კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმრების რიცხვი იზრდება

4 ნოემბერი, 2004

პოლიტპატიმრების რიცხვი იზრდება

პოლიტიკური ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდის“ სამი აქტივისტი, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის შეურაცხყოფისთვის დააპატიმრეს. „მრგვალი მაგიდის“ წევრთა განცხადებით ირაკლი შონია, თამაზ წიკლაური და ლაშა ქაცანაშვილი პოლიტპატიმრები არიან და სასამართლოს მიერ 1 ნოემბერს გამოტანილი განაჩენი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მოხდა. პოლიტიკური ორგანიზაციის აქტივისტების ადვოკატის ამირან ბურდულის განცხადებით მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა და აუცილებლად გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში.

2004 წლის ივლისში პოლიტიკური ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდის“ აქტივისტები ირაკლი შონია, თამაზ წიკლაური და არასრულწლოვანი ლაშა ქაცანაშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის და ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის შეურაცხყოფისთვის ეკონომიკის სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. საქმის განხილვის შედეგად თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი შონიას თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, ხოლო თამაზ წიკლაურს - წლითა და 6 თვით მიუსაჯა. რაც შეეხება არასრულწლოვან ლაშა ქაცანაშვილს მოსამართლე ზაურ მებონიამ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელით შეუცვალა.

„იმედი არა მაქვს, რომ გასაჩივრებით რაიმეს მივაღწევთ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მოსამართლეები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიან“- განაცხადა „მრგვალი მაგიდის“ აქტივისტების ადვოკატმა ამირან ბურდულმა. მისი თქმით, განაჩენი უსამართლოა და ზემდგომ ინსტანციაში აუცილებლად გასაჩივრდება.

მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით  უკმაყოფილო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდის“ წევრებმა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს წინ საპროტესტო აქციები გამართეს და აქტივისტების ირაკლი შონიასა და თამაზ წიკლაურისთვის სასამართლოს მიერ თავისულების აღკვეთას აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, საპროტესტო გამოსვლები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და პროკურატურის წინ გადაინაცვლებს.

„მრგვალი მაგიდის“ ლიდერის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადებით დღევანდელი ხელისუფლება საბჭოთა საქართველოს დროინდელი მეთოდებით მოქმედებს.  „კარგად მახსოვს 70-იანი წლების რეპრესიები. მაშინაც სამშობლოს სიყვარულისთვის იხდიდნენ უდანაშაულო ადამიანები სასჯელს“- განაცხადა პირველი პრეზიდენტის ცოლმა.

 

წყარო: „მედია-ნიუსი“

ახალი ამბები