კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში დანაშაულთა რაოდენობა გაიზარდა

11 მარტი, 2005

საქართველოში დანაშაულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში სამართალდამცავ სისტემაში პოსტრევოლუციური ხელისუფლების მიერ დაწყებული სტრუქტურული და საკადრო რეფორმა, რომლის მიზანი სამართალდამცავი სისტემის სრულყოფა, გაუმჯობესება, დანაშაულის მინიმუმამდე შემცირება, საზოგადოების ნდობის აღდგენა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო, უნდა წარმოადგენდეს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოების სტაბილური განვითარების გარანტიას. თუმცა, სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ  ამ სფეროში რეფორმა წარმატებით ხორციელდება და ქვეყანაში საზოგადოება დაცულია კრიმინალურ დაჯგუფებათა თავდასხმისაგან.

სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითად ფუნქციას  საზოგადოების უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფო ვერ ახერხებს ამ ფუნქციის განხორციელებას და სამართალდამცავი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დამყარებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დიდ წარმატებებზე საუბრობს ამ სფეროში და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ქვეყანაში დანაშაული შემცირდა, შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები სულ სხვა სიტუაციას ასახავენ, ხელისუფლება კი სრულ იგნორირებას უკეთებს ამ ფაქტებს. 

არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცილაური მონაცემები, რომლის თანამად, საქართველოში დანაშაული კატასტროფულად გაიზარდა და არსებული სტატისტიკური მონაცემები რეალურად საგანგაშოა. პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელსაც ხელთ აქვს ეს მონაცემები, არაერთხელ განაცხადა ბეჭდვითი მედიის საშუალებით, რომ ქვეყანაში დანაშაულთა რიცხვი ერთი ორად გაიზარდა და რომ ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს ამაზე.

როგორც ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული შს სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული დანაშაულის რაოდენობა 4893-ით გაიზარდა. ანუ  წინა წელთა შედარებით დანაშაული 95%-ით გაიზარდა. თუ შარშან დანაშაულის ჩადენის 5154 შემთხვევა იყო, წელს არის -10 047 შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად წესრიგი დედაქალაქში უნდა იყო დაცული, როგორც ბატონი პაატა აცხადებს, თბილისში ერთი წლის წინ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის 1849 შემთხვევა იყო, ხოლო წელს ეს ციფრი საგრძნობლად გაიზარდა ანუ დანაშაულთა რაოდენობა 3 938- ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულმა 114%-ით მოიმატა. თბილისში მძიმე დანაშაულის 1761 შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელს, ხოლო ამჟამად 3449 გახდა. ოფიცილაური მონაცემების თანახმად, წელს აღრიცხულია 17833 დანაშაული ე.ი. საერთო რაოდენობა 7 000-ით გაიზარდა. 

„ქვეყანაში დანაშაულთა რაოდენობის ზრდა რამოდენიმე ფაქტორმა განაპირობა - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი - პირველ რიგში, კრიმინალები ხელისუფლებასთან შეკრულები აღარ არიან, რაც თავისთავად კარგი ნიშანია. მეორე, რეფორმების შედეგად, სამართალდამცავი ორგანოებიდან დათხოვილ იქნა 16-17 ათასი ადამიანი, ხოლო ახალ კადრებს არ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. ხოლო რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს არის ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულება და იგნორირება შს სამინისტროს მონაცემებისა.“ 

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები