კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას

5 მაისი, 2004

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას

პარიზი, 2004 წლის 3 მაისი

(შემოკლებული ვარიანტი)

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ადამიანის უფლებების ბოლოდროინდელი დარღვევების გამო.

იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც FIDH-მა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრისაგან“, რომელიც არის FIDH-ის წევრი, იგი თვლის, რომ ბოლო პერიოდის  საკანონმდებლო და კონსტიტუციური ცვლილებები განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენს (პარლამენტის მიერ 6 თებერვალს განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი.  შემდეგი ცვლილების მიხედვით კი პრეზიდენტს ენიჭება უფლება დანიშნოს და დაითხოვოს მოსამართლეები, რითაც გაიზარდა მისი გავლენა სასამართლოზე. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად მოახდინა კონსტიტუციური ცვლილებები, ისე, რომ არ გამოუქვეყნებია კანონპროექტები მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საზოგადოებრივი განხილვისათვის, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული).

FIDH-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა ზედმეტად მწვავე განცხადებებმა შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს პოლიციის მხრივ განხორციელებული ძალმომრეობა, რასაც უკვე მრავალი წელია გმობენ ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები. (აქვე მოყვანილია მაგალითები ძალოვნების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ფაქტებისა).

FIDH ასევე შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოში იზღუდება  მედიის თავისუფლება. 2003 წლის დეკემბერში პირველ არხზე დაიხურა ნატო ონიანის გადაცემა “ტაიმ აუტი“. ონიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ დახურა მისი პროგრამა.  დაყადაღებულია “ომეგა ჯგუფი“, რომელშიც შედის დამოუკიდებელი ტელეკომპანია “იბერია“, ახალი ამბების სააგენტო “მედია ნიუსი“ და გაზეთი “ახალი ეპოქა“. საქართველოს გენერალური პროკურატურა აკეთებს  განცხადებას, რომ ჯგუფი ჩართულია სიგარეტის უკანონო იმპორტში და რომ თავს არიდებს გადასახადებს, მაგრამ ჯერჯერობით  ამ ფაქტებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ გამოვლენილა.

2004 წლის 4 თებრვალს საქართველოს ორ ყველაზე პოპულარულ ტელევიზიებში “რუსთავი 2“-ზე და “მზე“-ზე მოულოდნელად დაიხურა ორი ძალზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკური თოქ-შოუ -“ღამის კურიერი“ და “ღამის მზერა“. ის ფაქტი, რომ ორივე გადაცემა ერთსა და იმავე დღეს დაიხურა ახსნილი იქნა, როგორც უბრალო დამთხვევა.

2004 წლის 5 აპრილს ფუნქციონირება შეწყვიტა ტელეკომპანია “მეცხრე არხმა“ რაიმე გარკვეული მიზეზის გარეშე.

FIDH ასევე შეშფოთებულია აჭარაში არსებული სიტუაციით, სადაც 2004 წლის 7 იანვარს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უნდა აღინიშნოს ჟურნალისტებზე თავდასხმის, კმარას აქტივისტების დაკავების ფაქტები, მზარდი დაძაბულობა ცენტრალურ და აჭარის ხელისუფლებას შორის.

ყველა მსგავი ფაქტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ნორმებს. ვარდების რევოლუციის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება ელოდება რომ  საქართველოში გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმ მიზნის მისაღწევად, რომ მიღწეულ იქნას კანონის უზენაესობა.

FIDH მოუწოდებს საქართველოს და აჭარის ხელისუფლებას იპოვნონ კრიზისიდან გამოსვლის მშვიდობიანი გზა.

FIDH მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს იმ საერთაშორისო და რეგიონალური დოკუმენტების შესაბამისად, რომლებზეც ხელი მოაწერეს.

წერილი სრული ფორმით იხ. http://www.humanrights.ge/eng/stat13.shtml


 

ახალი ამბები