კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლების რეიტინგი დაეცა - საზოგადოების უნდობლობა იზრდება

19 აპრილი, 2005

ხელისუფლების რეიტინგი დაეცა - საზოგადოების უნდობლობა იზრდება

2004 წლის საშუალო მონაცემებთან შედარებით, 2005 წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილო ამომრჩეველთა რიცხვმა დაახლოებით ორჯერ მოიმატა. საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრი „გორბი“ აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, სადაც ასახულია 2005 წლის მარტში საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესებისადმი, პრე- და პოსტ რევოლუციური საქართველო საზოგადოების თვალით, პარტიებისა და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგები; ასევე „გორბის“ გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა იმ პოლიტიკური ფიგურების ნუსხა - „გორბის“ შესანიშნავი შვიდეულის სახელწოდებით, რომელთაც მოსახლეობის აზრით, შესწევთ უნარი მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიონ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ქვეყანაში რეალური პოლიტიკური და  ეკონომიკური რეფორმები გაატარონ. გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, მან გასული 6 თვის განმავლობაში ამომრჩეველთა 25% დაკარგა.

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრი „გორბი“ აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, სადაც ასახულია 2005 წლის მარტში საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესებისადმი. ცენტრ „გორბის“ მიერ გამოკითხვა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა კონფლიქტური რეგიონებისა, და ასახავს საზოგადოების განწყობას გამოკითხვის ჩატარების მომენტში.

ქვეყნის განვითარების მიმართულების თვალსაზრისით, მოსახლეობის 31% მიაჩნია, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 39% ქვეყნის განვითარების მიმართულებას უარყოფითად აფასებს. გორბის მონაცემების თანახმად, გასული 2004 წლის საშუალო მონაცემებთან შედარებით, 2 ჯერ შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით კმაყოფილი იყო. რაც შეეხება საზოგადოების აზრს თუ როგორი იყო ცხოვრება რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ, გამოკითხულთა 34% შევარდნაძისეულ საქართველოს მისტირის, ხოლო მოსახლეობის 37% მიიჩნევს, რომ პოსტრევოლუციურ საქართველოში ცხოვრება უკეთესია.

ცენტრ „გორბის“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, „ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ქვეყანა აღარ დადგება ერთპარტიული მმართველობის საშიშროების წინაშე.“ გასულ წელთან შედარებით, 20% გაიზარდა იმ აქტიურ ამომრჩეველთა რიცხვი, რომელთაც არ ჰყავთ რჩეული პარტია, ხოლო 48% ამომრჩევლებისა ვერ ასახელებს პარტიას, რომელსაც ანდობდა საკუთარ ხმას. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ ჰყავს რეალური კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი რეიტინგი ეცემა და მას გასული 6 თვის განმავლობაში ამომრჩეველთა 25% დაკარგა.

რაც შეეხება „გორბის“ მიერ გამოვლენილ შესანიშნავ შვიდეულს, მასში წარმოდგენილია ის ადამიანები, რომლებსაც, საზოგადოების აზრით, შესწევთ უნარი უზრუნველყონ ქვეყნის კეთილდღეობა  კორუფციათან ბრძოლითა და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებით. „შვიდეულის“ სათავეში მიხეილ სააკაშვილი 38%-ით მოხვდა, მეორე ადგილზეა ნინო ბურჯანაძე, რომლისაც მოსახლეობის 30%-ს სჯერა და თვლის, რომ იგი შეძლებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას. მესამე ადგილზეა ირაკლი ოქრუაშვილი 24%-ით. შემდეგ მოდის კობა დავითაშვილი 11%-ით. დავით გამყრელიძესა და შალვა ნათელაშვილს 10-10% აქვთ და ბოლოს მეშვიდე ადგილზე არის გიორგი ბარამიძე 9%-ით.

„გორბი“-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ნათლად ჩანს, რომ საზოგადოება გამოვიდა რევოლუციის ეიფორიიდან და მისი განწყობა ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა. ექსპერტები თვლიან, რომ ხელისუფლების რეიტინგის შემცირება მოსალოდნელი იყო, რადგან მან რამოდენიმე მტკივნეული რეფორმა გაატარა და მმართველობის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა. პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი თვლის, რომ ხელისუფლების უმრავლესობაში მყოფი ადამიანები რევოლუციური გაერთიანებაა, რომლის მიზანი შევარდნაძის რეჟიმის დამხობა იყო, დღეს კი ეს მოძრაობა უფუნქციოდ არის დარჩენილი.

ნინო ბესტავაშვილი


ახალი ამბები