზების გამოძებნაში და ხელშეკრულების გაფორმებაში. ვარკვევთ მათ თავიანთ უფლებებში.“

ბ-ნი ნუგზარი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს უცხოეთში არსებული ქართველი ემიგრანტების მასიური  დეპორტაციის შესახებ და ფიქრობს, რომ ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, რადგან აქ მათი დასაქმების არანაირი საშუალებები არ არსებობს. 

არსებობს თუ არა საზღვარგარეთ ლეგალურად სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობები?

არსებობს სამუშაო პროგრამები (ძირითადად სასოფლო – სამეურნეო სამუშაოები, ქალებისათვის - მომვლელები) ამერიკაში, ინგლისში, შოტლანდიაში.   მაგრამ  ყველა საკონსულოს მოთხოვნაა არსებობდეს იმის გარანტიები, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ,  ადამიანები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. ვფიქრობ, ხელისუფლებამ პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს კანონიერ ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობების ჩამოყალიბება. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიურ განვითარებას, ვალუტის შემოსვლას, ახალი ტექნიკისა და მეთოდების დანერგვას,  გამოცდილების გაზიარებას.


 

ახალი ამბები