კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნება - ქვეყანაში შემოსვლის საშვი

31 მარტი, 2005

ეროვნება - ქვეყანაში შემოსვლის საშვი


საქართველოდან დეპორტირებულთა რიცხვს კიდევ ორი ქისტი მიემატა

საქართველოდან ჩეჩენი და ქისტი ეროვნების ადამიანების უკანონო დეპორტაციის ფაქტი არაერთხელ დაფიქსირებულა. გასული წლების მაგალითს საქართველოს შს სამინისტრომ კიდევ ერთხელ მიბაძა, როდესაც ამ რამოდენიმე დღის წინ ქისტი წარმოშობის ძმების ცითიაშვილების უკანონო დეპორტაცია განახორციელა.

მათ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს, რასაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შს სამინისტროს მიერ მათი ქვეყნიდან დეპორტაცია მოჰყვა. თუმცა, სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის  აზრით, შს სამინისტროს თანამშრომლებს შესაბამისი პროცესუალური ნორმების გვერდის ავლით მათი ქვეყნიდან გაძევების უფლება არ ჰქონდათ.

ძმებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და აქამდე გროზნოში ცხოვრობდნენ, 7 მარტს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად მიმართეს. სამინისტროში მათ შს სამინისტროს თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც ისინი ჯერ დაკითხვაზე წაიყვანეს, შემდეგ კი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს. უფროს ძმას, შენგელი ცითიაშვილს 2004 წლის 18 დეკემბერს მიღებული აქვს სტატუსის მაძიებლის ცნობა, რაც მისი დეპორტაციის უკანონობას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველო ჟენევის ლტოლვილთა დაცვის კონვენციის წევრია, რითაც მას აღებული აქვს ვალდებულება მიიღოს ლტოლვილები და არავითარ შემთხვევაში არ აქვს უფლება მსგავსად, საპროცესო ნორმების დარღვევით მოახდინოს მათი დეპორტი. აღნიშნული ფაქტი კი, რომელიც არ არის ერთადერთი, წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას“.

რაც შეეხება თავად ოპერაციას, იგი ფარულად და შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე ჩატარდა, ძმების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ფაქტი კი დოკუმენტურად არსად არის დაფიქსირებული.

ხიზრი ალდამოვის, ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენელის განცხადებით, ასეთი ფაქტები ხშირად ხდება. იგი აცხადებს, რომ საკმარისია დადგინდეს, რომ ადამიანი, რომელსაც საქართველოს საზღვრის გადმოლახვა სურს, ეროვნებით  ჩეჩენი ან ქისტია,  მაშინვე მისი დეპორტაცია ხდება, მიუხედავად იმისა მას საბუთები წესრიგში აქვს თუ არა. ამას ადასტურებს კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც  ჩეჩენი ეროვნების ექიმი, მაგამედ გაზიმიევი, რომელიც მეგობრის ქორწილისთვის ჩამოფრინდა რუსეთიდან საქართველოში, აეროპორტიდანვე უკან გააბრუნეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ეროვნებით ჩეჩენია. მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით (რომელიც გაზიმიევს აეროპორტში დახვდა), მას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და მესაზღვრეებს მისი დეპორტაციის არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს  შინაგან საქმეთა მინისტრის ზეპირი ბრძანებულება, რომელიც ჩეჩნებისა და არაბი ეროვნების დეპორტაციას ითვალისწინებს. ბუნდოვანია ის ფაქტიც, რომ იგეგმება პანკისის ხეობაში ჩასახლებული ლტოლვილების ხელახალი რეგისტრაცია, თუმცა, ლტოლვლთა და განსახლების სამინისტრომ ისინი სულ რამოდენიმე თვის წინ აღრიცხა. ჩეჩენ ლტოლვილებს ამჯერად უფრო დაწვრილებით აღრიცხვენ. კერძოდ, მითითებული იქნება ლტოლვილთა ეთნიკური წარმომავლობა, ასაკი და სხვა დეტალები.

პანკისის ხეობაში ლტოლვილები რამდენიმე თვის წინათ აღირიცხა. ამ მონაცემებით, პანკისის ხეობაში 2 000-მდე ლტოლვილი ცხოვრობს, აქედან რუსეთის მოქალაქეობის მქონე 1 200 ქისტია, ხოლო 800 ჩეჩენი.

ახალი ამბები