კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაჭაობებული ჭიაურის ტყე – ეკოლოგიური კატასტროფა და მალარიის ეპიდემია

14 მარტი, 2006

დაჭაობებული ჭიაურის ტყე – ეკოლოგიური კატასტროფა და მალარიის ეპიდემია

„დავიცვათ გარემო“ – ასე ერქვა 10 მარტს კახეთში წნორი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ჭიაურის ტყესთან გამართულ აქციას, რომელშიც მონაწილეობა, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, თელაველმა და სიღნაღელმა სტუდენტებმაც მიიღეს. რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის მონაწილეები ავტომანქანებით გამვლელ ადამიანებს ტრანსფარანტებით კიდევ ერთხელ აფრთხილებდნენ მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის შესახებ.
 
ათეულობით წელია, რაც ლაგოდეხის რაიონის ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა. ჭიაურის ტყე, რომელიც 4 ათას ჰა ფართობს იკავებს, ფაქტობრივად წყალშია. გაზაფხულობით, ნალექების მატებისას რამდენიმე ადიდებული მდინარის წყალი ჭიაურის ტყეში შედის, იქ გუბდება და დროთა განმავლობაში ჭაობდება. ის, რომ დღემდე არსებულმა არცერთმა ხელისუფლებამ არც ჭაობის დაშრობაზე იფიქრა და არც მდინარეების კალაპოტები გაამაგრა, დღეს კახეთის მოსახლეობას სერიოზულ საფრთხის წინაშე აყენებს. ჭიაურის ტყეში უკვე დიდი ხანია აღარ ბინადრობს შველი, ხოხობი, ღორი და ბევრი სხვა სახეობის ფრინველი თუ ცხოველი. დაახლოებით 200-მდე ჰექტარზე მხოლოდ გამხმარი ხეებიღაა შემორჩენილი. სისტემატურმა დატბორვამ ათობით ჰა სასოფლო სამეურნეო სავარგულები მთლიანად წყლით დაფარა და სოფლის მეურნეობისათვის აბსოლუტურად გამოუყენებელი გახადა. მდინარეების ადიდების დროს ტყეში შემავალი წყალი ხშირად ავტომაგისტრალზე გადის და ავტომანქანებით მოძრაობას თითქმის შეუძლებელს ხდის. დაჭაობებულ ტყეში გავრცელებულია მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი. ლაგოდეხის რაიონში მალარიის ასეულობით შემთხვევა უკვე დაფიქსირებულია.
 
10 მარტს, ჭიაურის ტყესთან გამართულ აქციას ცენტრალური მედია-საშუალებების წარმომადგენლები არ დასწრებიან. იმდენად, რამდენადაც 10 მარტს კახეთს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა და გლეხებს ამონიუმის გვარჯილას ურიგებდა, ცენტრალური მედია სწორედ პრეზიდენტის ვოიაჟს აშუქებდა. ჭიაურის ტყის პრობლემით მხოლოდ ადგილობრივი ტელევიზიები და პრესა დაინტერესდა.

დაინტერესდა (ან იქნებ შეშფოთდა) და აქციაზეც გამოჩნდა ლაგოდეხის რაიონის გამგებელი თამაზ გოძიაშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეთა განცხადებით, „საკმაოდ გაურკვევლად ისაუბრა“. მან აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ „რაიონის ხელმძღვანელობა პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ღონეს ხმარობს. ადგილობრივი ფერმერების მიერ შეგროვებულია დაახლოებით 40 ათასი ლარი, რომელიც ჭიაურის ტყის პრობლემის მოგვარებისათვის დაიხარჯება.“ თუმცა, აღნიშნული თანხა ჩასატარებელ სამუშაოებთან შედარებით საკმაოდ მიზერულია.

აქციიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, ჩვენ დავუკავშირდით პრეზიდენტის რწმუნებულის პრეს სამსახურს, რომელთაც გვაცნობეს, რომ მილიონი ლარი გადმოირიცხა ბიუჯეტიდან ჭიანურის ტყის აღსადგენად და რწმუნებულის ადმინისტრაცია საკუთარ თავზე იღებს სამუშაოების ჩატარებას.

ვერიკო კობიაშვილი კახეთიდან

ახალი ამბები