კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარხნის მუშა-ხელი მეპატრონეს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

31 მაისი, 2006

ქარხნის მუშა-ხელი მეპატრონეს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

„კასპიცემენტის“ მუშა-ხელს აქციებს ართმევენ, რომელიც ერთი კაცის - დავით ბეჟუაშვილის ხელში გადავა. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ კასპიდან რესპუბლიკური პარტიის კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხათუნა თათანაშვილმა აცნობა. თათანაშვილის თქმით, თუ ქარხნის მუშები აქციებს ნებით არ დათმობენ, მაშინ დავით ბეჟუაშვილი ქარხნის ასპროცენტიანი წილის მფლობელი ავტომატურად გახდება. აქციების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, დავით ბეჟუაშვილს აქციონერები საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. 1 500-მდე აქციონერი დეპუტატს „კასპიცემენტის“ მესაკუთრეობასა და მათი კანონიერი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

როგორც „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ კასპში ქარხნის მუშებმა განუცხადეს, სს „კასპიცემენტის“ აქციების 95%-ის მფლობელი, გაურკვეველ ვითარებაში, დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის და საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა, რობერტ ბეჟუაშვილის კუთვნილი შპს „ქემიქს ინტერნეიშენალ“-ი გახდა. აღნიშნული შპს დაფუძნებული მარშლის კუნძულებზეა.

მანამდე სს „კასპიცემენტის“ აქციების 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იყო, ხოლო დანარჩენი 49%-ის მფლობელი 1 500 აქციონერთან ერთად ხან ლევან მამალაძე მოიაზრებოდა, ხან ბეჟუაშვილი, ხან აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ახლობლები და ა.შ. ქარხნის მუშა-ხელმა 2006 წლის 30 აპრილამდე არ იცოდა, თუ ვის ეკუთვნოდა მუშა-ხელის გარდა ქარხანა.

2006 წლის 30 აპრილს კი რობერტ ბეჟუაშვილმა ქარხნის მუშა ხელს მარშლის კუძულებიდან წერილი გამოუგზავნა: ქარხნის 95%-ის მფლობელი მე ვარ, ხოლო თუ 4 მაისამდე თქვენს აქციებს 26 თეთრად არ მომყიდით, 4 მაისის შემდეგ ეგ თქვენი აქციები ავტომატურად ჩემს ხელში გადმოვაო, - ასე თარგმიან ქარხნის მუშები რობეტ ბეჟუაშვილის მიერ გამოგზავნილ წერილს.

ციტატა წერილიდან:
,,ს/ს ,,კასპიცემენტის“ აქციათა გამოსყიდვის მიზნით, გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2006 წლის 4 მაისი, რომლის მდგომარეობითაც არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან მოხდება მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები
1) ს/ს კასპიცემენტი“-ს აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე განთავსებულია აქციების გამოსყიდვისათვის საჭირო თანხა (ერთი აქცია - 26 თეთრი), რომლის მიღებაც, გამოსყიდვის რეესტრში  ხელის მოწერის შემდგომ, აქციონერებს შეუძლიათ საბროკერო კომპანია ,,საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში“, შემდეგ მისამართზე, თბილისი მოსეშვილის ქ. 24
2) გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხდება დარჩენილი გამოსასყიდი თანხის დეპონირება და აქციები გადავა მყიდველის საკუთრებაში.
აქციონერებს საბროკერო კომპანია „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფის“ გამოსყიდვის ანგარიშის გაცნობა (რომელშიც მითითებულია გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, გამოსასყიდ აქციათა სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი) შეუძლიათ საბროკერო კომპანია „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფთან“.
აქციონერებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ს/ს ,,კასპიცემენტის“ რეგისტრატორს, შპს ,,კომპანია-ცენტრს“ თბილისში ი.მოსაშვილის ქ #24“

ხათუნა თათანაშვილის თქმით, თუ ქარხნის მუშები აქციებს ნებით არ დათმობენ, მაშინ დავით ბეჟუაშვილი ქარხნის ასპროცენტიანი წილის მფლობელი ავტომატურად გახდება. აქციების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, დავით ბეჟუაშვილს აქციონერები საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. 1 500-მდე აქციონერი, მათ შორის ანზორ მანძულაშვილი, თამაზ დალაქიშვილი, ალიკა ჩიტიშვილი, ანეტა ჩიტიშვილი, ალიკა ქებაძე და სხვ. ბეჟუაშვილებს „კასპიცემენტის“ მესაკუთრეობასა და მათი კანონიერი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ხათუნა თათანაშვილის თქმით, დაუშვებელია აქციის ღირებულების 26 თეთრად შეფასება. მაგალითად, 2006 წლის 28 აპრილს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხევით, ერთ-ერთი აქციონერის  აქციის ნომინალური ღირებულება 1 .30 ლარია. ერთ თვეში კი 1 .30 ლარიდან 0 .26 თეთრამდე აქციის ღირებულების ჩამოფასება გარკვეულ ეჭვს იწვევს.

ხათუნა თათანაშვილი: „ბეჟუაშვილებმა საბოლოოდ ჩაიგდეს ხელში „კასპიცემენტი“. თავის დროზე „კასპიცემენტი“ ქონების მართვის სამინისტრომ რომ გაყიდა, მუშების დიდი ნაწილი ქარხნის კანონიერი აქციონერები გახდა. მაშინ თითო აქციის ნომინალური ღირებულება 75 ცენტი იყო. ახლა უნდათ, სააქციო საზოგადოება ჯიბის ქარხნად გადააქციონ. „კასპიცემენტის“ საწესდებო კაპიტალი 6 მლნ 162 074 ლარამდეა, გამოშვებული აქციების რაოდენობა 4 მლნ 740 057-ს შეადგენს. ანუ ერთი ცალი აქცია 1 ლარი და 30 თეთრი უნდა ღირდეს და არა 26 თეთრი.“

2006 წლის 4 მაისს აქციონერები თბილისში მოსეშვილის ქუჩაზე შპს-ს ოფისში დაიბარეს, სადაც მათი დიდი ნაწილი არ მივიდა. აქციონერებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები, რადგან ბეჟუაშვილები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთრება. სახელმწიფო კი ვალდებულია, ეს საკუთრება დაიცვას. უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები