კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთად წამების წინააღმდეგ: 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი საერთაშორისო დღეა

4 ივლისი, 2004

    

 

 

ერთად წამების წინააღმდეგ: 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი საერთაშორისო დღეა

 

 

 

 

26 ივნისი წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეა. ამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა –   ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმადა წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ცენტრმაწამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი აქცია გამართეს და საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოთხოვნა, რომ მოხდეს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება.

 

 

 

 

26 ივნისს დილის 12:00 სთ–ზე ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა და წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა ვერის პარკში წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი ერთობლივი აქცია გამართეს, რომლის მიზანი იყო წამების ფაქტებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება. აქციას წინ უძღოდა პრეს–კონფერენცია – „მომავალი ძალადობის გარეშე“, რომელიც მოაწყო აფხაზეთიდან ადგილნაცვალ პირთა საინიციატივო ჯგუფმა „ნუგეში“ წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან ერთად.

 

 

 

 

ვერის პარკში წამების იარაღების გამოფენის შემდეგ აქციამ რუსთაველზე გადაინაცვლა და მონაწილეებმა პარლამენტის შენობისაკენ გასწიეს.

 

 

აქციის ორგანიზატორებმა საქართველოს პარლამენტს გადასცეს მიმართვა, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საქართველომ მოახდინოს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება. პარლამენტის აპარატისადმი გადაცემულ მოთხოვნას თან ერთვოდა ხელმოწერები როგორც ორგანიზატორების, ასევე საზოგადოების მხრიდან.  

 

 

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის დირექტორის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოში წამების ფაქტებმა ერთიორად იმატა უკანასკელი თვეების განმავლობაში, ხოლო ამ ოქმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოში განხორციელდეს პერიოდული ვიზიტები გაეროს შესაბამისი კომიტეტის მიერ, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალეობას და წამების ფაქტების გამოვლენას წინასწარი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.

 

 

უჩა ნანუაშვილი  წამების გახშირების მიზეზად მიიჩნევს ერთის მხრივ იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი დეზორიენტირებულნი არიან და მეორე, რომ როდესაც ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან ხდება გაჟღერება ისეთი გამონათქვამებისა, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევისაკენ მოუწოდებენ – ეს ხელს უწყობს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციის შელახვას და წამების  ფაქტების გახშირებას.

 

 

 

 

ჩვენ გთავაზობთ საქართველოს პარლამენტისადმი გადაცემულ ზემოთ აღნიშნულ ღია წერილს:

 

 

მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი

 

 

 

 

26 ივნისი, 2004 წ.

 

 

 

 

2002 წლის 18 დეკემბერს გაერო–ს გენერალურმა ასამბლეამ რიგით 57–ე სესიაზე მიიღო გაეროს კონვენციის „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ“ დამატებითი ოქმი, ხოლო 2003 წლის 4 თებერვლიდან გახდა შესაძლებელი ქვეყნების მიერ მისი ხელმოწერა და რატიფიცირება. ოქმი ხელს უწყობს წამების აღმოფხვრას თავისუფლების აღკვეთის ადგილებში რეგულარული ვიზიტების სისტემის ჩამოყალიბების გზით, რომელსაც განახორციელებენ დამოუკიდებელი და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტები.

 

 

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT) საქართველოში სამუშაო ვიზიტების შედეგად გამოავლინა ძალისმიერ სტრუქტურებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ფართოდ გავრცელებული ტენდენცია. CPT –ის მუშაობის გამოცდილებამ სხვადასხვა ქვეყნებში დაადასტურა, რომ CPT –ის ვიზიტები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ითვლება წამების აღკვეთისა და პრევენციის ეფექტურ საშუალებად.

 

 

ვიზიტების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

 

 

დამატებითი ოქმი ითვალისწინებს წამების პრევენციის ეფექტურ და კონკრეტულ ზომებს, როგორიცაა ვიზიტების პერიოდულად განხორციელებისათვის რამოდენიმე ეროვნული მექანიზმის შექმნას და სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

 

 

დღეს, როდესაც საქართველო დაადგა დასავლური ინტეგრაციის გზას, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საქართველოში წამების პრაქტიკის აღმოფხვრას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი იმ ქვეყნებს შორის, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ქვემორე ხელისმომწერნი მოგიწოდებთ, რომ პარლამენტმა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები დამატებით ოქმთან შეერთების მიზნით და შესაძლო დროის მოკლე მონაკვეთში მოახდინოს მასთან მიერთება და რატიფიცირება.

 

 

ახალი ამბები