კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იმედის“ გარეშე დარჩენილი ჩეჩენი ლტოლვილები

24 ნოემბერი, 2005

„იმედის“ გარეშე დარჩენილი ჩეჩენი ლტოლვილები

ამა წლის 6 სექტემბერს ჩეჩენი მოქალაქის მუჰამედ მახაევის ბინაში გენერალური პროკურატურის თანამშრომლები შეიჭრნენ. პროკურატურამ წაიღო კომპიუტერი და ის საბუთები, რომელიც ეხებოდა აღნიშნული მოქალაქის ჰუმანიტარულ საქმიანობას. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ამა წლის 20 ივლისიდან მახაევის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

ბრალდება მახაევისათვის ჯერაც არ წაუყენებიათ, თუმცა არსებობს რამოდენიმე ვერსია, რაზედაც საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახური მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე და რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებთანაც ის თანამშრომლობს, კავშირი აქვთ „ალ-ქაედასთან“ და „თალიბანთან“.
 
2003 წლის აპრილში ჩეჩენმა მოქალაქემ მუჰამედ მახაევმა შექმნა და დაარეგისტრირა საქართველოს ჰუმანიტარული ასოციაცია „იმედი“, რომელიც სამი წლის განმავლობაში უწევდა ჰუმანიტარულ დახმარებას ჩეჩნეთიდან დევნილ ლტოლვილებს საქართველოში. გაიცემოდა სურსათი, ზამთარში უზრუნველყოფდა შეშით, ფულად დახმარებას უწევდა ობოლ ბავშვებს, ფუნქციონირებდა კომპიუტერული კლასი, სადაც ლტოლვილებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ კომპიუტერი, ფარავდა სამედიცინო ხარჯებს და ა.შ.

ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდნენ სოლიდური ევროპული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები „მუსლიმ-ჰელფენი“ გერმანიიდან და „მუსლიმ-ჰენდსი“ ინგლისიდან. აღნიშნული ორგანიზაციები ასევე არიან „საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ პარტნიორები.

ამა წლის 6 სექტემბერს მუჰამედ მახაევის ბინაში შეიჭრნენ გენერალური პროკურატურის თანამშრომლები. განუცხადეს, რომ 20 ივლისიდან აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება ჩეჩენი მოქალაქის საქმიანობასთან დაკავშირებით. ბინიდან ამოღებულ იქნა ასოციაცია „იმედის“ საბუღალტრო საქმიანობის ყველა დოკუმენტი, კომპიუტერის პროცესორი და დისკები.

საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის ამოღებამ გამოიწვია ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება. დაახლოებით თვენახევრის შუალედის შემდეგ ამოღებული ყველა დოკუმენტი დაუბრუნდა ორგანიზაციას, თუმცა გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს და ოფიციალური ბრალი „იმედის“ ხელმძღვანელისადმი ჯერაც არ წაუყენებიათ.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი დაუკავშირდა საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურს. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებელმა ხვიჩა ბეგიაშვილმა უარი განაცხადა არნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთებაზე.

ახალი ამბები