კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი უზენაეს სასამართლოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

24 სექტემბერი, 2004

სახალხო დამცველი უზენაეს სასამართლოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით არჩეულმა სოზარ სუბარმა 22 სექტემბერს პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა და ორი წლის წინ დაკავებული პატიმრის, ზაზა ცეცხლაძის უფლებების დარღვევებზე ისაუბრა. სახალხო დამცველის აღშფოთება გამოიწვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ხრუსტალის მიერ გამოტანილმა უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებამ, რამაც ზაზა ცეცხლაძის, 3 თვიანი უკანონო პატიმრობის გარდა, 6 თვით პატიმრობის გაგრძელება განაპირობა. ამჟამად, ზაზა ცეცხლაძე უკანონო პატიმრობაში №5-ე საპყრობილეში იმყოფება.

სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე საქმე შეეხებოდა მოქალაქე ზაზა ცეცხლაძეს, რომელიც დაპატიმრებულ იქნა ყაჩაღობის ბრალდებით. სასამართლოს მიერ გამოტანილი 24 თვიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, რომელიც არის მაქსიმალური, მისი გათავისუფლების ნაცვლად ზაზა ცეცხლაძე სამი თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების მიერ სამი თვის დაგვიანებით უზენაეს სასამართლოში გაიგზავნა წარდგინება პატიმრობის 30 თვემდე გაგრძელების თაობაზე. უზენაესი სასამართლოს მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ხრუსტალმა უკანონო პატიმრის წინასწარი პატიმრობის ვადის დარღვევის ფაქტის განხილვის შემდეგ წარუდგინა მასალები იუსტიციის საბჭოს და მოითხოვა ჩოხატაურის რაიონის მოსამართლე გელა ნაცვლაძისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარის სირაძის დასჯა. მიუხედავად ამისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ხრუსტალმა 23 აგვისტოს გამოტანილ გადაწყვეტილებაში კიდევ 6 თვით გაუგრძელა პატიმრობა ზაზა ცეცხლაძეს, რომელიც ამჟამად №5 საპყრობილეში იმყოფება. სახალხო დამცველის აზრით, ვალერი ხრუსტალის განაჩენი იყო სრულიად შეგნებული დარღვევა კანონისა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ის იყოს გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან იმიტომ, რომ ასეთი მოსამართლის ყოფნა უზენაეს სასამართლოში არის სირცხვილი - განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა - მთავარი გარანტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და იმისა, რომ ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა არის სასამართლო და როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკეთებს სრულიად შეგნებულ დანაშაულს ეს არის ძალიან საშიში სიმპტომი და იმის ნიშანი, რომ საქართველოში კანონი ვერ იკანონებს და ვერასდროს ვერ ჩავდგებით ცივილიზებული  ქვეყნების რიგში საითკენაც ასე მივისწრაფით.“

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ყოველი დარღვევის ფაქტზე იქნება მძაფრი რეაქცია და რეაგირება, რაც, მათი აზრით, პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს და ასევე ზედამხედველობას გაუწევს სასამართლოებს პატიმრების ვადების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით. სახალხო დამცველი და მისი გუნდი რეკომენდაციით მიმართავენ იუსტიციის საბჭოს, რომ მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ვალერი ხრუსტალის მიმართ და გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა ცეცხლაძე.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები