კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემდეგი გაჩერება - თურქმენეთი

1 ნოემბერი, 2004

შემდეგი გაჩერება - თურქმენეთი

21 საფეხურით ვარდნა სიტყვის თავისუფლების კიბეზე

საქართველოს დემოკრატიული განვითარების პირველი შედეგი

ყოველწლიური კვლევა, რომელსაც ატარებს პარიზში დაფუძნებული ლობი ჯგუფი  „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“, გვიჩვენებს რომ საქართველო იკავებს 94 ადგილს  სიტყვის თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის. ხოლო შარშან საქართველო ამავე კვლევის მიხედვით 73-ე ადგილზე იყო 166 ქვეყანას შორის. ჩვენდა სამწუხაროდ ეს სამართლიანი შეფასებაა. დღესდღეობით საქართველოში სიტყვის თავისუფლება უფრო მეტადაა შეზღუდული, ვიდრე მედიაზე ზეწოლით სახელგანთქმულ სომხეთში, რომელიც საქართველოს უკან იტოვებს და ამ რბოლაში 83-ე ადგილს იკავებს.

პოსტრევოლუციური საქართველო თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მებაირაღე ხდება. ქვეყანაში დღითიდღე სულს ღაფავს თავისუფალი მედია. ქრება საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაცემები, გაზეთები. ქვეყანაში მიმდინარეობს „სატელევიზიო - საგაზეთო რეფორმა“. დაიხურა მაღალრეიტინგული გადაცემები, როგორებიც იყო: ეკა ხოფერიას „ ღამის კურიერი“, გიორგი გომიაშვილის „თემა“, ინგა გრიგოლიას „ღამის მზერა“. ხელისუფლება არც რეიტინგული გადაცემების დახურვით კმაყოფილდება და თავისი ძალაუფლების სრულ რეალიზებას სხავასხვა თავისუფალი ტელევიზიების მაუწყებლობის შეწყვეტით ახდენს მათზე პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლის შედეგად (მე-9 არხი, იბერია...), არ წყდება სასამართლო პროცესები მედიაწარმომადგენლებზე (ზურაბ ჟვანია “თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ)...

ყველაფერს კი იმისკენ მივყავართ, რომ მალე არც ერთი პოლიტიკური გადაცემა აღარ იარსებებს. ხელისუფლება ფარული ხელით აჩუმებს ყველას (რა თქმა უნდა, მედია ორგანიზაციის მფლობელებს არ სურთ შეიქმნან პრობლემები და ურჩევნიათ „ანგარიში“ გაუწიონ მთავრობას).

ბეჭვდით მედიაშიც შემაშფოთებელი „ცვლილებებია“. დაიხურა „მთავარი გაზეთი“, „დილის გაზეთი“, „ახალი ეპოქა“, „ტრიბუნა“. გასაკვირია რომ ჯერ კიდევ იბეჭდება „თავისუფალი გაზეთი“, „ჯორჯიან თაიმსი“. „ჯორჯიან თაიმსს“ ფინანსური პოლიციის საშუალებით უპირებდნენ გასწორებას და მას ფინანსურ მაქინაციებში, გადასახადების დამალვაში, ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს. იმავდროულად მაღალი რანგის ჩინოვნიკები ამტკიცებდნენ, რომ ჯთ არის შანტაჟისტებისა და კრიმინალების ბუდე. თუმცა, ვერანაირი მაკომპრომეტირებელი საბუთი ვერ იქნა აღმოჩენილი. „ჯორჯიან თაიმსი“ ჯერ-ჯერობით ისევ ცოცხალია. საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სარჩელი „თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ. საინტერესოა, ვინ იქნება ახალი სამიზნე. ობიექტური „სამსჯავრო“ კი ყველაფერს ვარდისფერი სათვალის გარეშე უყურებს და აფასებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენთვის არც თუ ისე სახარბიელო განაჩენი გამოაქვს - საქართველო 73-ე საფეხურიდან უკან, 94-ზე იხევს და დემოკრატიულ საწყისებს კვლავ შორეულ პერსპექტივაში იტოვებს. 

ახალი ამბები