კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო ტრეფიკინგის მიმღებ ქვეყანათა რიცხვს შეემატა

2 მაისი, 2006

საქართველო ტრეფიკინგის მიმღებ ქვეყანათა რიცხვს შეემატა

რუსი მამაკაცები საქართველოში შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ტრეფიკინგის შემთხვევა გამოვლინდა. მსხვერპლნი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.  ქეთევან სილაგავამ ვლადიმირი და ვიქტორი შრომით ტრეფიკინგში სამი წლის წინ იძულებით ჩააბა. სამგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით შრომითი ტრეფიკინგის მუხლით უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

როგორც ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლის სიტყვებიდან ირკვევა, სოფელ ცაიშის მკვიდრმა ქ-ნმა ქეთევან სილაგავამ საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შეთავაზების დაპირებით, მოსკოველი მარტოხელა მამაკაცები - ვლადიმირ ... და ვიქტორ ... ჩამოიყვანა. სამი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებს შავი და საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უწევდათ და ქვეყანაში არალეგალურად, ვიზებისა და პასპორტების გარეშე იმყოფებოდნენ. დაზარალებულთა ჩვენებებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ ტრეფიკინგში ეჭვმიტანილმა ქალბატონმა ქეთევანმა, უკვე მოახერხა მოსკოვში ერთ-ერთი მსხვერპლის კუთვნილი ბინის 75 000 დოლარად გაყიდვაც. რამდენადაც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი ქალბატონი ამჟამად მოსკოვში იმყოფება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე და მათ შორის შრომითი ტრეფიკინგის მუხლით უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებაც დაიწყო.
  
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენთვის კი ცნობილი ხდება, რომ ფაქტის გამოვლენიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში სამხარეო მთავარ სამმართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, პოლიციის სამმართველოს მხრიდან ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, რუსეთის საელჩოდან არავინ შეხმიანებია.
 
ტრეფიკინგის ორი მსხვერპლიდან ერთ-ერთი ვლადიმირი იმ ოჯახში დაბრუნდა, სადაც მას შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ (?) და გამოძიებისათვის ადრე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, ახლა აცხადებს, რომ ამ ოჯახში ნებაყოფილობით იმყოფებოდა; ხოლო მეორე, ვიქტორი, რომლის თავშესაფარზეც შესაბამისმა ორგანოებმა იზრუნეს, მასზე განხორციელებულ შრომით ძალადობას არ უარყოფს და მოკლე კომენტარით იფარგლება:,, Я НЕ ХОЧУ ВОЗВРАЩАТСЬЯ В РАБСТВО!“ („მე არ მსურს დავბრუნდე მონობაში“).
 
დღემდე გაურკვეველია კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლის ვინაობა და ადგილსამყოფელი, რადგან თვითმხილველთა ნაწილის ვარაუდით, საქართველოში სილაგავამ სამი რუსი მამაკაცი ჩამოიყვანა.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები