კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში

2 მარტი, 2005

საქართველო
(ანგარიშის მოკლე ანოტაცია)

საქართველო არის რესპუბლიკა, რომლის კონსტიტუცია უზრუნველყოფს ძლიერ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ანგარიშს აბარებს პრეზიდენტს. პრეზიდენტი ასახელებს მინისტრებს პარლამენტთან შეთანხმებით. საპარლამენტო არჩევნები 2003 წლის ნოემბერში დაგვირგვინდა სერიოზული დარღვევებით, რომელსაც მოჰყვა ქუჩის მასობრივი პროტესტები. 2003 წლის 23 ნოემბერს შევარდნაძის პრეზიდენტობიდან გადადგომა იყო კულმინაცია მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი „ვარდების რევოლუციისა“. ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 4 იანვარს და ოპოზიციის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა 90-ზე მეტი პროცენტით. ახალი საპრლამენტო არჩევნები ჩატარდა მარტში და სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობის ადგილი მოიპოვა.

სამოქალაქო და სეპარატისტულმა ომებმა ადრეული 1990 წლიდან ბოლო მოუღო ცენტრალურ სამთავრობო ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამავე დროს დაასუსტა ცენტრალური ხელისუფლება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვეყნის სხვა კუთხეებში. კონსტიტუცია უზრუნველყოფს დამოუკიდებელ იურისპრუდენციას, მაგრამ სწორედ მოსამართლეები წარმოადგენდნენ აღმასრულებელი ორგანოს ზეწოლისა და კორუფციის საგანს.

შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები გაერთიანდნენ დეკემბერში და ჩამოყალიბდნენ როგორც პოლიციისა და სახალხო უსაფრთხოების სამინისტროდ. ამ სამინისტროს გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად აქვს პირდაპირი ვალდებულება კანონის ზემოქმედების წინაშე. შინაგანი უწესრიგობისა და არეულობის დროს მთავრობას შეუძლია, მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან შეიარაღებულ ძალებს. სამოქალაქო ხელისუფლებამ ძირითადად შეძლო, გაეწია ეფექტური კონტროლი უშიშროების ძალებისათვის, თუმცა, იყო შემთხვევები, როცა უშიშროების ძალები მოქმედებდნენ სამთავრობო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად.

უშიშროების ძალების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჩაიდინა ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები.

ქვეყნის, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 4,4 მილიონს შეადგენს, ჰქონდა საბაზრო ეკონომიკა ფართო აგრარული სექტორით. საშინაო პროდუქტის მოცულობის ზრდა წლის განმავლობაში შეადგენდა 8,4 პროცენტს. ხელფასები ვერ უსწრებდა ინფლაციის ტემპს. თუმცა კორუფციამ მოახდინა დიდი გავლენა ეკონომიკაზე, მთავრობამ წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგა. პირველი წლების განმავლობაში სახელმწიფო ხელფასები და პენსიები გაიცა დროულად და ძველმა ჩინოვნიკებმა დაიწყეს სამსახურიდან გადადგომა. ყველაფერი ეს მოხდა ეკონომიკური რეფორმისა და ანტიკორუფციული პროგრამის შედეგად.

მთავრობის მიღწევები ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ისევ მწირია. იმის მიუხედავად, რომ შეინიშნება წარმატება ზოგიერთ დარგში, სერიოზული პრობლემები ისევ რჩება გადასაჭრელი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიციის სისასტიკე ისევ გრძელდება და ზოგიერთ ადგილას გაიზარდა კიდეც. იურიდიული ორგანოს ოფიცრები განაგრძობენ წინასწარ პატიმრობაში აყვანილთა წამებას, ცემას თუ სხვადასხვა ძალადობას. კორუფცია საკანონმდებლო ორგანიზაციებში შემცირდა, თუმცა ისევ პრობლემას წარმოადგენს. დაუსაბუთებელი დაჭერები და დაკავებები რჩება მოსაგვარებელ პრობლემად, ისევე როგორც საერთო უპასუხისმგებლობა. იურისპრუდენციის სისტემა განიცდის სრული დამოუკიდებლობის ნაკლებობას. აღმასრულებელი ორგანო და პროკურორების ოფისები განაგრძობენ მომეტებულ ზეგავლენას მოსამართლეებზე. ისევ არსებობს უსაშველოდ გაჭიმული საქმეები. დაუმთავრებელი წინასწარი გამოძიების პროცესები რჩება პრობლემად.

საკანონმდებლო სააგენტო და სხვა სამთავრობო ორგანიზაციები ხანდახან უხეშად ერევიან მოქალაქეთა პირად უფლებებში. პრესა ძირითადად თავისუფალია, თუმცა ჟურნალისტები მისდევენ უფრო მეტ თვითცენზურას. წლის დასაწყისში უშიშროების ძალებმა დაარბიეს რამდენიმე მშვიდობიანი მოძრაობა და მონაწილეები აიყვანეს წინასწარ პატიმრობაში. იმ დროს, როცა ძალადობა რელიგიური უმცირესობათა მიმართ შემცირდა, სამთავრობო პირები განაგრძობენ ზოგიერთი რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაციასა და შეურაცხყოფას. ძალადობა ქალთა მიმართ წარმოადგენდა პრობლემას. ტრეფიკინგის გამოყენება იძულებითი სამუშაო ძალისთვის და სექსუალური ექსპლუატაცია არის მოსაგვარებელი პრობლემა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ იანვრის საპრეზიდენტო და მარტის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს წინა არჩევნებთან შედარებით. ამ არჩევნებმა ქვეყანა დაუახლოვა საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა, რამდენიმე დარღვევა მაინც შეიმჩნეოდა. წინა წლებთან განსხვავებით, რელიგიურ უმცირესობათა შეურაცხყოფისა და ძალადობის ნაკლები შემთხვევა იყო. მნიშვნელივნად შემცირდა პოლიციის მიერ ქრთამის აღება პოლიციელთა გადასინჯვისა და ტრადიციული საგზაო პოლიციის გაუქმების ხარჯზე.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საშინაო კონფლიქტი რჩება მოსაგვარებელი. ცეცხლის შეწყვეტა იყო ორივე ადგილას, მაგრამ ოსეთში ძალადობის შემთხვევები მაინც შეინიშნა. ეს კონფლიქტები და პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთიდან დაახლოებით 230 000 იძულებით გადაადგილებულ პირთან, სმხრეთ ოსეთიდან 12200 იძულებით გადაადგილებულ პირთან და ჩეჩნეთიდან 2600 ლტოლვილთან, წარმოადგენს არსებულ საშიშროებას ეროვნული სტაბილიზაციისთვის.

ანგარიშის სრული ვერსია საქართველოს შესახებ

ახალი ამბები