კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ახალი წესები ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს

23 თებერვალი, 2005

პრეზიდენტის ახალი წესები  ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს

 

პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტებისათვის შეზღუდვები წესდება და კანცელარიის პირველ სართულზე მედიის წარმომადგენელთათვის გადაღებებისა და კომენტარების აღება იკრძალება. ჟურნალისტები თვლიან, რომ მსგავსი დაგაწყვეტილება მათ მუშაობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს და საზოგადოებისთვის საინტერესო და კულუარული ინფორმაციის შეგროვება, ამგვარი წესების შემოღებით, მნიშვნელოვნად გართულდება. ასევე ჟურნალისტები სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ მინისტრთა პრეს-სპიკერების მეშვეობით.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო კანცელარიაში აკრედიტირებულ ჟურნალისტებს აეკრძალათ კანცელარიის პირველ სართულზე მუშაობა, მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის და, პირველ რიგში, თავად მედიის წარმომადგენელთათვის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეტილება გამიზნული იყო იმისკენ, რომ ცივილურ ფორმაში განხორციელებულიყო ინფორმაციის შეგროვების პროცესი და ამგვარი გადაწყვეტილება არ შეზღუდავს და ხელს არ შეუშლის ჟურნალისტების თავისუფალ მუშაობას. ახალი წესების თანახმად, მედიის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილ ოთახში ჟურნალისტები ინფორმაციას პრეს-სპიკერების მეშვეობით მიიღებენ.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი თეა ადეიშვილი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის მოპოვების ის ფორმა, რომელიც არსებობდა აქამდე გარკვეულწილად მიუღებელი იყო და ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ამგვარი გადაწყვეტილება არ ჩაითვლებოდა ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვის მცდელობად, მაგრამ საქართველოში, სადაც ინფორმაცია ხშირად იბლოკება, ამგვარი შეზღუდვა გარკვეული დოზით შეამცირებს ინფორმაციის მოპოვების სახისხსა და მის ოპერატიულად მიწოდებას საზოგადოებამდე.

მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებებისა, რომ ინფორმაციის საჯაროობა დაცული იქნება და ჟურნალისტებს ინფორმაცია კანცელარიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულად მიეწოდებათ, გუშინ, ახალი წესების ქვეშ მომუშავე მედიის წარმომადგენლები ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით შეზღუდვებზე საუბრობდნენ. ასევე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ მთელი დღის განმავლობაში კონტროლირდებოდა კანცელარიის შენობაში ჟურნალისტთა გადაადგილება.

აქვე ურიგო არ იქნებოდა გაგვეხსენებინა, რომ პრეზიდენტის, როგორც რევოლუციური ლიდერის, განცხადებებში ყოველთვის სჭარბობდა სიტყვის თავისუფლების დაცვისა და  დამოუკიდებელი მედიის  განვითარების მხარდაჭერის შეპირებები, თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მათი შესრულება ეჭვის ქვეშ დგას. მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩეულ დემოკრატიისაკენ მიმავალ გზას საფრთხე ემუქრება, რადგან იზღუდება იმ საზოგადოებრივი ინსტიტუტის მუშაობა, რომელსაც საჯარო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით შუამავალის ფუნქცია აკისრია საჯარო ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.

ნინო ბესტავაშვილი

 

ახალი ამბები