კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ხავერდოვანი რევოლუციის“ სისხლიანი ფურცელი

24 ნოემბერი, 2004

„ხავერდოვანი რევოლუციის“ სისხლიანი ფურცელი

„ვარდების რევოლუციის“ უსისხლობის პრეზუმფცია დაირღვა. მითი რევოლუციის უსისხლობის შესახებ ორი ქართველის სისხლითაა შეღებილი. 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს სწრაფი რეაგირების სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება „ჯტრ“ –ი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება და ორი მცირეწლოვანის დაზიანება გამოიწვია. რევოლუციის „უსისხლობის“ პროპაგანდის მიზნით ხელისუფლება არაფერს ამბობს „ვარდების რევოლუციის“ დროს დაღვრილ სისხლზე და დამნაშავეს ხელს აფარებს. წინა და ახალი ხელისუფლების საერთო სენი - ხელის დაფარება ძალოვანი უწყებების თანამშრომლებზე, უმოქმედობა საქმის გამოძიებასთან მიმართებაში და მუქარა დაზარალებულის მიმართ. შევარდნაძის ხელისუფლების ჩვეული „ხრიკი“ - საქმის გამოძიებისას წლების გაყვანა უწყებათა შორის წერილების მიწერ-მოწერის გზით სააკაშვილის ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო.

2003 წლის 22 ნოებერს, ვარდების რევოლუცის წინა დღეს ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის დასაცავად გამოსულმა ჯავშანტრანსპორტიორმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დავით საყვარელიძე და ეთერ წულიაშვილი „ბმვ“-ს მარკის იმ მსუბუქ ავტომანქანაში ისხდნენ, რომელსაც „ჯტრ“-ი შეეჯახა. ამ ავტოავარიის დროს, უშიშროების სამინისტროს სპეცოპერაციების ცენტრის კუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორი, რომელსაც ავთანდილ მამალაძე მართავდა, შეეჯახა „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანას, რომლის ექვსი მგზავრიდან ორი - დავით საყვარელიძე და ეთერ წულიაშვილი დაიღუპნენ, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები მძიმედ დაშავდნენ. როგორც ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის იურისტები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევა შემთხვევითი არ ყოფილა. იურისტი გიორგი თუმანიშვილის განმარტებით, ორივე სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს მოძრაობდა და აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჯავშანტრანსპორტის მიერ სრულიად კანონსაწინააღმდეგოდ გზის გადაკვეთის შედეგად. როგორც ეჭვმიტანილი და მოწმეები ამტკიცებენ, „ჯტრ“ არ გადასულა საპირისპირო მხარეს, არამედ სწრაფად მოძრავი „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი თავად წამოვიდა მათკენ და შეეჯახა ჯავშანტრანსპორტს, თუმცა როგორც ექპრტიზის დასკვნიდან ირკვევა, ავტომობილი „ბმვ“ აღნიშნული შემთხვევის დროს მთლიანად იმყოფებოდა თავისი სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს და რომ „მოცემულ ვითარებაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ შეიძლებოდა განვითარებულიყო ისე, როგორც მიუთითებენ თავის ჩვენებაში ეჭვმიტანილი ა. მამალაძე და მოწმეები...“

2003 წლის 22 ნოემბერს მომხდარ ავტოავარიას უშიშროების სამინისტრო იძიებს და როგორც დაღუპული დავით საყვარელიძის დედა მარიამ საყვარელიძე აცხადებს, მას დუმილის სანაცვლოდ ფინანსური დახმარება შესთავაზეს. მისივე თქმით, გარიგების გარდა, იყო ზეწოლა და მუქარა  იმ მოტივთ, რომ „მაინც ვერაფერს დაგვაკლებო“.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქათველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს უშიშროების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველის წერილებიც კი ვერაფერს ხდებიან, რათა მომკვლევმა ორგანოებმა შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები.

ახალი ამბები