კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქურთ-იეზიდთა დისკრიმინაცია საქართველოში

15 ოქტომბერი, 2004

ქურთ-იეზიდთა დისკრიმინაცია საქართველოში

ეთნიკური დისკრიმინაცია არცთუ ისე აჟიტირებული თემაა საქართველოში. არავინ საუბრობს ქურთ-იეზიდებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომ საკუთარი გვარის დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიდ ძალისხმევასა და სირთულეს წარმოადგენს იეზიდი ხალხისთვის. „საქმე გვაქვს დისკრიმინაციასთან, რომელიც თვით ხელისუფლებისგან მოდის“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „ქურთ-იეზიდთა ეროვნული კონგრესის“ ხელმძღვანელმა აგიტ მირზოევმა. სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ 8 ადამიანმა მოახერხა გვარის აღდგენა, თუმცა, განცხადება ამის შესახებ 1000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა შეტანილი იუსტიციის სამინისტროში, საიდანაც მათ უარი მიიღეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სახის დისკრიმინაცია განსაკუთრებით ქურთ-იეზიდებზე ვრცელდება.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს  ქურთ-იეზიდებს არამარტო სურვილი აქვთ, არამედ მათი უმრავლესობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საკუთარი გვარის აღდგენა. 2001 წლის შემდეგ ფაქტიურად შეუძლებელი გახდა გვარების აღდგენა გამომდინარე იმ გართულებული პროცედურებიდან, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საკანონმდებლო ნორმატიული აქტები ითვალისწინებენ, ვინაიდან არ არის მკაფიო დეფინიცია იმისა, თუ რას გულისხმობს აღდგენა და როგორ შეუძლია ადამიანს აღიდგინოს თავისი თავდაპირველი გვარი.

არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 1000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა საბუთები იუსტიციის სამინისტროში გვარის აღდგენის მოთხოვნით და მხოლოდ რვამ შეძლო თავისი გვარის დაბრუნება, როდესაც სამინისტროდან მიღებული უარყოფითი პასუხი გაასაჩივრეს სასამართლოში.

იმისათვის რომ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა დაიბრუნოს გვარი, მან პროცედურისათვის უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები: პირველ რიგში საჭიროა დოკუმენტაცია არქივიდან, წერილობითი დამოწმება ეთნოგრაფიის ინსტიტუტიდან, რომ გვარი, რომელსაც ითხოვს პირი მართლაც მისია. შემდეგ ხდება გარკვეული თანხის გადარიცხვა ბიუჯეტში იუსტიციის სამინისტროს სახელზე და რამოდენიმე განცხადების დაწერა. ყველა ეს საბუთი გროვდება მმაჩის ბიუროში, რომელიც თავის მხრივ აგზავნის ამ დოკუმენტებს იუსტიციის სამინისტროში და ეს უკანასკნელი ვალდებულია ნორმებით გათვალისწინებულ ვადაში წარმოუდგინოს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თუ მოქალაქე ითხოვს ახსნა-განმარტებას, სამინისტრო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. 

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ქურთ-იეზიდთა ეროვნული კონგრესის“ ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი (რომელსაც ასევე უთხრეს უარი გვარის დაბრუნებაზე) აცხადებს: „როდესაც მივიღე უარი გვარის აღდგენის თაობაზე იუსტიციის სამინისტროსგან და მოვითხოვე ახსნა-განმარტება სამინისტროს თანამშრომელმა მითხრა, რომ გვარების აღდგენის  პროცესი გაყინულია და ეს ვრცელდება მხოლოდ ქურთ-იეზიდებზე. პროცესუალური თვალსაზრისით, მართლაც, ჰქონდა ადგილი დარღვევებს და ვთვლი, რომ ეს არის ერთპიროვნულად დისკრიმინაცია ჩვენი დიასპორის მიმართ. ქვეყანაში, სადაც ლაპარაკობენ დემოკრატიულ ფასეულობებზე და ქადაგებენ დემოკრატიას, თითქმის შეუძლებელია გვარის დაბრუნება.“


 ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები