კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების საწინააღმდეგო პროპაგანდა ქართველ პოლიციელებს იმიჯს ულახავს

17 დეკემბერი, 2004

წამების საწინააღმდეგო პროპაგანდა ქართველ პოლიციელებს იმიჯს ულახავს

ზეწოლის საბჭოური მეთოდები გრძელდება - წამების საწინააღმდეგო რეკლამების ტელევიზიით ჩვენება აიკრძალა

16 დეკემბრიდან წამების საწინააღმდეგო რეკლამების ტელევიზიით ჩვენება ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით აკრძალა. ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილების მიხედვით, რეკლამა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“  პროექტის ფარგლებში ემსახურებოდა საზოგადოებისათვის  წამების აკრძალვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, დროებით შეჩერებულია საქმის ვითარების გარკვევამდე. რეკლამებით იმიჯშელახული ხელისუფლება კი კვლავ საბჭოური მეთოდებით ცდილობს საზოგადოებაზე ზეწოლის განხორციელებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის მიხედვით, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილის საფუძველზე მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული რეკლამა არღვევს პოლიციელთა უფლებებს და ლახავს მათ იმიჯსა და ღირსებას.

აღნიშნული რეკლამის მიზანი იყო საზოგადოებისათვის და პოლიციელთათვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანთა წამება კანონით აკრძალულია და რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს შესაბამისი მუხლი (სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლი), რომელიც ითვალისწინებს დამნაშავის დასჯას 4-დან 10 წლამდე.

რეკლამა, რომელიც მოულოდნელად შეურაცხმყოფელი და მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა და თითქმის წელიწადია რაც ეთერში გადის. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეკლამის თანხა პროექტის მიმდინარეობის ბოლომდე - თებერვლამდე იყო ჩარიცხული, ხოლო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ რეკლამის „დროებით შეჩერება“, არცთუ ისე მოკლე დროს შეიძლება ეხებოდეს. ნანა კაკაბაძის თქმით, ყოველივე მიზანმიმართულად ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან, რადგან ტელევიზიები ამ რეკლამის გამო ზეწოლას დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ - იყო არაერთი ზარი თუ არაოფიციალური მიმართვა, რათა აღნიშნული რეკლამის გაშვებაზე თავად ტელევიზიებს ეთქვათ უარი. წამების საწინააღმდეგო რეკლამა ტელეკომპანია „იმედსა“ და „კავკასიაზე“ გადიოდა, ხოლო როგორც კაკაბაძე აცხადებს, პირველმა არხმა თავი შეიკავა აღნიშნული რეკლამის ეთერში გაშვებისგან.

როგორც ნანა კაკაბაძემ განგვიცხადა, იგი გეგმავს ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრას აღნიშნული საკითხის განსახილველად და გასარკვევად. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოიყენებს არსებულ იურიდიულ მექანიზმებს და გააგრძელებს ბრძოლას რეკლამის აღდგენისათვის.

ახალი ამბები