კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპის რაიონში მოსახლეობა იწამლება

26 აგვისტო, 2005

კასპის რაიონში მოსახლეობა იწამლება

                                


კასპის რაიონში არსებული ს.ს. „კასპიცემენტი“ უკვე ათ წელზე მეტია, რაც პროდუქციას გამწმენდი ფილტრების გარეშე ამუშავებს. შედეგად, როგორც რაიონის, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ, სოფლები - ქვემო გომი და მეტეხი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გამონაბოლქვის შედეგად ნადგურდება მოსავალი, ბოლო პერიოდში კი მოსახლეობაში ხშირად თავს იჩენს  ისეთი დაავადება, როგორიც არის ჩიყვი. მიუხედავად ხალხის არაერთი პროტესტისა, საწარმო კვლავ აგრძელებს გაუმართავ მდგომარეობაში მუშაობას, რასაც ქარხნის ხელმძღვანელობა მოწყობილობების სიძვირით ხსნის. ქარხნის მფლობელი უკვე რამდენიმე წელია ჰპირდება ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომ  ერთ წელიწადში ქარხნის მუშაობას ევროპულ სტანდარტებამდე აიყვანს. თუმცა, ეს ერთწლიანი მინიმალური ვადა ყოველ წელს ახალ დაპირებად იქცევა, ამასობაში კი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე საწარმო მოგებას არ ამცირებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აღნიშნულ დაბინძურებას საგანგაშოდ არ  აღიქვამს და ქარხანას მუშაობის ნებართვას აძლევს.

ს.ს. „კასპიცემენტის“ პრივატიზება მოხდა 2000 წელს, როცა ქარხანას ახალი მეპატრონე გამოუჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეპატრონის დასახელებისაგან რაიონის გამგებელი ბ-ნი გენადი ხაჩიძე თავს იკავებს, ხოლო თავად საწარმოს გენერალური დირექტორი ბ-ნი მამუკა სულაძე აღნიშნავს, რომ  ქარხანა კერძო კომპანია „ინტერტრასს“ ეკუთვნის და ის ერთი, კონკრეტული პირის, მფლობელობაში არ არის. თუმცა, თუ მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, აღნიშნული საწარმო უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის ძმას ეკუთვნის.

საწარმოს ამუშავებისთანავე ბუნების დაცვის სამინისტროსა და შიდა ქართლის გარემოს დამცველ ორგანოებთან შეთანხმებით, ქონების მართვის სამინისტროსა და მმართველ კომპანიას შორის დაიდო ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ღუმელზე ფილტრები არ იყო დამონტაჟებული, ხელშეკრულებით დამტკიცდა გაფრქვევის ზღვრულად დასაშვები ნორმები. ქარხანა საკმაოდ დიდ თანხას უხდიდა გარემოს დამცველ ორგანოებს, რათა შემდგომში ჩატარებულიყო გამწმენდი ღონისძიებები. ხელშეკრულებით ასევე დამტკიცდა იმ ღონისძიებების თანმიმდევრობა, რომელსაც წლების განმავლობაში უნდა მოეწესრიგებინა მტვრის ჰაერში გაფრქვევის პროცესი. ეკოლოგიური სამსახურისათვის გადახდილი თანხის ნაწილი ისევ კასპის რაიონს უნდა დაბრუნებოდა შემდგომში სხვადასხვა გამწმენდი ღონისძიებების ჩასატარებლად (საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, წყლის სისტემების მოწესრიგება ქალაქში და ა.შ.). თუმცა, საწარმოს ხელმძღვანელისათვის დღესაც  გაურკვეველი რჩება, სად გაქრა ამხელა თანხა (საუბარია მილიონობით ლარზე).

ქარხნის ახლანდელი დირექტორი ბ-ნი მამუკა სულაძე მოსახლეობისათვის ზარალის მიყენებასთან დაკავშირებით ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის, რადგან მიაჩნია, რომ ქარხნის გაუმართაობის შესახებ ზომების მისაღებად სახელმწიფოს უნდა ეზრუნა. რაც შეეხება მოსახლეობის ჯანმრთელობას, აღნიშნავს, რომ „გამონაბოლქვისაგან რამე დაავადების გამოწვევა გამორიცხულია და რეალობას აშკარად ემიჯნება“.

ცოტა ხნის წინ მოსახლეობის მხრიდან  ს.ს. „კასპიცემენტის“ წინააღმდეგ კასპის რაიონის გამგეობაში შეტანილ იქნა საჩივარი. სპეციალურად მოწვეულ კრებაზე საწარმოს გენერალური დირექტორი ბ-ნი მამუკა სულაძე ხალხს დაჰპირდა, რომ ქარხანას ფილტრების გარეშე არ აამუშავებდა, მაგრამ მან ეს პირობა დაარღვია, რამაც ადგილობრივ მაცხოვრებლებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც კასპის რაიონის გამგებელმა ბ-ნმა ხაჩიძემ გადმოგვცა, საწარმოს გასაიდუმლოებული მფლობელი ირწმუნება, რომ მაქსიმუმ ერთ წელში შეძლებს ქარხნის ევროპულ დონეზე აყვანას, თუმცა ერთი წლის შემდეგ რა მდგომარეობა იქნება, ძნელი სათქმელია.


თეა გვარაძე
ქეთი კურატაშვილი

 

ახალი ამბები