კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს „სამშვიდობო“ როლი ერაყში

21 თებერვალი, 2005

საქართველოს „სამშვიდობო“ როლი ერაყში

ერაყის ომში საქართველოს აქტიურმა მონაწილეობამ და ერაყში ქართველი სამშვიდობო კონტინგენტის მნიშვნელოვანმა ზრდამ, შესაძლებელია სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს ქვეყნის უსაფრთხოების მხრივ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ არაერთხელ გამოსულა ერაყში ომის დაწყების წინააღმდეგ სამშვიდობო აქციებით. ცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნი უჩა ნანუაშვილი ამჟამადაც მიიჩნევს, რომ ქართულ სამშვიდობოთა კონტინგენტის ზრდა და ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკა, ქვეყნისთვის დესტრუქციულ შედეგებს გამოიწვევს მომავალში. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ერაყში „სამშვიდობო მისიით“ გაგზავნილ სამხედროთა რაოდენობა ახალმა ხელისუფლებამ 850-მდე გაზარდა. საყურადღებოა აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ერაყში წასული ქართველი სამხედროები ანაზღაურების მხრივ არათანასწორ პირობებში აღმოჩნდნენ და გარდა იმისა, რომ ამერიკელი სამხედროებისაგან განსხვავებით ისინი მხოლოდ 600 დოლარს იღებენ ხელფასის სახით, ჩვენი ინფორმაციით, მათთვის ამ თანხის გადახდაც კი მნიშვნელოვნად ფერხდება.

საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ქვეყნის სამხედრო სამსახურის დაფინანსება და ჯარის გაძლიერება წარმოადგენს. ბოლო წლის განმავლობაში ინტენსიურად ხორციელდებოდა ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქართველი ჯარისკაცების სამხედრო მომზადება და მათი შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგება. ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით გაწვრთნილი ქართველი ჯარისკაცების უმრავლესობა „სამშვიდობო მისიით“ იგზავნებიან ერაყში, სადაც მათ ძირითად მისიას რეგიონში „მშვიდობისა და სტაბილურობის“ შენარჩუნება წარმოადგენს. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ერაყში დამატებითი საჯარისო შენაერთის გაგზავნის შესახებ და ქართველ სამშვიდობოთა კონტინგენტის შემადგენლობა 159-დან 850-მდე გაიზარდა.

ერაყში დაწყებულ ომს მთელი ცივილიზებული სამყარო გამოეხმაურა და ომის წინააღმდეგი გამოვიდა. პროტესტის ნიშნად იმართებოდა მილიონიანი აქციები ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ერაყში ომის დაწყების წინააღმდეგ პროტესტი საქართველოში არაერთმა ადამიანმა გამოხატა სამშვიდობო აქციებით. აქციათა სერიის ერთ-ერთი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ეს არის სამარცხვინო ომი ნავთობისთვის.

ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ერაყის ომში საქართველოს მონაწილეობით ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხის წინაშე აყენებს, რადგან არსებობს ძალიან დიდი საშიშროება, რომ საქართველოში ტერორისტული აქტები განხოციელდეს. „საქართველოში უსაფრთხოების სისტემა თითქმის არ არსებობს და ხელისუფლებას არ გააჩნია შორსმიმავალი და შორსმჭვრეტელი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება მოყვეს ასეთ აქტიურ დახმარებას ამ ომში“,- აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და დაამატა, რომ „თუნდაც ის ფაქტი, რომ  ამერიკელების მიერ მომზადებული 2500 კომანდოსიდან 850 უნდა გაიგზავნოს ერაყში „სამშვიდობო მისიით“ ცხადყოფს, რომ ამერიკა თავისთვის ამზადებს მათ, რაც ნაკლებად ჰგავს დახმარებას“.

ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციის თანახმად, ქართველი სამშვიდობოები ამერიკელ სამხედროებთან ანაზღაურების თვალსაზრისით არათანასწორ პირობებში იმყოფებიან: „რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი ყოველი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ერაყში მიდის, ხელფასის სახით 600 აშშ დოლარს იღებს და ჩემი ინფორმაციით, იმ მცირე თანხასაც საქართველოს ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში დროულად არ უხდის,  ხოლო იგივე სამუშაოს ამერიკელი ჯარისკაცი რამოდენიმე ათას დოლარად ასრულებს. საზოგადოების მხრიდან აღნიშნული საკითხები მძაფრ რეაგირებას საჭიროებს, რაც სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა რჩება და ხელისუფლება და მედია არანაირ ყურადღებს არ უთმობს ამ საკითხებს”.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები