კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დანაშაული - ჩეჩენი, ვის დავალებას ასრულებს ქართული სპეცსამსახური?

4 ნოემბერი, 2004

დანაშაული - ჩეჩენი
ვის დავალებას ასრულებს ქართული სპეცსამსახური?

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩეჩენ ლტოლვილებზე დევნა გრძელდება. ამა წლის 9 ოქტომბერს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „კავკაზ-ცენტრის“ დირექტორი ვისამი ტუტუევი. მას დაკავებისას არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება და თავისი მობილურიც ჩამოართვეს. ანტიტერორისტული ცენტრის შენობაში 5 საათიანი დაკავების შემდეგ გათავისუფლებულ ტუტუევზე სპეცსამსახურების მხრიდან მუდმივი თვალთვალი ხორციელდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტუტუევის დაკავების მეორე დღეს ბაქოში მძიმედ დაჭრეს ჟურნალისტის შვილი, რომელიც 5 დღის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა და როგორც ტუტუევი ამტკიცებს, აღნიშნული ფაქტი სულაც არ იყო შემთხვევითი და მიზნად მის დაშინებას ისახავდა. 

სააგენტო „კავკაზ-ცენტრი“, რომლის ინტერნეტ მომსახურებას ლიტვის კომპანია უწევდა, დროებით გაჩერებულია. რამდენიმე დღის წინ სააგენტოს მუშაობა აეკრძალა იმ საბაბით, რომ იგი თითქოსდა აღვივებს ეთნიკურ და რელიგიურ კონფლიქტს, თუმცა ლიტვის კომისიამ ჟურნალისტური ეთიკის საკითხებში განიხილა „კავკაზ-ცენტრის“ საკითხი და დაადგინა, რომ სააგენტო არ აღვივებს ეთნიკურ და რელიგიურ კონფლიქტს; ასევე მის მასალებში არ არის ტერორიზმის მხარდამჭერი ინფორმაციები.


2004 წლის 9 ოქტომბერს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩეჩნეთიდან დევნილი ჟურნალისტი, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „კავკაზ-ცენტრის“ დირექტორი ვისამი ტუტუევი თბილისის მერიის შენობის წინ დააკავეს. 8 ოქტომბერს ვისამი ტუტუევს ტელეფონით დაუკავშირდა ვინმე ლალი, რომელიც საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის თანამშრომლის სახელით გაეცნო, და მეორე დღეს, საღამოს შეხვედრაზე შეუთანხმდა. პირველი არხის თანამშრომლის ნაცვლად მას ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ და დაკითხვაზე ცენტრში წაიყვანეს. ჟურნალისტის განცხადებით, ის 5 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული ანტიტერორისტული ცენტრის შენობაში, ხოლო გამოკითხვის დროს ტუტუევს არ მისცეს უფლება ტელეფონით დაკავშირებოდა ადვოკატს და მობილურიც ჩამოართვეს.

დაკავების მეორე დღეს, 11 ოქტომბერს ბაქოში დაუდგენელმა პირებმა დაჭრეს ჟურნალისტის შვილი, რომელმაც დავდასხმის შედეგად მძიმე ჭრილობები მიიღო და   5 დღის განმავლობაში ბაქოს ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვისამი ტუტუევი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო და მის დაშინებას ისახავდა მიზნად. იგი ასევე ამტკიცებს, რომ ანტიტერორისტული ცენტრიდან მისი გათავისუფლების შემდეგ სპეცსამსახურები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ისმინებოდა სატელეფონო ზარები და დაუფარავად ახორციელებდნენ თვალთვალს სააგენტო „კავკაზ-ცენტრის“ დირექტორის მიმართ. 

ჟურნალისტის დროებით დაკავება განხორციელდა რუსეთის ტელევიზიით „კავკაზ-ცენტრის“ საიტის შესახებ სიუჟეტის გადაცემის მეორე დღეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პუბლიკაციის მეორე დღეს თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, ჩეჩნურ ოჯახებში ჩხრეკა მოეწყო. იმავე დღეს პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენლები შეიჭრნენ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის გენო ჯოხიძის სახლში.

სააგენტო „კავკაზ-ცენტრი“, რომლის ინტერნეტ მომსახურებას ლიტვის კომპანია უწევდა, დროებით გაჩერებულია. მის დახურვას დაჟინებით მოითხოვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რამდენიმე დღის წინ სააგენტოს მუშაობა აეკრძალა იმ მიტივით, რომ იგი აღვივებდა კონფლიქტს და მხარს უჭერდა ტერორიზმს. თუმცა, ლიტვის სასამართლომ ამ უკანასკნელის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. ხოლო 20 ოქტომბერს (2004) ლიტვის კომისიამ ჟურნალისტური ეთიკის საკითხებში, სასამართლოს თხოვნით განიხილა „კავკაზ-ცენტრის“ საკითხი და დაადგინა, რომ სააგენტო არ აღვივებს ეთნიკურ და რელიგიურ კონფლიქტს. ასევე მის მასალებში არ არის ტერორიზმის მხარდამჭერი ინფორმაციები.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ჩეჩნური საინფორმაციო სააგენტოს „კავკაზ-ცენტრის“ დირექტორის ვისამი ტუტუევის მიმართ განხორციელებული დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის თაობაზე, რაც არამარტო პირადად მასზე, არამედ მისი ოჯახის წევრთა მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების მცდელობით გამოიხატა. ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია სააგენტოს საიტის დახურვა ტერორისტული საქმიანობის ბრალდების გამო და მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ლტოლვილი ვისამი ტუტუევის უსაფრთხოება და ნორმალური პირობები თავისი პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებისათვის.

ცენტრი ასევე მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობებისგან აღნიშნულ საკითხზე შესაბამის რეაგირებას.

ახალი ამბები