კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო: წამება კვლავ დაუსჯელი რჩება

13 აპრილი, 2005

საქართველო: წამება კვლავ დაუსჯელი რჩება


მიუხედავად „ვარდების რევოლუციისა“, მთავრობა ვერ ახერხებს წამების დაუსჯელობის აღკვეთას

(თბილისი, 13 აპრილი, 2005 წ.)  „ვარდების რევოლუციის“ პერიოდიდან მოყოლებული, რომელმაც 2003 წელს ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოიყვანა, ქართულმა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს სამართალდამცავ სტრუქტურაში არსებული და ფართოდ გავრცელებული წამების ფაქტების აღკვეთა, -აცხადებს „Human Rights Watch“ პრესბრიფინგზე.

„Human Rights Watch“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რაჩელ დენბერის განცხადებით, „მთავრობა სათანადოდ ვერ ებრძვის წამების ფაქტებს. მთავრობამ  უნდა მიმართოს ისეთ პირდაპირ ზომებს, რაც გამოიწვევს უშუალო შედეგს ახლო მომავალში“.

27-გვერდიან მოხსენებაში, „საქართველო: წამების გაურკვევევლი რეფორმა“ აღწერს დაუსჯელობის სინდრომს წამების ფაქტების მიმართ, პრობლემას, რომელიც, მიუხედავად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ აქტუალურია.

მოხსენებაში აღწერილია ის, თუ როგორ დაბადა მთავრობის გალაშქრებამ კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები პროცედურების დარღვევების შესახებ, მათ შორის ცუდ მოპყრობასა და წამებაზეც. ის ასევე ასახავს იმ ზომებს, რითაც დაუპირისპირდა მთავრობა წამების ფაქტებს. ეს ზომები მოიცავს პოლიციის განყოფილებების მონიტორინგს მისი მუშაობის დონის ასამაღლებლად, განსაკუთრებით სამხილების მოპოვების კუთხით.

მოხსენებაში დეტალურადაა აღწერილი წამების რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის ის  შემთხვევებიც, რომლებმაც სააშკარაოზე გამოიტანა მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებულ საპროცესო შეთანხმებაში არსებული პრობლემები. სამართალდამცავი პირები დანაშაულის აღიარების სისტემას წამების ფაქტების დასამალად იყენებდნენ. ისინი იმ ბრალდებულებს, რომლებიც თანხმდებოდნენ მათი ოფიციალური ვერსია დაეცვათ, რომელიც არ შეიცავდა ბრალდებას პოლიციის მხრიდან წამების შესახებ,  უფრო მსუბუქ სასჯელს პირდებოდნენ.  პოლიცია ბრალდებულებს ფულად გადასახადს სთხოვდა მათი ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ.

 „მთავრობამ რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯიც გადადგა წამების აღსაკვეთად, რაშიც არ იგულისხმება  საპროცესო შეთანხმება“, - განაცხადა დენბერმა. „იმ ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობა ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, სისტემა, რომელიც  სამართალდამცავებს ფულის სანაცვლოდ თავისუფლების მიცემის ნებას აძლევს, ვერ იმუშავებს დარღვევების გარეშე.“

Human Rights Watch - მა ასევე ასახა საქმეები, რომლებშიც მთავრობამ შეაჩერა წამების ფაქტების გამოძიება არასაკმარისი სამხილების გამო, რომლებიც მწამებელთა ვინაობას დაადგენდა.  თუმცა, როდესაც ადამიანს აპატიმრებენ, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს იმ სამართალდამცავთა ვინაობა, ვინც  ესწრება დაპატიმრებას და დაკითხვას.

Human Rights Watch-მა საქართველოს მთავრობას მოუწოდა უზრუნველყოს იმის გარანტიები, რომ ადამიანი, რომელიც აღიარებს დანაშაულს, არ შეუშინდეს წამების, შეურაცყოფის და სხვა სახის ცუდი მოპყრობის ხმამაღლა განცხადებას და  მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია. Human Rights Watch ასევე მოუწოდებს მთავრობას გადადგას სპეციფიკური ნაბიჯები  წამების განმხორციელებელ სამართალდამცავ პირთა დასადგენად. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს  სამართალდამცავი პირების მიერ დაკითხვაზე მყოფი პირების დაფიქსირება და რომ პოლიციელებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ სამკერდე ნიშნები.

Human Rights Watch-მა დაადგინა, რომ ახალი მთავრობის 2003 წლის ნოემბერში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიციის მიერ ბრალდებულთა წამების ასობით ფაქტი მოხდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე იქნა გასამართლებული აღნიშნული ბრალდებით. ოფიციალურმა პირებმა Human Rights Watch-ს განუცხადეს, რომ 2004 წლის ბოლოსთვის ხელისუფლებამ დაიწყო პოლიციელთა გასამართლება, მათ მიერ ადამიანთა წამების გამო.

მიუხედავად ამისა,  ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,  2004 წელს ადამიანთა წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის 39 საქმე იქნა გამოძიებული, რომელთაგან 20 ან შეწყვიტეს ან დროებით შეაჩერეს, და მხოლოდ 12 საქმე გადაუგზავნეს სასამართლოს განსახილველად. სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით აღნიშნული მომენტისთვის, ხუთი საქმიდან, რომელზეც სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, მხოლოდ ერთ პოლიციის ოფიცერს ჰქონდა პატიმრობა მისჯილი. ამ შემთხვევაშიც, ამ პოლიციელს ბრალი მეორე პოლიციელის ცემაში ედებოდა და არა დაკავებულის წინააღმდეგ უკანონო ქმედების ჩადენაში, რაც ამ საქმის წამებასთან კავშირს საეჭვოს ხდის.

Human Rights Watch-მა ევრო კავშირს მოუწოდა  საქართველოში წამების ფაქტების აღკვეთის სტანდარტები შექმნას. განსაკუთრებით, ევრო კავშირმა საქართველოს პარლამენტს უნდა მოსთხოვოს პროკურატურის რეფორმირება, ორგანოსი, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც მსჯავრდებაზე, ასევე დაკავებულთა უფლებების დაცვაზე, ხოლო პოლიცია და სასამართლო სრულიად დამოუკიდებელნი უნდა იყონ ერთმანეთისგან.

სრული ვერსია [PDF] ფორმატში იხილეთ აქ

ახალი ამბები