კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იქ, სადაც ბაყაყებიც კი არ ყიყინებენ

16 იანვარი, 2006

იქ, სადაც ბაყაყებიც კი არ ყიყინებენ

“აქ ბევრი მოდის და ამბობს:  ამას  გავაკეთებ, იმას გააკეთებ, მაგრამ ისინიც მხოლოდ ფულს იღებენ და გარბიან. არავინ არაფერს აკეთებს, არავის ადარდებს, რომ შეიძლება აქ ყველანი მოვიწამლოთ. ჩვენ განწირულნი ვართ”,- ამ სიტყვებს ბოლნისის რეგიონის ყოველი მაცხოვრებელი აუდიო-ჩანაწერის მსგავსად იმეორებს. მდინარე მაშავრის და მასში ჩამავალი არხების წყლის ხარისხი ხალხში თანაბარ ნერვიულობას და აღშფოთებას იწვევს. მსგავსია მათი რეაქციაც, როდესაც საქმე ამ პრობლემას ეხება – შიში, პირველ რიგში, მათი თვალებიდან გამოსჭვივის. 

სიტუაცია ასე შეიძლება აღვწეროთ: 1970-იან წლებში საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონ სოფელ კაზრეთში ოქროს მაღარო “მადნეული” შეიქმნა. აქ წლების მანძილზე ოქროს მოპოვება და დამუშავება ხდებოდა; როგორც წესი, ამ პროცესში დიდი რაოდენობის ქიმიკატები გამოიყენებოდა. დაბინძურების შესამცირებად მოსახლეობა ფილტრსა და სხვა გასასუფთავებელ მექანიზმებს იყენებდა. წლების განმავლობაში ეს ხელსაწყოები მოძველდა და მწყობრიდან გამოვიდა, რამაც ჰაერში შხამ-ქიმიკატების წილის გაზრდა გამოიწვია.

ღია მოლურჯო-მომწვანო ნივთიერების შემჩნევა, რომელიც ნელა მიედინება პატარა მდინარე კაზრეთულაში და იქიდან დიდ მაშავარაში ჩადის, ადვილად შეიძლება. აქვეა არასათანადოდ დაკავშირებული მილები, საიდანაც, ამჯერად, ყვითელი ფერის სითხე მოედინება.

მეორე მხიდან, სადაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება და სადაც წყლის ხარისხი უნდა რეგულირდებოდეს, ქიმიური ნაერთების მაღალი შემცველობის ფერადოვანი ნაკადი ჩამოდის. ”თითქოს ეს არაკონტროლირებადი პროცესები არ იყოს საკმარისი; კომპანია რეგულარულად საცავიდან არასასურველ ქიმიკატებს ფარულად უშვებს, რაც ხშირად ღამით ან წვიმის დროს ხდება”- აცხადებს ადგილობრივი წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციდან “გარემოს დაცვის კავკასიური ქსელი”.

ოცდაათ მეტრში, იქ სადაც “ფერადოვანი’ კაზრეთულა მაშავერას  უერთდება, მდინარის მწვანე,  ნაყოფიერი ნაპირი უსიცოცხლო ყვითელ კლდეებად გარდაიქმნება. 2005 წლის აგვისტოში გერმანელი და ქართველი მეცნიერების ერთობლივმა ჯგუფმა, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მდინარე კაზრეთულასა და მაშავერაში წყლის ხარისხი შეისწავლა. მეცნიერებმა საქართველოში შეგროვებული მონაცემები გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაბინძურების დასაშვებ დონეს შეადარეს. აღმოჩნდა რომ, სპილენძის (Cu) შემცველობა მაქსიმალურ კონცენტრაციას 12 - 168 ჯერ აღემატებოდა, ცინკის (Zn) 5- 17-ჯერ, კადმიუმი (Cd) 2.5-ჯერ. ირიგაციული მიზნებისათვის Cu შემცველობა მაქსიმალურს 10-40 ჯერ აღემატებოდა, Cd-ის 1.2 - 3.4-ჯერ, ხოლო Zn - 2.8-ჯერ. რაც შეეხება სასმელ წყალს, ნივთერებათა კონცენტრაცია მაქსიმალურს 33 ჯერ აჭარბებდა.

წლების განმავლობაში წყალთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა  ანგარიშები განიხილებოდა. თუმცა ამ დრომდე დასკვნები ჯერ კიდევ არ გამოტანილა და ამომწურავი ექსპერტიზაც არ განხორციელებულა. ამდენად, რთულია რაციონალურად შეაფასო დაბინძურების რეალური საფრთხე და განსაზღვრო ის შედეგი, რაც მან შესაძლოა მოსახლეობაზე და გარემოზე იქონიოს. ხალხი კი დარწმუნებულია, რომ წყალი ტოქსიკურია, ხილი და ბოსტნეული მოწამლული, მოსახლეობა დაავადებულია სხვადასხავა სახის დაავადებებით, იბადება განუვითარებელი საქონელი, მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მცირდება. მართალია ცნობილია ფენომენი, როდესაც ადამიანი სხვადასხვა უბედურებას ერთ მიზეზს მიაწერს, თუმცა ისიც ცხადია, რომ წყალში მავნე ნივთიერებათა მაღალი შემცველობა უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაივლის.

საბჭოთა პერიოდის დასრულების შემდეგ და დამოუკიდებლობის პერიოდშიც, სიტუაცია არ გამოსწორებულა. 2005 წლის ნოემბერში ბრიტანულ-რუსულმა კორპორაციამ  “სტანტონ ექვიტი” და სუბსიდირებულმა რუსულმა ინვესტ ჯგუფმა პრივატიზაციის ტენდერში გაიმარჯვა. პრივატიზაციის პირობებში ერთ-ერთი მუხლი გარემოს სტანდარტების დაცვას მოითხოვდა, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც კანონი ასეთი სუსტია, ეს მოთხოვნა ბევრს არაფერს ნიშნავს. გადამჭრელი და მკაცრი ზომების ჩატარების შემთხვევაშიც კი, დაბინძურების შედეგი, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ასე ადვილად არ ჩაივლის. “გარემოს დაცვის კავკასიური ქსელის” წარმომადგენლების თქმით, მდინარის ნაპირი იმდენადაა დაბინძურებული, რომ სუფთა წყლის ჩადინების შემთხვევაშიც კი მდინარის ნაპირიდან ტოქსიკური ნარჩენების ჩამორეცხვას რამდენიმე წელი დასჭირდება.

ნიკოლაი პუშკარევი

ახალი ამბები