ალტერნატიული ანგარიში გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისათვის
აღნიშნული ალტერნატიული ანგარიში მომზადებულია საქართველოს სახელმწიფოს მეორე და მესამე პერიოდული ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის განხორციელებას საქართველოში.
ანგარიში მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის მიერ (HRIDC), რომელიც არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) წევრი. ანგარიში მოიცავს 2000-2005 წლებს და მიზნად ისახავს დამატებითი ინფორმაცის მიწოდებას აღნიშნულ საკითხში.
აღნიშნულ ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში არსებული ზოგადი სიტუაცია და ასევე მოცემულია ფაქტებით დასაბუთებული სურათი იმ სიტუაციისა, რაც აღნიშნული კონვენციის განხორციელებას ეხება საქართველოში. ანგარიში წარდგენილ იქნა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტის წინაშე, რომელიც საქართველოს საკითხს განიხილავდა ამა წლის 3-4 აგვისტოს.
ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://www.humanrights.ge/files/CERD%20alternative%20report%20Georgie.pdf
კომიტეტის რეკომენდაციები იხილეთ მისამართზე: http://www.humanrights.ge/files/Georgia.pdf