01:18, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

PACE: საქართველოს მიერ ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულება

11.01.2005

PACE: საქართველოს მიერ ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულება

ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტი (მონიტორინგის კომიტეტი)

 

პირობითი ვერსია

AS/Mon (2004)45
2004 წლის 15 დეკემბერი

მომხსენებლები: მათიას იორში, უნგრეთი, ლიბერალური დემოკრატიისა და რეფორმათა ჯგუფი, ევგენი კირილოვი, ბულგარეთი, სოციალისტური ჯგუფი
წინასწარი ანგარიში წინასწარი რეზოლუცია

I. წინასწარი რეზოლუცია


1.ახალი მთავრობის სათავეში მოსვლის ერთი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ავლენს მტკიცე გადაწყვეტილებას გაატაროს პოლიტიკური, იურიდიული, სოციალური და ეკონომიკური რეფორმები. იგი ჯერაც სარგებლობს მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. ხელისუფლების პოზიტიური მიღწევებიდან აღსანიშნავია აჭარის რეგიონის მშვიდობიანი რეინტეგრაცია, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს და უფრო მეტადაც გაზარდოს რეფორმათა რაოდენობა და მათი ძალა ევროსაბჭოს სტანდარტებისა და პრინციპების მიხედვით.

2.ხელისუფლების მხრიდან რეფორმების გატარება ხორციელდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული არასტაბილური სიტუაციის ფონზე. მომხსენებლებს კარგად ესმით ის პრობლემები, რასაც აწყდებიან ხელისუფალნი ამ რეგიონებში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო. ისინი საქართველოს ხელმძღვანელობისგან მოითხოვენ შეინარჩუნონ თავშეკავებული მიდგომა და განაგრძონ მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების ძიება. წარმატებული, ღია, ტოლერანტული და დემოკრატიული საქართველო საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს ის დაძაბული მდგომარეობა, რომელიც არსებობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში და აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა.

3.წევრი სახელმწიფოს ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება საქართველოს დაეხმარება გააძლიეროს სტაბილურობა და დემოკრატიული უსაფრთხოება. არსებული ვალდებულებების ნუსხა შეიცავს აგრეთვე იმასაც, რომელიც დაკავშირებულია ყველა იმ პრობლემასთან, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო - კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვა და უმცირესობათა უფლებები, იურიდიული რეფორმები თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენის მცდელობა. 

4.2004 წლის იანვარში მიღებული 1363 რეზოლუციით, ასამბლეა შეთანხმდა ხელახლა განეხილათ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მიმართ აღებული ვალდებულებების ვადების საკითხი, როგორც ნიშანი გაგებისა და მხარდაჭერისა ახალი მთავრობის მიმართ. აღნიშნული ვადები ჩამოთვლილია მე-8 პარაგრაფში. დასაწყისშივე ნათლად უნდა აღინიშნოს, რომ აღარ იქნება შემდგომი მოლაპარაკებები და ვადის გაგრძელება, და რომ ასამბლეა საქართველოს მთავრობისაგან მოელის, რომ სრულყოფილად და თავის დროზე შეასრულებენ დაპირებებს.

5.წინა მთავრობის დროს საქართველოში კორუფციისა და უკანონობის ზრდამ გამოიწვია - ვარდების რევოლუცია. პოსტ-რევოლუციური სიტუაცია არ უნდა გახდეს თავის გასამართლებელი საშუალება გაუაზრებელი, სწრაფი გადაწყვეტილებებისა ასევე დემოკრატიული და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უარყოფისათვის. 

6.ვარდების რევოლუციამ და მას მოყოლებულმა ორმა არჩევნებმა გამოიწვია ძალზედ ძლევამოსილი მთავრობის შექმნა, რომელიც შესაძლოა არის ძალაუფელების მქონე ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების დაკითხებში. დღესდღეობით საქართველოს აქვს ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემა, სადაც პრეზიდენტს გააჩნია დიდი ძალაუფლება, ძირითადად არ არსებობს საპარლამენტო ოპოზიცია, ჰყავს სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, ასევე იურიდიული სისტემა, რომელიც ჯერ-ჯერობით არ არის მნიშვნელოვნად თავისუფალი და ქმედითი, განუვითარებელი ან საერთოდ არარსებული ადგილობრივი დემოკრატია, თვით-ცენზურირებული მედია და ავტონომიის არაადექვატური მოდელი აჭარაში.

7.ამიტომ ასამბლეა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვს, რომ შეიქმნას ისეთი პირობები, სადაც ამოქმედდება დემოკრატიული ბალანსის ძლიერი და ეფექტური სისტემა. მათ უნდა ჰქონდეთ პოზიტიური დამოკიდებულება დიალოგთან და მიიღონ რჩევები და ჩაერთონ საზოგადოებრივ დისკუსიებში. ამჟამინდელი მდგომარეობით, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა წარმატებული რეფორმებისათვის.

8.საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, ასამბლეამ ჩამოაყალიბა ვალდებულებების შესრულების ვადები და მოითხოვს საქართველოსგან რომ:

i.ევროპის საბჭოს კონვენციასთან დაკავშირებით:

ა) 2005 წლის სექტემბრამდე ხელი მოაწერონ და რატიფიკაცია მოახდინონ რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპულ ქარტიას და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ევროპული კონვენციას;

ბ) 2005 წლის სექტემბრამდე რატიფიკაცია მოახდინონ გადასინჯული ევროპის სოციალური ქარტიისა და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის ჩარჩო-კონვენცია.

ii. საკონსტიტუციო საკითხებთან მიმართებაში:

ა) მოახდინონ მეორე საპარლამენტო პალატის შექმნა სახელმწიფო დონეზე ავტონომიური რეგიონებიდან წარმომადგენლების უზრუნველსაყოფად.

ბ) დაუყოვნებლად მოხდეს გადასინჯვა აჭარის ახლადმიღებული ავტონომიური მოდელისა ვენეციის კომისიის შეხედულების გათვალისწინებით;

iii. მესხ მოსახლეობასთან დაკავშირებით - ყოველგვარი დაყოვნების გარეშე შეიქმნას იურიდიული, ადმინისტრაციული და პოლიტიკური პირობები მათი რეპატრიაციის პროცესის დასაწყებად.

iv. 1990-1994 წლების კონფლიქტებთან დაკავშირებით:

ა) შეიქმნას იურიდიული ჩარჩო, რათა მოხდეს რესტიტუცია საკუთრებისა და საიჯარო უფლებებისა ანდა განხორციელდეს ამ კონფლიქტების დროს დაკარგული ქონების კომპენსაცია 2005 წლის სექტემბრამდე;

ბ) უზრუნველყოს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები სარგებლობდნენ თანასწორი უფლებებით დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება დასაქმებასა და ბინადრობას.

v. ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ - დროულად დასრულდეს ტერიტორიული და ადმინისტრაციული რეფორმა მომდევნო ადგილობრივ არჩევნებამდე და უზრუნველყოფილ იქნეს მისი ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან შესაბამისად, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მერის არჩევას.

vi. პოლიციისა და სასამართლოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით:

ა) დასრულდეს სასამართლო სისტემის რეფორმა, სახალხო პროკურატურისა და პოლიციის, ევრო საბჭოს სტანდარტების მკაცრ შესაბამისობაში და ევრო საბჭოს ექსპერტებთან ახლო თანამშრომლობით;

ბ) წარმოადგინოს იუსტიციის საბჭოს შემდგომი რეფორმები, რათა არ მოხდეს აღმასრულებლის უადგილო ჩარევა იუსტიციის ადმინისტრაციაში.

vii. კორუფციასთან ბრძოლის მხრივ - გაძლიერდეს ბრძოლა ამ ფენომენის აღმოსაფხვრელად გრძელვადიანი სტრუქტურული ზომების მიღების საშუალებით, GRECO- ს რეკომენდაციების გათვალისწინებითა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სრული დაცვით.

viii. ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით:

ა) კრიტიკულად იქნეს გადასინჯული არსებული პრაქტიკა „სასამართლო გარიგებასთან“ დაკავშირებით, რომელიც, ახლანდელი ფორმით, ერთის მხრივ, საშუალებას აძლევს ბრალდებულს დანაშაულის გამოსასყიდის მეშვეობით თავი დააღწიოს ციხიდან;

ბ)  მიღებულ იქნეს სასწრაფო ზომები, რათა შემსუბუქდეს ციხეებში არსებული გადატვირთული რაოდენობა და მდგომარეობა, რაშიც ასევე იგულისხმება ამნისტია ზოგი მეტად მძიმე კატეგორიის პატიმრებისათვის, როგორიცაა ავადმყოფი, ახალგაზრდა და არასრულწლოვანი პატიმრები;

გ) აღმოიფხვრას „ძალადობის კულტურა“, რომელიც ჯერაც გრძელდება საქართველოს ციხეებსა და წინასწარი დაკავების საკნებში.

დ) სასწრაფოდ აღმოიფხვრას ძალადობის ნებისმიერი ფორმა.

9. ასამბლეა აცხდებს, რომ საქართველოსათვის ვადების ხელახალი განხილვის გადაწყვეტილება, რომელიც 2004 წლის იანვარში იქნა მიღებული, გამოიწვია ქვეყანაში მომხდარმა ექსტრაორდინალურმა გარემოებებმა.

10) დემოკრატიული ბალანსის სისტემის კონსოლიდაციისათვის ასამბლეა საქართველოს მთავრობისგან ითხოვს გადახედონ 2004 წლის თებერვლის კონსტიტუციურ ცვლილებებს ვენეციის კომისიის შეხედულების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პრეზიდენტის გაზრდილ ძალაუფლებას.

11) ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, რომ გააძლიეროს მშვიდობიანი ძალისხმევა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების გადასაჭრელად. ამავდროულად, იგი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გამოიყენოს თავისი ძლიერი გავლენა, რათა მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ძალისხმევას და დაეხმაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ასამბლეა მიესალმება ორმხრივ საპარლამენტო დიალოგს რუსეთსა და საქართველოს ხელისუფალთ შორის.

12) ასამბლეამ გადაწყვიტა გააგრძელოს მონიტორინგი და 2005 წლის სექტემბერში შეამოწმოს თუ როგორ ახდენს საქართველო ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC