კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება ოპოზიციის ძალებს ზღუდავს

4 აგვისტო, 2005

ხელისუფლება ოპოზიციის ძალებს ზღუდავს

 

                                                                         
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა კანონპროექტი თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევითობის წესის შესახებ, რასაც ოპოზიციის მხრიდან მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა. ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული პროპორციული საარჩევნო სისტემის შეცვლას „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“  პროცედურით. 22 ივნისს დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან პროტესტის ნიშნად დატოვეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო სხდომა. ისინი მიიჩნევენ, რომ მას არ გააჩნია ადმინისტრაციული დატვირთვა და არის წმინდა პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ქალაქის მართვასთან. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც პრეზიდენტმა ქალაქის მერად თავისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიგი უგულავა დანიშნა.

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია საკრებულოს წევრობისთვის  თბილისის თითოეულ საარჩევნო ოლქში დაასახელოს სამი ან ორი კანდიდატი. კანდიდატურების საკრებულოში გაყვანას მხოლოდ ის პარტია შეძლებს, რომელიც არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. ამ წესით დაკომპლექტებული საკრებულო კი ირჩევს თბილისის მერს. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, საკრებულოს არჩევის ამგვარი მოდელი რეკომენდირებულია ევროპის საბჭოს მიერ. ეს წესი პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციის საშუალებას იძლევა, რადგან პატარა პარტიებს გაერთიანება მოუწევთ საკრებულოში გავლენის მოსაპოვებლად.

ოპოზიცია კი მერის პირდაპირი წესით არჩევას მოითხოვს. 16 ივნისს ოპოზიციურმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაზე თანხმობის მისაღებად განაცხადი წარადგინა. თუმცა, ოპოზიცია შიშობს, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაშიც კი ხელისუფლება შეეცდება გაწელოს პროცედურები.

შემოთავაზებული ვარიანტი - საკრებულო ირჩევდეს მერს, დემოკრატიულ    პრინციპებში  ბევრად უფრო წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლებას საკრებულოს სათავეში ოპოზიციური ძალის მოსვლის ეშინია, საკრებულოში უმრავლესობას მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეადგენენ. აქედან გამომდინარე ისინი გვთავაზობენ სრულიად გაუმართლებელ და უმსგავსო მაჟორიტარულ სისტემას. მთავრობა აკეთებს იმას, რაც ყოვლად მიუღებელია და რომელიც არღვევს დემოკრატიის მთავარ მახასიათებლებს - ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების პრინციპებს, რაც საზოგადოებაში, ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების შთაბეჭდილებას ტოვებს.

როგორც ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს - „ეს არის შევიწროვებისა და ხელისუფლებაში ოპოზიციის არ დაშვების პოლიტიკის გაგრძელება. პოლიტიკის მთავარი გამწონასწორებელი არის ის, რომ ოპოზიციურ ძალებს სუნთქვის საშუალება ჰქონდეთ, რათა საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი რაღაც ძალას წარმოადგენენ. ამიტომ, როცა სააკაშვილმა თბილისის საკრებულოში გაიმარჯვა ეს იყო სრულიად ნორმალური მოვლენა და ამით დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ მას შეუძლია გახდეს ხელისუფლების მმართველი.“ რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების საქციელს ბ-ნი პაატა აღვირახსნილს და გაუმართლებელს უწოდებს - „ამგვარი ქცევა არანაირ სამართალში და არანაირ პოლიტიკაში არ ჯდება. ერთი შეხედვით ჩვენთან საზოგადოება აქტიური და მოქნილია, მაგრამ სამწუხაროდ არჩევნებზე არ რეაგირებს, მას სახელმწიფო არ ადარდებს. ხელისუფლებამ კარგად იცის საზოგადოების პოზიცია, რასაც შევარდნაძის მსგავსად თავის სასარგებლოდ იყენებს“. პოლიტოლოგი ზაქარეიშვილი დემოკრატიული პრინციპების უარყოფის „მშვენიერ“ მაგალითად მიიჩნევს გიგი უგულავას ქალაქის მერად დანიშვნას: „ეს არის წმინდა პოლიტიკური თანამდებობა. უგულავას დანიშვნით სააკაშვილმა დაადასტურა რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მერის თანამდებობაზე, მთავარია იყოს პოლიტიკური ფიგურა, რათა ადგილი ვინმე სხვამ არ დაიკავოს. აქედან გამომდინარე, ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური და არანაირი კავშირი არ აქვს ხალხთან.“

                                                                                ქეთი კურატაშვილი

ახალი ამბები