კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?

16 მარტი, 2005

უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?


რატომ ხდება დამოუკიდებელი ექსპერტი და მედია მუქარის მსხვერპლი

პრემიერ- მინისტრის ზურაბ ჟვანიას ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების შესახებ კვლავ არაერთი კითხვა რჩება უპასუხოდ. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, გამოძიებაზე ზეწოლაა და თავისუფალი აზრის გამოხატვა ამ საკითხზე იზღუდება. ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ალტერნატიული აზრის გამოხატვისათვის მუქარის ობიექტი გახდა როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, ასევე ტელეომპანია „მზე“, რომელმაც პირდაპირი ეთერი დაუთმო დამოუკიდებელ ექსპერტს საზოგადოებისათვის კომპეტენტური აზრის მისაწოდებლად ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ვერსიებთან დაკავაშირებით. აღნიშნული მუქარების გამო ექსპერტმა ქალაქში გადაადგილების არეალი შეზღუდა, ხოლო ტელეკომპანია „მზის“ თანამშრომლები კომენტარისაგან თავს იკავებენ.

ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემაში „არჩევანის ზღვარზე“ ნიკოლეიშვილის კრიტიკის საგანი გახდა ის განცხადებები და დასკვნები, რომელიც გააკეთეს ქვეყნის პირველმა პირებმა და სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტებმა, რომლებმაც  მომწამლავი ნივთიერების კონცენტრაციის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გაავრცელეს.

გადაცემის ეთერში გაშუქების შემდეგ მაია ნიკოლეიშვილსა და ტელეკომპანია „მზეს“ მუქარის ზარები არ ასცდა. როგორც ექსპერტი აცხადებს, მის მიმართ იყო მუქარების ზარები, სადაც მას ურჩევდნენ თავი დაენებებინა ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე საუბარს. აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მით უმეტეს პროფესიულისა საქართველოში ბოლო დროს კიდევ უფრო ინტენსიურად იჩენს თავს.

3 თებერვალს საინფორმაციო-ანალიტიკურ პროექტში „არჩევანის ზღვარზე“ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მონაწილეობის მიღების შემდეგ, გადაცემა ეთერში განმეორებით არ გასულა. გადაცემის ჩანაწერი გარკვეულმა სამსახურებმა ამოიღეს, ხოლო დამოუკიდებელ ექსპერტს დაემუქრნენ.

გადაცემაში „არჩევანის ზღვარზე“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ისაუბრა ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გამო მიმდინარე გამოძიების ვერსიებსა და რეალურ ფაქტებს შორის შეუსაბამობაზე. ჩვენთან საუბარში ქ-მა მაიამ აღნიშნა ის გარემოებები, რამაც გამოიწვია მის მიმართ მუქარის ზარები და მიუთითა იმ ზეწოლაზე, რაც  ხორციელდება გამოძიებაზე: „გადაცემაში „არჩევანის ზღვარზე“ გავაკრიტიკე ის, თუ რატომ იყო მიწოდებული ოფიციალური პირის მიერ მხოლოდ ერთადერთი ვერსია. გამოძიებაში ასეთი რამ დაუშვებელია, ეს გარკვეულ მითითებას ნიშნავს და თავისთავად საკითხის ასე დაყენება არასწორია. გადაცემაში საუბრისას ოპონირება მოვახდინეთ ექსპერტიზის ცენტრის პასუხებზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ 20%-ია ლეტალური კონცენტრაცია, ხოლო შემდეგ მონაცემები შეცვალეს. სწორედ ეს იყო ოპონირების ძირითადი მიზეზი. რადგან ექსპერტიზაში უშუალო მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ არგუმენტები არ მქონდა, ხოლო ექსპერტიზაში არ მონაწილეობა ჩავთვალე პროცესების დახურვად. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მე არ მახსოვს, რომ ასეთი დახურული პროცესები ყოფილიყოს“,-განგვიცხადა ქალბატონმა მაია ნიკოლეიშვილმა.

- როგორ ფიქრობთ რის დამალვას ცდილობს ხელისუფლება?

- ახალი არ არის არავისთვის, რომ მე ერთი წლის განმავლობაში მთლიანად პრეზიდენტ სააკაშვილის საკადრო პოლიტიკას ვაკრიტიკებ. საკმაოდ ბევრი მითქვამს მათ არაპროფესიონალიზმზე. ერთგულება კარგია, მაგრამ არაპროფესიონალიზმი ძალიან ცუდი. ჯობია ადამიანი თავისი საქმის ერთგული იყოს, ვიდრე პირადად პრეზიდენტის ერთგული, რადგან თავისი საქმის ერთგული პროფესიონალი საქმეს არ უღალატებს. მე პიროვნულად არავის არ ვეხები, მაგრამ საკადრო პოლიტიკაში მეგობრობის ნიშნით კადრების დაკომპლექტება დამღუპველია ქვეყნისთვის, რისი არა ერთი შედეგი გვქონდა მთელი წლის მანძილზე და ეხლაც ეს გრძელდება. დავუშვათ ჟვანიას გარდაცვალების ვერსიის გამოცხადება არაპროფესიონალიზმის შედეგი იყო, მაგრამ ამდენი შეცდომის დაშვება, პროცესების ასეთი დახურვა ამ შემთხვევაში უკვე ზედმეტი იყო. ეს არ არის მარტო ერთი ადამიანის სიკვდილი. ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი და უბედური შემთხვევით გარდაიცვალა ეს იმას ნიშნავს, რომ საჯარო მოხელეები, მაღალჩინოსნები აბსოლუტურად დაუცველები არიან და ქვეყანაში დაცვის სისტემა  საერთოდ არ არსებობს, რაც უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ ხვალ შეიძლება კიდევ რაღაც უბედურება მოხდეს. უბედური შემთხვევით შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქე გარდაიცვალოს, მაგრამ ასეთი დონის დაცულ პერსონას ასეთი რამ არ უნდა შეემთხვას. და თუ ეს მოუწყვეს ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ ეს სერიოზული პოლიტიკური საფრთხეა, რომელიც ხვალ-ზეგ სხვანაირად იჩენს თავს.

-გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ თქვენს მიმართ განხორციელდა ზეწოლა, ადასტურებთ თუ არა ამას და რა სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი?

-დიახ, გადაცემის გაშუქების შემდეგ იყო რამოდენიმე მუქარის ზარები, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევზღუდე ქალაქში გადაადგილების არეალი. ამჟამად, მუქარები შეწყდა.   

ახალი ამბები