კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებული ოჯახი შველას ითხოვს

10 იანვარი, 2006

დაზარალებული ოჯახი შველას ითხოვს

“ამ სახლში ვცხოვრობთ, დილით არ ვიცით თუ ცოცხალი გავიღვიძებთ, მაგრამ  სხვა გამოსავალი არ გვაქვს”, - ამბობს თვალცრემლიანი ესმა დოლიძე, რომელსაც ზღვამ სახლი ისე დაუზიანა, რომ იქ ცხოვრება უდიდეს რისკთანაა დაკავშირებული.

სანაპირო ზოლში მცხოვრებ დოლიძეების ოჯახში ორი პენსიონერი და სტუდენტი ცხოვრობს. ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რაც ხშირად გამგეობაში სიარულშივე ეხარჯებათ. “სოფელ ადლიიდან ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაში სიარულში იხარჯება ეს პენსია.  ჩვენს საარსებო წყაროსაც მაქ სიარულში ვხარჯავთ, რომ იქნებ რაიმე გვეშველოს”, _ ამბობს ქალბატონი ესმა.

სოფელ ადლიას ზღვა უკვე რამდენიმე წელია უტევს. სანაპირო ზოლი მიტაცებულია. ადგილობრივი მოსახლეობა მოსალოდნელ საშიშროებებზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. სავარაუდოდ, ხელისუფლება სანაპირო ზოლის გამაგრებას გეგმავს. თუმცა, ხელისუფლების დანაპირების შესრულებამდე ალბათ კიდევ არაერთი წყალი ჩაივლის... იქამდე კი დოლიძეების ოჯახის წევრების სიცოცხლე კვლავ საფრთხეში რჩება.

შეთანხმებისამებრ, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა ორი წლის მანძილზე ყოველთვიურად 120 ლარს უხდიდა დოლიძეების მეზობელს და ოჯახიც უსაფრთხოდ ცხოვრობდა მეზობლის ბინაში. თუმცა, ამა წლის თებერვლის შემდეგ, რაიონის გამგეობის მიერ ბინის ქირის შეწყვეტის გამო, თავიანთ დაზიანებულ სახლს დაუბრუნდნენ. “გამგეობა ბინის ქირას რამდენიმე თვეა აღარ იხდის. იძულებული გავხდი, ძროხა გავყიდე და ორი თვისა ისე გადავუხადე მეზობელს _ ბინის მფლობელს, მაგრამ დანარჩენი რა უნდა ვქნა არ ვიცი”, _ აღნიშნავს ესმა დოლიძე.

სახლი 25 წლის წინ, (ზღვის სანაპიროდან 150-200 მეტრით დაშორებით) ააშენეს და მშენებლობისთვის საჭირო ნებართვაც ჰქონდათ. “თავის დროს ნებართვა რომ მომცეს სახლის აშენებისა, სპეციალისტებმა რატომ ვერ გათვალეს წინასწარ, თუ მსგავსი პრობლემები შეგვექმნებოდა“. 2003 წლიდან ზღვის შემოტევებისგან უკვე სახლიც ზიანდება. დღეს უკვე სახლის ნახევარია დანგრეული და დარჩენილი ნაწილიც მნიშვნელოვნად დაზიანებული. გეოლოგების დასკვნით, იქ ცხოვრება საშიშია. ყურადღებას კი დაზარალებულ ოჯახს არავინ აქცევს: “ჟურნალისტების გარდა მხოლოდ ერთხელ, 5 ოქტომბერს მოვიდა ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი როინ ბერიძე. ამ დღეს ძლიერი წვიმის შედეგად ზღვა უკვე ეზოში შემოვიდა და ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე მეზობელი დააზიანა. გამგებელმა გაგვაფრთხილა, რომ მეორე დღეს აჭარის „მეთაური“ ლევან ვარშალომიძე მოვიდოდა, იმედი გამიჩნდა, იქნებ რაიმე მეშველოს-მეთქი. ღამით გამგებელი ზეინკალებთან ერთად დაბრუნდა და სახლის ჩამონგრეული ნაწილი ჩამოაჭრა, ყოველგვარი ჩვენი ნებართვის გარეშე. თითქოს გაალამაზეს სახლი, (რადგან ვარშალომიძე მოდიოდა), მაგრამ ჩემს სახლს გალამაზება კი არა, თავიდან აშენება სჭირდება”, _ აცხადებს დაზარალებული.

დოლიძეების სახლი კომისიამ 45 000 ლარად შეაფასა. სწორედ ამ თანხას ითხოვს ოჯახი. თუმცა, მხოლოდ 9 000 ლარია რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან მათთვის გამოყოფილი: “ეს თანხა ახალი სახლის გაკეთებაში არ მეყოფა, არც ამის გამაგრება მოხერხდება ამ თანხით”.

13 წლის მანძილზე სამართლის პოვნაში იმედგაცრუებული დოლიძეები აცხადებენ: “უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, არაადამიანები მართავენ ამ ქვეყანას. რაიონის გამგებელს, როინ ბერიძეს არც კი ანაღვლებს, რომ ჩვენ ამ სახლში გვძინავს, ერთი შტორმი და კედლებს ქვეშ აღმოვჩდებით”. 

ხელვაჩაურის რაიონის გამგებელის როინ ბერიძის განცხადებით კი, დაზარალებულს ბინის ქირას რაიონის გამგეობა ვერ გადაუხდის: “ხელშეკრულება, რომელიც არსებობდა ბინის მეპატრონესა და გამგეობას შორის, უკანონო იყო, ამიტომაც გავაუქმეთ. გამგეობას არ ეხება, ბინის ქირების გადახდა”.

თვითონ პრობლემას კი ბერიძე გლობალურს უწოდებს და აცხადებს: “საკითხი მხოლოდ გამგეობის დონეზე არ დგას, სპეციალური კომისიაა შედგენილი, რომელიც ზღვისპირა ზოლის გასამაგრებელ სამუშაოებს განახორცილებს. აჭარის ხელისუფლებას აქვს მიზნობრივი პროგრამა, სადაც  81, 700 ლარია გამოყოფილი ამ სამუშაოებისთვის”. თუმცა, ხელისუფლების მიზანში 13 წლის მანძილზე ვერა და ვერ მოხვდა დოლიძეების ოჯახი, რომლის ბედს არცთუ ისე შორეულ მომავალში სანაპირო ზოლში მცხოვრები სხვა ოჯახებიც გაიზიარებენ.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები