კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო გზაჯვარედინზე: წამებისთვის მართლმსაჯულებისა და ანგარიშვალდებულების დროა

1 სექტემბერი, 2005

საქართველო გზაჯვარედინზე: წამებისთვის მართლმსაჯულებისა და ანგარიშვალდებულების დროა

აგვისტო 2005

მოკლე შინაარსი

მიუხედავად იმისა, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხალხს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანა დაადგებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს გზას და დაცული იქნებოდა დემოკრატიული პრინციპები, ეს ასე არ მოხდა. გაეროს წამების წინააღმდეგ მომუშავე მომხსენებლის განცხადების თანახმად, საქართველოში კვლავ შეინიშნება წამების ფაქტები და ეს განსაკუთრებით ვლინდება წინასწარი დაკავების ადგილებში. თუმცა, საქართველო წამების საწინააღმდეგო მრავალი კონვენციისა თუ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილეა, მაგრამ ეს ვერ ცვლის საერთო სურათს, რომელიც არსებობს ამ სფეროში. აღნიშნული ანგარიში შეეხება სწორედ წამების პრაქტიკას. ხელისუფლებამ განახორციელა გარკვეული რეფორმები, როგორიცაა: სისხლის სამართლის კანონმდებლობის, პოლიციის მიმართულებით, ასევე დამტკიცებული იქნა წამების საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმა 2003 წელს.


შესავალი

აღნიშნული ანგარიშის მიზანია განსაზღვროს ის დიდი პასუხისმგებლობა და მართლმსაჯულების განხორციელების მნიშვნელობა, რომელიც დგება წამების ფაქტებთან დაკავშირებით. ანგარიში შეეხება ასევე მიმდინარე რეფორმას და იძლევა რჩევებს და წინადადებებს, თუ რა მიმართულებით უნდა წარიმართოს შემდგომში იგი, რათა წარმატებით განხორციელდეს.

წამებასთან დაკავშირებული მდგომარეობა საქართველოში

ისტორიული ექსკურსი და შიდა კონფლიქტი

საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, სადაც 70 პროცენტი ეთნიკური ქართველია, თუმცა ცხოვრობენ ასევე უმცირესობებიც: სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, აფხაზები, ოსები და სხვ. საქართველო შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, თუმცა 1991 წ. მოვლენების შემდეგ ის დამოუკიდებელი გახდა. ზვიად გამსახურდია იყო მისი პირველი პრეზიდენტი, რომელიც მალევე შეცვალა ედუარდ შევარდნაძემ. ამას მოჰყვა კონფლიქტი აფხაზეთში, რის შედეგად მრავალი ადამიანი იქცა დევნილად, ხოლო აფხაზეთმა “დამოუკიდებლობა” გამოაცხადა და მისი პრეზიდენტი გახდა ვლადისლავ არძინბა. შემდეგ იყო კონფლიქტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

1995 წ. მიღებული იქნა საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც განსაზღვრა, რომ ქვეყნის სათავეში დგას პრეზიდენტი, საკანონმდებლო ხელისუფლებას განახორციელებს პარლამენტი, ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს თავიანთი უფლებების დასაცავად, შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ახორციელებს კონსტიტუციურ კონტროლს.
წამების არაერთი ფაქტია გამოვლენილი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ; ეს ფაქტები აღინიშნება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების დროს, ასევე წინასწარი დაკავების საკნებში და სხვ. ეს გამოიხატება სხვადასხვა მძიმე საგნებით ცემაში, ფრჩხილების დაძრობაში და ა.შ. საკმაოდ ხშირად წამების მსვერპლნი ხდებიან პოლიციის დაწესებულებებში მოხვედრილი პირები, ასევე სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები.

საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება საქართველოს მიერ

საქართველო არის ისეთი კონვენციების ხელმომწერი სახელმწიფო, როგორიცაა: ჟენევის 1949 წ. კონვენციები, გაეროს წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის საწინააღმდეგო კონვენცია და სხვ. აღნიშნული კონვენციების რატიფიცირებით საქართველომ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა მასში მოცემული ნორმები და დაეცვა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველომ, როგორც დანარჩენმა ყოფილმა საბჭოთა სახელმწიფოებმა, შესაბამისობაში მოიყვანა თავისი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან.

საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები წამების პრევენციისთვის

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი მთლიანად შეეხება ადამიანის უფლებებს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის გარანტირებულია საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები, ასევე ადამიანის უფლებათა დასაცავად შექმნილია სახალხო დამცველის აპარატი, გენერალური პროკურორის თანამდებობა, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სხვ.

წამების განმახორციელებელი პირების პასუხისმგებლობა

ზოგიერთი სამთავრობო წარმომადგენელი აგროვებს მონაცემებს წამებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებულ საქმეთა სტატისტიკა მცირეა და ერთმანეთისგანაც განსხვავდება თვით საფუძვლების მიხედვით. გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები წამების განხორციელებაში ზოგიერთი მხილებული პოლიციელის მიმართ.

წამება დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

სახალხო დამცველს უფლება აქვს მიიღოს საჩივრები წამების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელეს პოლიციის წარმომადგენლებმა, მაგრამ არ შეუძლია აწარმოოს სრული გამოძიება.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ხელისუფალნი ვალდებულნი არიან ეფექტურად გამოიძიონ საქმე. არსებობს გარკვეული პრობლემები სამედიცინო დასკვნის ობიექტურობის მხრივაც, ვინაიდან იურისტთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დანიშნული მედ-პერსონალი ხშირად განიცდის ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან, რაც აისახება კიდეც მათ მიერ მომზადებულ დასკვნებში. მათ არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება, რათა გარანტირებული იყოს მათი მხრიდან ობიექტური ექსპერტიზის ჩატარება და ხშირად ადგილი აქვს მექრთამეობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ბრძოლის შემდეგი გეგმა:

• წამების საწინააღმდეგო გეგმა, რომელიც განხორციელებადია;
• სამართლებრივი რეფორმები, კერძოდ წამების, სპეციფიკური დანაშაულის სახედ, აღიარება;
• სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა;
• ეფექტური ღონისძიებების გატარება;
• ინსტიტუციური რეფორმები:
• პოლიციისა და პროკურატურის რეფორმები;
• სახალხო დამცველის როლის გაზრდა;
• სასამართლო რეფორმა;
• პენიტენციური სისტემის რეფორმა.

რეკომენდაციები:

საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს წამების საწინააღმდეგო პოლიტიკა, გაატაროს სამართლებრივი რეფორმები, რომლითაც წამება, როგორც სპეციფიკური დანაშაული, გაუთანაბრდება საერთაშორისო სტანდარტებს, მოხდეს შიდა კანონმდებლობის დახვეწა ამ სფეროში, გატარდეს ინსტიტუციური რეფორმები, ამაღლდეს სასამართლო ხელისუფლების როლი.

ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.humanrights.ge/files/GeorgiaAug2005.pdf

ახალი ამბები