კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRW-ის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

1 აპრილი, 2005

 

17 მარტი, 2005

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს რესპუბლიკა
სახელმწიფო კანცელარია
ინგოროყვას ქუჩა № 7
თბილისი 380034
საქართველო

ფაქსი: 995 32 998887


    
ბატონო პრეზიდენტო,

ჩვენ გწერთ დღეს, რათა გამოვხატოთ ჩვენი აღშფოთება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის“  (FPPHR)  წევრების შეურაცხყოფისა და შევიწროების გამო. 1996 წლიდან  ამ ორგანიზაციამ დიდი წვლილი შეიტანა  საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის გაზრდაში ადამიანთა  უფლებების დარღვევის ფაქტებს მიმართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ეს ორგანიზაცია მუშაობს, არის ადამიანთა წამების აღკვეთა საქართველოში, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ მთავრობა ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ამ კუთხით მუშაობას. ჩვენ შეწუხებული ვართ იმით, რომ ამ ორგანიზაციის წევრებს არ უშვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ცდილობენ აღკვეთონ მათ მიერ მომზადებული ადამიანთა წამების ამსახველი სარეკლამო რგოლების ტელევიზიით ჩვენება.

მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლის ბოლოდან მოყოლებული ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის“ ზეწოლას განიცდიდა მთავრობის მხრიდან, მისმა წევრებმა მაინც შეძლეს იზოლატორების მონახულებით სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანთა ფიზიკური თუ მორალური შეურაცყოფის ფაქტების ასახვა. FPPHR („ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის“) იუსტიციის სამინისტროს სახალხო კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი იყო და ამიტომ მის წევრებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი დაწესებულების მონახულების უფლება ჰქონდათ. 2004 წლის აპრილში ზემოთხსენებული საბჭო დაიშალა და სხვა ორგანო არ შექმნილა. თუმცა, როგორც ნანა კაკაბაძე, FPPHR-ს ხელმძღვანელი, აცხადებს მისი ორგანიზაციის წევრებს იზოლატორებში მისვლის  უფლება 2004 წლის ივნისამდე ეძლეოდათ. შეზღუდვები მას შემდეგ დაიწყო, რაც კაკაბაძე ციხის საავადმყოფოში მყოფ სულხან მოლაშვილს შეხვდა და ღიად განაცხადა მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბში წამების შესახებ. როდესაც კაკაბაძე და მისი კოლეგები შეეცადნენ იუსტიციის სამინისტროს საპატიმროებში შესულიყვნენ, ოფიციალურმა პირებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ განაახლა საპატიმროების მონიტორინგის სისტემა, რომლის წევრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც დამკვირებლის ფუნქციას ასრულებენ, თუმცა, ძალზე გაკვირვებულნი და იმედგაცრუებულნი დავრჩით, როდესაც შევიტყვეთ, რომ FPPHR, ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ორგანიზაცია არ არის მისი წევრი.

მთავრობის კიდევ ერთი მცდელობა, ხელი შეეშალა FPPHR-ის მუშაობისთვის წამების აღკვეთასთან დაკავშირებით დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ანტი-მონოპოლიურმა სამსახურმა სატელევიზიო არხებს, იმედსა და კავკასიას, მოსთხოვა შეეწყვიტათ საზოგადოებრივი სარეკლამო რგოლების ეთერში გაშვება, რომლებიც პოლიციის მიერ დაკავებულთა წამების წინააღმდეგ იყო მიმართული და რომელსაც ევროპული კომისია და FPPHR აფინანსებდა. კაკაბაძეს განცხადებით, ამ სახის საზოგადოებრივი რეკლამა 2004 წლის თებერვლიდან რამდენიმე კერძო სატელევიზიო არხზე გადიოდა.

ამ სარეკლამო რგოლების ჩვენების აკრძალვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, რომელიც სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში გაგზავნილ წერილში აცხადებდა, რომ ასეთი სახის რგოლები „პოლიციისადმი საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვას იწვევდა და ხელს უშლიდა სისტემაში რეფორმის განხორციელებაში, რომელიც ცდილობს ქვეყანაში სამართლიანობისა და წესრიგის დამყარებას“. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ასეთი კლიპების ჩვენება შესაძლოა კანონდარღვევად ჩაითვალოს და შესაბამისი სასჯელიც მოყვეს, რადგან ისინი არ ექვემდებარება კანონს რეკლამის შესახებ და მათი გაშუქება არ შეიძლება.  სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურის მოთხოვნის შემდეგ ორივე არხმა შეწყვიტა ამ რგოლების ეთერში გაშვება.

ერთი კვირის შემდეგ  სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ევროკომისიისა და FPPHR-ის წევრებს შეხვდნენ. კაკაბაძეს განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლებმა მათ კლიპებიდან პოლიციის ფორმის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისა და ელექტრო შოკის აპარატის ამსახველი კადრების ამოღება მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც კაკაბაძემ და მისმა კოლეგებმა ამ კლიპების ჩვენების აკრძალვის წერილობით დადასტურება მოსთხოვეს, FPPHR-მა 2005 წლის იანვრის ბოლოს ანტიმონოპოლიურ სამსახურისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი კლიპების აკრძალვას არ მოითხოვდნენ, არამედ  უბრალოდ ურჩევდნენ არხებს არ ეჩვენებინათ ისინი. კაკაბაძემ Human Rights Watch-ს განუცხადა, რომ მას შემდეგ რაც ეს წერილი მათ სატელევიზიო არხებს აჩვენეს თებერვლის დასაწყისში, მათ განაახლეს წამების წინააღმდეგ მიმართული საზოგადოებრივი რგოლების ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დადებითი შედეგის მიღწევა მოხერხდა, მთავრობისგან ჩარევის საფრთხე კვლავ არსებობს.

იყო რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც FPPHR-ის  წევრები უცხო პირთაგან დაშინებას განიცდიდნენ. ეს 2003 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც უცნობი პირები ნანა კაკაბაძეს ტელეფონით დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ, რომ მის შვილს საფრთხე ელოდა. კაკაბაძის თქმით, მუქარის ზარები 2004 წლის მარტში შეწყდა, მას შემდეგ, რაც მან ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

4 მაისს პოლიციის ოფიცრებმა FPPHR-ის რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელი, ლევან სახვაძე პირდაპირ რუსთავის ქუჩაში სცემეს. სამართალდამცავები მისგან პოლიციის მიერ ადამიანთა უფლებების დარღვევებზე მუშაობის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ლევან სახვაძემ ამ ფაქტზე ოფიციალური საჩივარი შეიტანა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მუქარის განმეორების შემდეგ საჩივარი უკან გამოიტანა.

დეკემბრის შუა რიცხვებში უცნობ პირთა მუქარის ზარების სერია კვლავ განმეორდა FPPHR-ს ოფისში, რაც დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ყველა ხელისუფლების მოვალეობაა დაიცვას ადამიანთა უფლებების დამცველები, როგორც ნათქვამია ინდივიდთა, ჯგუფთა და საზოგადოებრივ ორგანოთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის დეკლარაციაში, რომელიც ითვალისწინებს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლების დაცვას. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ ნათლად გამოხატა, რომ მას საქართველოში ძლიერი დემოკრატიის განვითარება სურს, ხოლო ამისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების, ისეთის როგორიცაა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის“, კონსტრუქციულ კრიტიკას.

ამიტომ ჩვენ გთხოვთ, რომ მთავრობამ უზრუნველყოს აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის დაბრკოლების გარეშე მუშაობა, ისივე, როგორც საპატიმროებში მათი თავისუფლად შესვლა. ჩვენ ასევე გთხოვთ, რომ მკაცრად განაცხადოთ, რომ საქართველოს მთავრობა არ მოითმენს  ადამიანთა უფლებების დაცვაზე მუშაობისთვის ხელის შეშლას.

მადლობას გიხდით ამ წერილის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის და მოუთმენლად ველით კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებას,

პატივისცემით,

რაკელ დენბერი
მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი
ევროპისა და შუა აზიის განყოფილება

 

ახალი ამბები