კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია საქართველოს მიმართ

20 ოქტომბერი, 2004

ევროპის საბჭოს პრეს-რელიზი

არაოფიციალური თარგმანი
 

საპარლამენტო ასამბლეა

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება

რეკომენდაცია 1643 (2004)

დოკუმენტი 10298
2004 წლის 2 ოქტომბერი
მინისტრთა კომიტეტის პასუხი
მიღებულია მინისტრთა მოადგილეების 898-ე შეხვედრაზე (2004 წლის 30 სექტემბერი)

1. მინისტრთა კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1643 (2004) საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ. ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ აღებული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების სისტემური მონიტორინგის ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტი, ისევე როგორც საპარლამენტო ასამბლეა, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს იმ პროცესებსა და ცვლილებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ საქართველოში 2004 წლის იანვრის შემდეგ.

2. ამან საშუალება მისცა მინისტრთა კომიტეტს შეაფასოს არა მხოლოდ საქართველოში მიმდინერე ცვლილებები, არამედ ერთობლივად განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობა, რომელიც მოიცავს ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამების (დასრულებული ერთობლივი პროგრამა სამხრთ კავკასიისთვის  და მიმდინარე ერთობლივი  პროგრამა საქარველოსთვის) ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. ეს პროცესი ასევე საშუალებას აძლევს მინისტრთა კომიტეტს ერთობლივი საქმიანობა წარმართოს ახლად წარმოქმნილი საჭიროებების გათვალისწინებით.

3. შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა ყურადღება გაემახვილებინა შემდეგ პრიორიტეტულ სამოქმედო სფეროებზე: დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა, რაც ასევე გულისხმობს რეგიონალიზაციას, სასამართლოებისა და სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციონირება და კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

4. თვალყურს ადევნებდა რა სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს, მინისტრთა კომიტეტი ადასტურებს, რომ ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სურვილს გამოთქვამს დახმარება აღმოუჩინოს მხარეებს, რათა მიღწეულ იქნას კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები.

5. საარჩევნო კოდექსის გადასინჯვასთან მიმართებაში (რეკომენდაციის პუნქტი 3.ი.), მინისტრთა კომიტეტი საპარლამენტო ასემბლეას ატყობინებს შემდეგს:
I. ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს ერთიანი საარჩევნო კოდექსის შესახებ გადაეცა საქართველოს ხელისუფლებას 2004 წლის 17 თებერვალს. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ერთიანი საარჩევნო კოდექსის შესწორება 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს დასკვნის საფუძველზე შესწორებები შეიტანოს ერთიან საარჩევნო კოდექსში მომავალ საყოველთაო არჩევნებამდე.

II.  2004 წლის 20 ივნისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარებულ რეგიონალურ არჩევნებთან მიმართებაში, ვენეციის კომისიამ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მიავლინა საარჩევნო სამართლის ექსპერტი, რომელმაც დახმარება გაუწია მათ არჩევნების მომზადების სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებში.

III. ვენეციის კომისია მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან მომავალი თანამშრომლობისათვის არჩევნების სფეროში.

6. დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან მიმართებაში (რეკომენდაციის პუნქტი 3.ი.ი), კერძოდ ტერიტორიული მოწყობის რეფორმასთან დაკავშირებით:

I. ევროპის საბჭო დახმარებას უწევს საქართველოს ხელისუფლებას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც განსაზღვრავს რეფორმის პრიორიტეტულ მიზნებს და დასახავს პრაქტიკულ ნაბიჯებს. ეს გააადვილებს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის სამართლებრივი სისტემისადმი, რაც წარმოადგენს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ მოვალეობას.

II. მინისტრთა კომიტეტი ასევე ატყობინებს ასამბლეას, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, თბილისში ხუთი თვის ვადით მუშაობს სამი მუდმივი ექსპერტი, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით შეიმუშავებენ დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, რომელიც უმოკლეს ვადაში მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

7. კონსტიტუციურ რეფორმასთან მიმართებაში (რეკომენდაციის პუნქტი 3.ი.ი.):

I. საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციის მიხედვით, 2004 წლის თებერვალში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიაწოდა საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას დასკვნისათვის. მიუხედავად ამისა, საქართველოში რეფორმების პროცესის სწრაფი განვითარებისა და კომენტარების მიწოდებისათვის არსებული ძალზედ მოკლე დროის გამო, ვენეციის კომისიის კომენტარები არ იყო სრულად გათვალისწინებული. ვენეციის კომისია თავის დასკვნაში, რომელსაც მინისტრთა კომიტეტიც იზიარებს, ურჩევს საქართველოს გაგრძელოს საკონსტიტუციო რეფორმა. მინისტრთა კომიტეტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2004 წლის 18-19 მაისს თბილისში სახელმწიფოს საკონსტიტუციო მოწყობაზე ჩატარებულმა კონფერენციამ დაამტკიცა საქართველოს ხელისუფლების სურვილი, დროთა განმავლობაში მოახდინოს კონსტიტუციის გადასინჯვა.

II. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 2004 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარემ მიმართა ეუთოს მისიას საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით დაეხმაროს კომიტეტს საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი კანონპროექტის მომზადებაში. ეუთო-ს განცხადებით, ახალი ცვლილებები მნიშვნელოვანია და შეიცავს კონსტიტუციის 95 მუხლის ცვლილებას. ვენეციის კომისია მზად არის დაეხმაროს ხელისუფლებას საკონსტიტუციო შესწორებებთან დაკავშირებით.

III. ვენეციის კომისიამ ასევე მიიღო დასკვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით, სადაც სთავაზობდა ტექსტის შესწორებას. სტატუსი მოგვიანებით მიიღო საქართველოს პარლამენტმა.

8. სამართლის უზენაესობასა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში (რეკომენდაციის პუნქტი 3.III.):

I. მინისტრთა კომიტეტი ატყობინებს ასამბლეას, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ევროპის საბჭოს ექსპერტი  ეწვია თბილისს 2004 წლის აგვისტოში და აქტიური მონაწილეობა მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებულ დისკუსიებში. იუსტიციის სამინისტრო აპირებს გააგრძელოს მუშაობა არსებულ კანონპროექტებზე. ტექსტის საბოლოო მონახაზი შეიძლება წარედგინოს ევროპის საბჭოს განსახილველად ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

II. ასამბლეის რეკომენდაციაში ხსენებული ორი კანონის, კერძოდ, პოლიციისა და პროკურატურის შესახებ კანონების მიღმა დაგეგმილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღების შემდეგ. ევროპის საბჭო მზად არის ექსპერტიზა ჩაუტაროს ამ ორი კანონის საბოლოო ვარიანტს პარლამენტში მათ განხილვამდე.

III. პროგრამა „პოლიცია და ადაიანის უფლებების“ ფარგლებში, ევროპის საბჭოს ექსპერტები სთავაზობენ დახმარებას საქართველოში პოლიციის რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტების შეტანას პოლიციის სასწავლო პროგრამაში.

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში
ერეკლე II-ის შესახვევი № 7, თბილისი 0105,
ტელ.: 98 89 77; 98 95 60
ფაქსი: 98 96 57
ელ-ფოსტა: information.office@coe.ge
ინტერნეტი: http://www.coe.ge/

დამატებითი ინფორმაციისავის იხილეთ: http://www.coe.int/ / http://www.coe.ge/ 

 

ახალი ამბები