კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ ერთი გაძევებული ჟურნალისტი

9 ნოემბერი, 2005

კიდევ ერთი გაძევებული ჟურნალისტი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ამტკიცებს, რომ შსს-ს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გურამ დონაძე იარაღით დაემუქრა. ამასთანავე, მისივე თქმით, შსს-დან მოსული წერილის საფუძველზე, სადაც საუბარია, რომ იგი თითქოსდა ნარკომანია,  მამალაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გაძევებული ჟურნალისტი ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

გურამ დონაძესა და ირაკლი მამალაძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა 2005 წლის თებერვლიდან შსს-ზე და კრიმინალზე  სიუჟეტების მომზადება დაიწყო. ამ სიუჟეტებში შსს ბევრ დანაშაულში იყო მხილებული. სწორედ აქედან დაიწყო დონაძის მხრიდან მუქარის განხორციელება. დაძაბულობამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც მამალაძემ გააკეთა სიუჟეტი მეძავ ქალებზე, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პატრულის გამოჩენის შემდეგ მათ მუშაობა გაუიოლდათ და შემოსავალი გაეზარდათ. აღნიშნულმა სიუჟეტმა ძალიან გააღიზიანა მერაბიშვილი. ტელეკომპანიაში დარეკა დონაძემ და მოითხოვა აღნიშნული სიუჟეტის ამოღება ღამის კურიერიდან. მამალაძის მიმართ გაძლიერდა მუქარები, რის გამოც იგი  გურამ დონაძის უწყებაში მისვლისგან თავს იკავებდა. თუმცა მაინც მოუწია მისვლა 13 მარტს, სადაც მას დონაძე იარაღით ხელში დახვდა.
 
„გურამ დონაძემ იარაღი დამადო და დამემუქრა. მეუბნებოდა, როგორ გავუბედე მის პატრულს მსგავსი სიუჟეტის გაკეთება და საბოლოოდ მომთხოვა, რომ დამეტოვებინა შსს-ს ტერიტორია და საერთოდ შემეწყვიტა  ძალოვან უწყებებზე სიუჟეტების კეთება“, - განაცხადა ბ-მა ირაკლიმ ჩვენთან საუბარში. 

მას შემდეგ, რაც გახმაურდა ეს ამბავი, დონაძის  არც ერთი ზარი არ ყოფილა ჟურნალისტის ტელეფონზე შესული, თუმცა ბევრია გაურკვეველი ზარი, რომელიც მამალაძემ გენერალურ ინსპექციას გადასცა საქმის შესასწავლად.

ყოველივე ამას ისიც დაერთო, რომ მამალაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. „ტელევიზიაში რომ მივედი, მითხრეს, რომ ეკა ხოფერიასთან ვიყავი დაბარებული. მან ერთი წლის შემდეგ „აღმოაჩინა“,  რომ მე ვიყავი ნარკომანი. როგორც მითხრა, მსგავსი თანამშრომლების სია შსს-დან მიუღიათ.“ მიუხედავად მამალაძის დაჟინებული მოთხოვნისა, ეჩვენებინათ მისთვის ეს სია და მოეხდინათ მისი ოფიციალური შემოწმება ნარკოტიკებზე, არ დააკმაყოფილეს.

დონაძის მიერ მამალაძის იარაღით დაშინების ფაქტზე მასალები გადაგზავნილია სახალხო დამცველის აპარატში. როგორც ბექა მინდიაშვილი აცხადებს, მიმდინარეობს საქმის მასალების მოკვლევა და მოწმეების ინტერვიუირება, რის შემდეგაც სახალხო დამცველი აღნიშნულ ფაქტზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას. 

 

ახალი ამბები