კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქციებით მოსული ხელისუფლება აქციების წინააღმდეგ

18 მარტი, 2005

აქციებით მოსული ხელისუფლება აქციების წინააღმდეგ

შიმშილობა - სტუდენტების უკიდურესი საშუალება სამართლიანობის მისაღწევად

სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტთა აქცია, რომელიც პარლამენტთან აგერ უკვე რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს, საქართველოში საყოველთაო განსჯის საგნადაა ქცეული. ხელისუფლება, რომელიც სწორედ აქციების შედეგადაა მოსული, არამც თუ არ ეთანხმება და აკმაყოფილებს გაფიცულთა მოთხოვნებს უფრო მეტიც, აქციას ძალისმიერი მეთოდებით არბევს. განათლების მინისტრი კი კომპრომისზე წასვლას მაინც არ აპირებს და სტუდენტებს ქუჩაში დგომის ნაცვლად  გამოცდებისთვის მომზადებას ურჩევს. სტუდენტები დათმობას არ აპირებენ და უვადო შიმშილობას აცხადებენ. ისინი კოლეჯის შენობაში შიმშილობენ და ამჯერად პრეზიდენტ საააშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

საერთაშორისო ნორმების თანახმად, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სტუდენტებსაც, აქვთ მინიჭებული მანიფესტაციებისა და შეკრების უფლება. ხელისუფლება კი, რომელიც სათავეში სწორედ მსგავსი აქციებით მოვიდა და რომლისთვისაც თავის დროზე ამის უფლება არავის შეუზღუდავს, დღეს თავად ახდენს ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებას პრობლემის გადასაჭრელად. მშვიდობიანი დემონსტრაციების ვანდალური დარბევა, რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, მოახდინოს ადამიანის უფლებათა ტოტალური უგულებელყოფა და საზოგადოებაში შექმნას ძალადობისა და ტერორის ატმოსფერო. ხელისუფლების წარმომადგენელნი კი სიამაყით აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიცია კვლავაც გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას და არ დაუშვებს  ქალაქში კარვების გაშლას. აღნიშნული განცხადება გააკეთა შს მინისტრის მოადგილემ ბიძინა ბრეგაძემ 15 მარტს გამართულ ბრიფინგზე. ხოლო სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აღნიშნულ ქმედებას საკმაოდ რბილ შეფასებას აძლევს და მასში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

რაც შეეხება თავად სტუდენტთა მოთხოვნებს, ისინი ითხოვენ ხელშეკრულების შესრულებას. ხელშეკრულებაში კი გარკვევით წერია, რომ „...უნივერსიტეტი უმაღლესი სამედიცინო განათლების 1 ეტაპის სასწავლო გეგმის, პროგრამის შესრულების შემდეგ, გამოცდებზე დადებითი შეფასებების მიხედვით სურვილისამებრ, ჩარიცხავს ..... ფაკულტეტის ფასიანი სექტორის მესამე კურსზე - სწავლების მე-2 ეტაპზე“.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის იურისტი ნუცა ჩოხელი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეებს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნები აქვთ, რომელთა დამტკიცება საუბედუროდ პარლამენტთან, აქციის სახით უწევთ. ხელშეკრულებაში გარკვევითაა ნათქვამი, რომ კოლეჯის სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ მხოლოდ სპეციალობის შესაბამისად გამოცდები და არა ეროვნული გამოცდები.

არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. 2004 წლის დეკემბერში განათლების მინისტრის თსსუ-ში სტუმრობისას, სადაც მოხდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელის პრეზენტაცია და შედგა მსჯელობა უმაღლესი განათლების კანონპროექტის შესახებ, პროფესორ დ. ქოჩიაშვილის შეკითხვაზე, თუ როგორ წარიმართება საუნივერსიტეტო კოლეჯში მოსწავლე-სტუდენტების შემდგომი სწავლის პროცესი, მინისტრმა ა. ლომაიამ უპასუხა, რომ სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.  დღესდღეობით კი მინისტრს აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია გააჩნია. მისი ნათქვამიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ შეეძლებათ კოლეჯის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება, ისიც მესამე კი არა მეორე კურსზე.

ერთადერთი შეღავათი რომელიც სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს აქვთ ის არის, რომ მათ შეუძლიათ გამოცდები ოქტომბერში ჩააბარონ. თუმცა, სტუდენტები ამითი  კმაყოფილნი არ არიან და დაშლას მანამ არ აპირებენ, სანამ არ ცნობენ მათ კანონიერ უფლებებს. მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს იუსტიციის სამინისტროში და შიმშილობენ კიდეც მაგრამ ამას მარტო აქციის მონაწილეთა დარბევა მოჰყვა, სხვა შედეგი კი  ჯერ-ჯერობით არ ჩანს.
  

ახალი ამბები