23:35, Tuesday, 25.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

SOS - რადიაცია (ნაწილი პირველი)

14.02.2006
SOS - რადიაცია

(ნაწილი პირველი)


მოსახლეობა ჯანმრთელობის გაუარესებას შხამ-ქიმიკატის საწყობს უკავშირებს


 ჯანმრთელობის საგრძნობლად გაუარესებისა და რამდენიმე ფიზიკური და გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვის დაბადების შემდეგ, სიღნაღის რაიონის მკვიდრთ ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ 9 წლის გიორგის ინვალიდობაც შხამქიმიკატების საწყობში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტულმა მომწამლავმა ნივთიერებებმა გამოიწვია. აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების უმოქმედობა კი მოსახლეობას სასოწარკვეთას გვრის. ადგილობრივები იმასაც აცხადებენ, რაიონული გამგეობის წარმომადგენლები მათ გაჩუმებას აიძულებენ.
 
შხამქიმიკატის საწყობი სოფელ საქობოს (სიღნაღის რაიონი) ტერიტორიაზე 25 წლის წინ აშენდა და  მას „საქართველოს აგროსერვისი“ 2005  წლამდე ფლობდა, თუმცა ნგრევა  გაცილებით ადრე დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათი უბედურებაც აქედან დაიწყო: „სანამ დახურული იყო და შხამქიმიკატებს წესების დაცვით ინახავდნენ, მანამდე ასეთი პრობლემები არ გვქონდა, მაგრამ ბოლო 10-12 წელია ყველაფერი გაძარცვეს. ორმოებიც კი ამოთხარეს და ფილებიც მაღლა ამოყარეს. საშინელი მდგომარეობაა. აუტანელი სუნი განსაკუთრებით ზაფხულში გვაბეზრებს თავს. ვინც აქ, შხამქიმიკატების საწყობში გუშაგებად მუშაობდნენ ყველანი დაიღუპნენ, ერთმა კი მალევე მოასწრო გაქცევა და თავსაც უშველა. აქ ყოფნის პერიოდში ისიც ხველებით კვდებოდა და სუნთქვა უჭირდა“,- აღნიშნა ჩვენთან საუბარში იოსებ ორველაშვილმა, რომელიც, როგორც ამბობს, თავადაც გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებს.
 
შხამქიმიკატების საწყობის ტერიტორია დაახლოებით 3 ჰექტარს მოიცავს და მისგან ათიოდე მეტრში ხალხი ცხოვრობს. ნანგრევების სიახლოვეს ყველგან ნახავთ მიმოფანტულ, მოგროვილ, დამწვარ თუ დასაწვავავად გამზადებულ საწამლავით სავსე დახეულ ტომრებს. ადგილობრივი ხელისუფლება არ უარყოფს, რომ მათთვის აღნიშნული პრობლემა ცნობილია. იმასაც აცნობიერებენ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა, მაგრამ აცხადებენ: „არაფერი შეგვიძლია, რადგან ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის არც ფინანსები გაგვაჩნია და არც შესაბამისი გამოცდილება“.

„ამ პრობლემის შესახებ ყველამ იცის, რაიონის გამგებელმაც და დეპუტატებმაც. წერილობითაც მივწერეთ, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ რა ვქნათ, სოფლის საკრებულოს არაფერი შეგვიძლია“,- აცხადებს საქობოს საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ კუტიბაშვილი.
 
ბერდო ასანიშვილი, რომელიც უკვე ორი წელია, რაც სიღნაღის რაიონის გამგებელია, დასძენს, რომ აუცილებლად დააყენებს ამ საკითხს ზემდგომ ინსტაციებში, რათა მოხდეს ტერიტორიის გასუფთავება, თუმცა დაყოვნების მიზეზს ვერ ხსნის.
 
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელმა სიღნაღის რაიონში თინა წიკლაურმა გვითხრა, ეს საკითხი რამდენჯერმე დააყენა სიღნაღის რაიონის გამგეობისა და გარემოს დაცვის რეგიონული სამმართველოს წინაშე, მაგრამ რეგიონში ყველგან ერთი და იგივე პასუხი მიიღო - „ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ხარჯები არ გვაქვსო“.

„ეს არ არის უბრალო პრობლემა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის „ბომბი“ არა მარტო წნორისა და სიღნაღის რაიონისთვის, არამედ მთელი კახეთისთვის. ამ საწყობში ინახებოდა 1000 ტონაზე მეტი შხამქიმიკატები: დაფქვილი და სველებადი გოგირდი, ხომიცინი, ბეთანილი, ბენზომჟავა, ამბობენ დიოქსინიცო. ეს ყველაფერი მიმოფანტულია მთელს ტერიტორიაზე და ყველაზე მძიმე სიტუაცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც საწყობს ხანძარი გაუჩნდა. გარდა ამისა, ნალექისგან შხამქიმიკატები დნება და ჩაედინება სარწყავ არხში, რომელსაც მოსახლეობა იხმარს, იქიდან კი მდინარე ალაზანში. საწყობის ტერიტორიაზე დადის საქონელი. შეიძლება ძროხა არ მოკვდეს, მაგრამ მისი ხორცით ან რძით მძიმედ დაავადდეს ადამიანი. ადგილზე გვყვავდა ტოქსიკოლოგი, რომელთან საუბარშიც ძალიან  ბევრმა ადამიანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა დაავადებებს უჩივიან, ძირითადად კი სუნთქვა უჭირთ. გავრცელებულია ალერგიული დაავადებებიც. ორი შვილის დედამ კი, რომელიც შხამქიმიკატების გროვისგან 7 მეტრში ცხოვრობს, ისიც გვითხრა, რომ მესამე ბავშვი მკვდარი დაებადა, მეოთხე დაბადებამდე მოუკვდა, მომდევნო კი ინვალიდი დაიბადა“,- განაცხადა თინა წიკლაურმა.
 
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად შემუშავებულია ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მთლიანად კახეთის რეგიონის დასუფთავებას, არსებული პესტიციდებისა და შხამქიმიკატების შეფუთვას და გატანას. „ეროვნულ სამოქმედო გეგმას ხელი მოეწერება დაახლოებით მარტის პირველ რიცხვებში. ამავე თვის შუა რიცხვებში ველოდებით ჰოლანდიელ ექსპერტებს, რომლებიც ორი კვირა იცხოვრებენ წნორში და ყველაფერს დეტალურად შეისწავლიან. პროექტით, რომელსაც ჰოლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებს, გათვალისწინებულია საქართველოში არსებული ვადაგასული შხამქიმიკატებისა და პესტიციდების შეფუთვა ან საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და გაუვნებელყოფა, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება - ერთი ტონა დაახლოებით 2-3 ათასი ევრო. რამდენად მოხერხდება ეს ყველაფერი სრულყოფილად, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნამდვილად წნორშია“,- განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გაბრიაძემ.
 
ჩვენ 9 წლის გიორგის ბებიასაც ვესაუბრეთ. „ოჯახს გიორგის დედა გვინახავს. ეს ბავშვი ინვალიდი დაიბადა. ხუთ მეტრში რომ ასეთი უბედურება გვექნება, აბა რა იქნება. ავად სხვა ბავშვებიც არიან. უფროსებიც ძალიან ცუდად ვართ, მაგრამ სად წავიდეთ, ღია ცის ქვეშ ხომ ვერ ვიცხოვრებთ. ზაფხულში ეზოში გამოსვლაც კი ჭირს, ისეთი სუნია. ვის აღარ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ასეთი განუკითხაობა განა შეიძლება, ჩვენც ხომ გვაქვს სოცოცხლის უფლება?- კითხულობს ლალი დუდაევა.
 
წნორის სამშობიარო სახლისა და სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალი ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა პირად საუბარში დასძენენ, რომ ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ორსულ ქალებსა და ბავშვებს აქვთ. ექიმები არც მახინჯი ბავშვების დაბადებას არყოფენ.


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC