კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი ადვოკატები რეპრესიებზე საუბრობენ

7 თებერვალი, 2006

გორელი ადვოკატები რეპრესიებზე საუბრობენ

სამი თვის წინ გორში თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ადვოკატი მამუკა ნოზაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს დახმარებისთვის მიმართავს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ გორის პროკურატურა მიზანმიმართულ დევნას ახორციელებს. მამუკა ნოზაძეს და კიდევ ერთ ადვოკატ ქალბატონს მანანა მაზანაშვილს პროკურატურა 150-150 ლარის მითვისებას ედავება.

საქმე იმაშია, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ადვოკატებმა მამუკა ნოზაძემ და მანანა მაზანაშვილმა საკუთარ კლიენტს ჟენია ვართაპეტიანს შვილის ციხიდან დასახსნელი გირაოს თანხა 2000 ლარი შეატანინა არა თუ პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე, არამედ პირად ანგარიშზე, ხოლო ამის დამადასტურებელი ქვითარიც წარუდგენია პროცესზე. აღნიშნული  მოქალაქე ჟენია ვართაპეტიანმა ადვოკატებს დააბრალა და მიუთითა, რომ ყველაფერს ადვოკატების მითითებით აკეთებდა. უფრო მეტიც, გირაოდან დაბრუნებული 2000 ლარიდან  300 ლარი ადვოკატებმა დაიტოვესო.

დაკავებული გორელი ადვოკატების მამუკა ნოზაძისა და მანანა მაზანიშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება უკვე  დასრულდა, ხოლო საქმე მცხეთა-მთიანეთის სასამართლოს გადაეცა განსახილველად.
 
მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ იგი უკანონო პატიმრობაშია და სამართალდამცავებს არავითარი მტკიცებულება არ გააჩნიათ იმისათვის, რომ მისი ბრალეულობა დაამტკიცონ. „როგორ შეიძლება მე ვართაპეტიანისთვის ფული გამომეძალა, როდესაც მისი ადვოკატი არ ვიყავი. ვართაპეტიანის ადვოკატი იყო მანანა მაზანაშვილი და მე რა შუაში ვარ?“- აცხადებს ნოზაძე. მან არაერთხელ მიმართა სახალხო დამცველს და ადამიანის უფლება დაცვის საპარლამენტო კომიტეტს, მაგრამ უშედეგოდ.

ადვოკატი დაკავებაში უშუალოდ შიდა ქართლის ოლქის პროკურორს მიხეილ აბულაძეს ადანაშაულებს. ძველი მეგობრები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც 2005 წლის 9 აგვისტოს შიდა ქართლის სამხარეო პროკურორად მიხეილ აბულაძე დაინიშნა. „აბულაძე მეუბნებოდა, ასე ცოტა თანხას რატომ იღებ საადვოკატო მომსახურებაშიო, მთხოვდა სხვადასხვა მაკომპრომატირებელი მასალა მეცნობებინა მისთვის გუბერნატორის შესახებ. მიშა აბულაძე დამიპირისპირდა მაშინ, როდესაც გენერალურ პროკურატურაში დავიკითხე ქეთევან მაისურაძის წამების ფაქტზე. ამ ქალბატონს პროკურორებმა პროკურატურაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მიშა აბულაძის თანდასწრებით, მეც იქ ვიყავი. ქეთევან მაისურაძის დაკავებულ შვილს მე ვიცავ. მე ვარ კიდევ ერთი პიროვნების ადვოკატი, რომელიც მიშა აბულაძემ დაიჭირა, ეს არის ქარელის საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი მარიამ მარიამიძე. როგორც ჩანს,  მე სერიოზულ წინააღმდეგობას ვუწევდი პროკურორს, როგორც ადვოკატი, და ამიტომაც ჩამომიშორა გზიდან“, - განაცხადა მამუკა ნოზაძემ სასამართლოში.

შიდა ქართლის ოლქის პროკურორი მიხეილ აბულაძე აცხადებს, რომ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს სხვადასხვა დანაშაულებები ედება ბრალად და გამოძიების პროცესში ყველაფერი გამოიკვეთება.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები