კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მოსამართლეები პროკურორებს დაშინებული ჰყავთ

30 იანვარი, 2006

 გორის მოსამართლეები პროკურორებს დაშინებული ჰყავთ

„გორის მოსამართლეები პროკურორებს შეშინებული ჰყავთ“,- ასეთ განცხადებას აკეთებენ „ახალი მემარჯვენეების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები. პარტიის ადგილობრივი ფრთის თავმჯდომარე მამუკა ფანიაშვილის განცხადებით, გორის მოსამართლეები  შიდა ქართლისა და გორის პროკურორების გავლენის ქვეშ არიან. წინააღმდეგობის შემთხვევაში მათ იუსტიციის საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე სადისციპლინო კომისიის სხდომებზე, როგორც  „ურჩ მოსამართლეებს, ყოველდღე არბენინებს“. ვალერი ცერცვაძის ძმა გორის პროკურორი გიორგი ცერცვაძეა. ,,შეუძლებელია, ასეთი სისტემის ქვეშ რაიმე სამართლებრივ გარემოზე ისაუბრო, როგორი სისტემაც ჩამოყალიბებული აქვთ პროკურატურას და სასამართლოს გორში“, - აცხადებს მემარჯვენე მამუკა ფანიაშვილი.

„ახალმა მემარჯვენეებმა“  გორის სასამართლოს კანცელარიიდან გამოითხოვეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ პროკურატურიდან აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას პატიმრობის სახით შესული რამდენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა გორის სასამართლომ იმდაგვარად, როგორც ეს პროკურორებს სურთ. როგორც გაირკვა, 2005 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით, პროკურატურიდან სასამართლოში ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემ 31 პირთა მიმართ მოსამართლეებმა ყველა მათგანზე პატიმრობა გამოიყენა. 2003 წლის სექტემბერ-ნოემბერში კი გორის სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას პატიმრობა გამოყენებულია მხოლოდ 3-ჯერ.  „ახლებს“ მიაჩნიათ, რომ მოსამართლეები თანამდებობიდან გათავისუფლების შიშით სხვა შედარებით მსუბუქ ღონისძიებებს არ იყენებენ.

გორის პროკურორი გიორგი ცერცვაძე „ახლების“ განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ გამორიცხულია მას რაიმე სახით მონაწილეობა მიეღოს მოსამართლეების დაშინებაში.

 


 

ახალი ამბები