კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა წელს მოსახლეობის თითქმის მეათედს შედგენს

19 ნოემბერი, 2004

ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა წელს მოსახლეობის თითქმის მეათედს შედგენს

საქართველოდან ქვეყნის მოქალაქეების გადინება ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მიგრაციის კატასტროფული ზრდა და საქართველოს მოქალაქეების მასობრივი გადინება ქვეყნის საზღვრებს გარეთ ახლო წარსულში მომხდარი სამოქალაქო ომის შედეგად ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ და საზოგადოებაში უკიდურესმა სიდუხჭირემ განაპირობა. მაგრამ, რაც ყველაზე სამწუხაროა, მასობრივი მიგრაციისა და ემიგრირებული მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ვერც ახალი ხელისუფლების მიერ გახდა შესაძლებელი. პირიქით, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად 2004 წელს 9 თვის განმავლობაში საქართველოდან 378,2 ათასი მოქალაქე გავიდა, რაც 114,2 ათასი კაცით მეტია 2003 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ასევე დეპარტამენის მიერ ქვემოთ წარმოდგენილი სხვა სტატისტიკური მონაცემები ნათლად ასახავს საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობას მიგრაციის თვალსაზრისით.
 
მიუხედავად ხელისუფლების პირველი პირების გამოსვლებში გამოთქმული მოწოდებებისა   საქართველოში მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ და დაპირებებისა, რომ  ამისთვის ყველანაირ პირობებს შექმნიან და ხელს შეუწყობენ ამ პროცესებს, არსებული სიტუაცია და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული მონაცემები სულ სხვა ტიპის რეალობას ასახავენ. კერძოდ, ხელისუფლებას არამც თუ წლობის განმავლობაში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება, ბოლო წელიწადში მასობრივი მიგრაციის შემცირებაც კი ვერ შეძლეს. 2004 წელს 9 თვის განმავლობაში საქართველოდან 378,2 ათასი მოქალაქე გავიდა, რაც 114,2 ათასი კაცით მეტია 2003 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ხოლო საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში მოქალაქეთა მასობრივი გადინების ერთ-ერთ განმაპირობებელ მიზეზად კი, ბოლო წელს  უმუშევართა რაოდენობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა შეიძლება დასახელდეს, რასაც ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურში გატარებული რეფორმების დროს მასობრივი შემცირებებიც დაემატა.

საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,7 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის დსთ-ს ქვეყნებიდან - 23,0 პროცენტით, ხოლო საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებიდან - 11,1 პროცენტით.

მიმდინარე  წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 280,4 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნებიდან - 162,7 ათასი, ხოლო საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებიდან - 117,7 ათასი.

სტატისტიკის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციული რესურსებისა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ექსპერტთა ერთობლივი შეფასებით, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი (არარეზიდენტი) ვიზიტორებისა და შიდა ტურისტების მიერ ტრანსპორტის, სასტუმროების, რესტორნების, კავშირგაბმულობის და სხვა სახის მომსახურებაზე, ასევე სხვადასხვა საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯებით მიღებულმა ეკონომიკის მთლიანმა შემოსავლებმა 2004 წლის იანვარ-სექტემბერში 587,3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8,4 პროცენტს შეადგენს. 

წყარო: „ინტერ-პრესი“

ახალი ამბები