კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის თავისუფლების ხარისხის კატასტროფული ვარდნა გრძელდება

24 ოქტომბერი, 2005

კმარა ვარდნა!

მედიის თავისუფლების ხარისხის კატასტროფული ვარდნა გრძელდება

ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე 2005 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მსოფლიოს 167 ქვეყანაში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსი გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად დაეცა. 2003 წლიდან 73-ე ადგილიდან ქართულმა მედიამ ჯერ 94-ე, ხოლო წელს უკვე 99-ე ადგილზე დაიხია.

მაღალრეიტინგული გადაცემებისა და თავად ტელევიზიებისა თუ მრავალი გაზეთის დახურვა პოსტრევოლუციურ საქართველოში ყოველდღიურ რეალობად იქცა. ვარდების რევოლუციის შემდეგ დემოკრატიული საქართველო არაერთ პოლიტიკურ თოქ-შოუსა და დებატებს გამოემშვიდობა -  „ ღამის კურიერი“, „თემა“, „ღამის მზერა“, „არჩევანის ზღვარზე“ და ა.შ.  გადაცემებს  თავად ტელევიზიების დახურვა მოჰყვა - "იბერია", "მე-9 არხი". ყოველივე ამის შემდეგ ხელისუფლებას იერიში თავად ჟურნალისტებზეც მიაქვს. უხილავ მარწუხებში მოქცევის ამაოდ მცდელობის შემდეგ, ტელეკომპანია „202“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის - რამიშვილის ბედი ხილული ბორკილებით დაბოლოვდა. ამას ემატება სამსახურიდან გათავისუფლებული არაერთი ჟურნალისტი, რომელთაც უარი თქვეს ჟურნალისტური თავისუფლების დაკარგვაზე.

ბეჭვდით მედიაშიც შემაშფოთებელი „ცვლილებებია“. დაიხურა „მთავარი გაზეთი“, „დილის გაზეთი“, „ახალი ეპოქა“, „ტრიბუნა“. „ჯორჯიან თაიმსს“ ფინანსური პოლიციის საშუალებით უპირებდნენ გასწორებას და მას ფინანსურ მაქინაციებში, გადასახადების დამალვაში, ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს.

ყოველივე იმის მანიშნებელია, რომ პოსტრევოლუციური საქართველო თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მებაირაღე ხდება. ხელისუფლება ფარული ხელით აჩუმებს ყველას (რა თქმა უნდა, მედია ორგანიზაციის მფლობელებს არ სურთ შეიქმნან პრობლემები და ურჩევნიათ „ანგარიში“ გაუწიონ მთავრობას).
ობიექტური „სამსჯავრო“ კი ყველაფერს ვარდისფერი სათვალის გარეშე უყურებს და აფასებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენთვის არც თუ ისე სახარბიელო განაჩენი გამოაქვს - საქართველო 99-ე საფეხურს იკავებს და დემოკრატიულ საწყისებს კვლავ შორეულ პერსპექტივაში იტოვებს. 

ახალი ამბები