კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილი საიდ სალახ კადიევი კვლავ პატიმრობაში იმყოფება

15 სექტემბერი, 2005

ჩეჩენი ლტოლვილი საიდ სალახ კადიევი კვლავ პატიმრობაში იმყოფება

2005 წლის 30 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქ. თბილისში დაკავებულ იქნა რუსეთის ფედერაციის, ჩეჩენ-ინგუშეთის რესპუბლიკაში, შატოის რაიონში მცხოვრები 31 წლის საიდ-სალახ კადიევი. დაკავების საფუძველს წარმოადგენდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა. კადიევის პირად პასპორტში არ აღმოჩნდა საქართველოში შემოსვლისა და ტერიტორიაზე ყოფნისათვის განკუთვნილი ვიზა, რის გამოც კადიევი დააპატიმრეს. 2005 წლის 1 სექტემბერს მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, საიდ სალახ კადიევს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

2003 წლის სექტემბერში საიდ სალახ  კადიევმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან  უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი (წითელი ხიდი) და არალეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც დაკავებულმა კადიევმა თავის ადვოკატს ბ-ნ დავით მანაგაძეს განუცხადა, სამშობლოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ იძულებული გახდა საქართველოში გადმოსულიყო.

2005 წლის 4 აგვისტოს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს მიმართეს ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეებმა და მათი მემამულისათვის დახმარების გაწევა ითხოვეს. არაერთხელ გადადებული სასამართლო პროცესი საბოლოოდ 1 სექტემბერს შედგა.                   

მიუხედავად ჟენევის 1951 წლის კონვენციისა ლტოლვილის სტატუსის შესახებ, რომლის წევრიც საქართველო 1999 წლიდანაა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული ცნობისა, საიდ სალახ კადიევის ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საიდ სალახ კადიევის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ.

2005 წლის 1 სექტემბერს მარნეულის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის, მაყვალა ფეიქრიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, საიდ სალახ კადიევს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

სასამართლო გადაწყვეტილრბით უკმაყოფილო ბრალდების მხარემ საქმე მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. პროკურატურა საიდ სალახ კადიევისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ითხოვს.

ქეთი კურატაშვილი

 

ახალი ამბები