კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცოპერაცია ბათუმის #3 საპყრობილეში

26 იანვარი, 2006

სპეცოპერაცია ბათუმის #3 საპყრობილეში

24 იანვარს ბათუმის #3 საპყრობილეში სპეცოპერაცია ჩატარდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ციხეში იარაღს ეძებდნენ, თუმცა ამაოდ. ამავე დროს, საპყრობილის კარი ჩაიკეტა სახალხო დამცველისთვისაც. არსებობს ეჭვი იმისა, რომ ციხეში პატიმრები ნაცემები იყვნენ.  სპეცოპერაციას ბათუმის საპყრობილის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა, თუმცა მოტივზე არავინ საუბრობს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაჩო ახალაიამ 24 იანვარს ბათუმის #3 საპყრობილეში სპეცოპერაცია ჩაატარა. 30-კაციანი სპეცრაზმი საპყრობილეს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების თანხლებით დილის 7:30 სთ-დან ეწვია. ამ წუთიდან ციხე ჩაიკეტა მთელი დღის მანძილზე. პატიმრების ახლობლებმა ციხეში ამანათების შეგზავნა მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს.

„სპეცოპერაცია ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე - თითქოს საპყრობილეში იარაღი იყო. იარაღის ნაცვლად კი, 4 მობილური და 100 დოლარიანების ყალბი კუპიურები ამოიღეს“,- განაცხადა ჩვენთან საუბრისას აჭარის სახალხო დამცველმა გიორგი ჩარკვიანმა.

სპეცოპერაციამ საპყრობილის უფროსის, დავით გოგმაჩაძის თანამდებობა შეიწირა. გაათავისუფლეს საპყრობილის ადმინისტრაციის კიდევ ერთი თანამშრომელიც. ბათუმის #3 საპყრობილის უფროსის მოვალეობას დროებით ახალაიას მოადგილე, სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი, გოგა ონიანი ასრულებს.

საპყრობილეში პატიმრების სანახავად არ შეუშვეს აჭარის სახალხო დამცველი. ჩარკვიანის განცხადებით, „ლამის დამიჭირეს, ვადა გასული საბუთი გაქვსო“. ჩარკვიანის დამცველობის რწმუნებულება ვადაგასულია 31 დეკემბრიდან, თუმცა, საპყრობილის ძველ ადმინისტრაციასთან ამის გამო პრობლემები არ ექმნებოდა. მისი განცხადებით, ახალი რწმუნება ახლა მზადდება.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებს აქვთ ეჭვი, რომ ციხეში შესაძლოა პატიმრები იყვნენ დაშავებულნი, რაც შეიქმნა რეალური საფუძველი ჩარკვიანის ციხეში არ შეშვებისა. იგივე განცხადებებს აკეთებს ადვოკატები. იურისტ ნანა ანდღულაძის განცხადებით, პატიმრები ნაცემები არიან. „მაქვს ინფორმაცია, რომ 10 პატიმარი ძალიან ცუდად არის, მაგრამ შიგნით არავის უშვებენ. საკნების დასუფთავება მიმდინარეობსო, _ აცხადებენ და დასისხლიანებული ლეიბები გამოიტანეს გუშინ“.

პატიმრების ახლობლებიც შეშფოთებას ვერ მალავენ: „შიგნიდან ყვირილის ხმა ისმოდა, როგორც ჩანს პატიმრებს სცემდნენ“.

პატიმრები გვიან ღამით მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა იმერეთში გიორგი მშვენიერაძემ მოინახულა. მშვენიერაძე პატიმართა გარკვეულ ნაწილს შეხვდა: „მხოლოდ რამდენიმე პატიმარს შევხვდი, მსუბუქად არიან დაშავებული. ჩემთან საუბარში აღნიშნეს, რომ სპეცრაზმა მხოლოდ შეამოწმა საპყრობილე“.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები