კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონს მიღმა დარჩენილი პატიმრები

30 ივნისი, 2005

კანონს მიღმა დარჩენილი პატიმრები

სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ისედაც გაუსაძლის და მძიმე კომუნალურ პირობებში მყოფი პატიმრები კანონიერი ქურდების მხრიდან ფულის გამოძალვის მსხვერპლნი გახდნენ, თუმცა შიშის გამო ამაზე საუბარს თავს არიდებენ. ციხეებში არსებულ განუკითხაობაზე პასუხისმგებლობას სახალხო დამცველის ოფისი ციხის ადმინისტრაციასა და, პირველ რიგში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს შოთა კოპაძეს აკისრებს.

„ციხე ისევ ქურდისაა“ - ასეთი სათაურით აშუქებენ ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელდა ინფორმაცია საპატიმროებში ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ პატიმართაგან ფულის გამოძალვის შესახებ, რომელიც შემდგომ ციხის ადმინისტრაციასა და „შავ სამყაროს“ შორის ნაწილდება.  

სახალხო დამცველის რწმუნებულმა გოგა ონიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა იმ მექანიზმის შესახებ, რომლითაც ხდება თანხის გამოძალვა პატიმრებისგან: ციხის თითოეულ საკანში იმყოფება ე.წ. „მაყურებელი“ „შავი სამყაროდან,“ რომელიც აგროვებს თანხას პატიმრებისგან და გადასცემს ბადრაგს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, შეგროვილ თანხას აძლევს ე.წ. კანონიერ ქურდებს, ხოლო ბადრაგისთვის „ფეხის ქირის“ გადახდის შემდეგ აღნიშნული თანხა იყოფა ციხის ადმინისტრაციასთან. რაც შეეხება თანხის რაოდენობას, აღნიშნული დამოკიდებულია პატიმრის მატერიალურ და დაპატიმრებამდე მის სოციალურ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე მინიმალური ზღვარი 50 ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური 10 ათასს დოლარს აღწევს, ყოველთვიურად კი 300 ათასი ლარი გროვდება.
 
დღეს-დღეობით ციხეებში სრული განუკითხაობაა და შიშის სინდრომია დამკვიდრებული, ამიტომ პატიმრები ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბარს ათავს არიდებენ. ისინი დრწმუნებულნი არიან, რომ ციხის ადმინისტრაცია ვერ დაიცავს მათ ქურდისგან და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასტიკად გაუსწორდება მათ. ამის გამო ისინი იძულებულნი არიან ყოველთვიურად გადაიხადოს გარკვეული თანხა. „ყველაზე მეტად მაღელვებს ის ფაქტი, რომ ციხეში არც ერთი პატიმარი არ არის დაცული „შავი სამყაროსაგან“, რასაც კერძო საუბრებში თვითონ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც აღიარებენ. ქურდმა რომ მოითხოვოს ნებისმიერი პატიმრის აყვანა მასთან საკანში ან პატიმარს აუყვანენ ან ამ ქურდს შეიყვანენ პატიმართან საკანში“, - განაცხადა ომბუდსმენის რწმუნებულმა გოგა ონიანმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ციხის ადმინისტრაციაც ჩართულია აღნიშნულ საქმიანობაში. 

სახალხო დამცველის ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაციები განგაშის ზარს ტეხენ საპატიმროებში არსებული სიტუაციის შესახებ და ხელისუფლების შესაბამის უწყებებს ქმედითი ღონისძიებების ჩატარებისთვის მოუწოდებენ. სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინსტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შოთა კოპაძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

„როდესაც ხელმძღვანელი ვერ ან არ აკონტროლებს თავის ადმინსტრაციას, რომელიც დანაშაულს სჩადის, იგი სულ მცირე ადმინისტრაცული წესით მაინც უნდა დაისაჯოს“,- განაცხადა გოგა ონიანმა.

ნინო ბესტავაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ახალი ამბები