კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცხოელი ექსპერტები პატიმართა მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან

1 ივნისი, 2006

უცხოელი ექსპერტები პატიმართა მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ციხეებში შექმნილ ვითარებას უარყოფითად აფასებენ. მდგომარეობის შესასწავლად გასულ კვირას თბილისში ორგანიზაცია „ჰუმან რაიტს ვოტჩის“ (Human Rights Watch) ექსპერტები იმყოფებოდნენ. მათ ციხეები დაათვალიერეს, ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ და პატიმრებსაც. შთაბეჭდილებები არადამაკმაყოფილებელია, რაც მათ სპეციალურ ანგარიშში აისახება. 

ჯეინ ბუჩანანი და კაროლინ მაქგრეგორი საქართველოს ციხეებში მონიტორინგს 2 კვირა ატარებდნენ. ისინი სტუმრობდნენ თბილისის მე-5 და მე-7 იზოლატორებს, ასევე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რუსთავის პირველ და მეექვსე კოლონიას, ქუთაისის მე-2 იზოლატორს. ასევე შეხვედრები ჰქონდათ იუსტიციის მინისტრთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და გენერალურ პროკურორთან. სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ ექსპერტი ჯეინ ბუჩანანი „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ჟურნალისტს შეხვდა და ესაუბრა. ის საკმაოდ უკმაყოფილოა და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს. 

ჯეინ ბუჩანანი: „საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ციხეებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჩვენ  წინასწარი დასკვნები წარმოვადგინეთ და ავღნიშნეთ, რომ ციხეში არსებული პირობები და პატიმრებისადმი მოპყრობა  საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. წინასწარი დასკვნებით,  შეშფოთებულები ვართ. ციხეებში არის პატიმართა დიდი რაოდენობა და ანტისანიტარია, ირღვევა პატიმართა ისეთი უფლებები, როგორიც არის ჯანმრთელობა და ინფორმაციის ქონის უფლება. მართალია, ახალაშენებულ ციხეებში არის სისუფთავე, მაგრამ ისიც გადაჭედილია. ასე რომ, პატიმართა უფლებები უდაოდ ირღვევა. შეშფოთებულები ვართ, რომ პატიმრები განიცდიან როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას. ის ადამიანები კი, რომლებიც ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე, დასჯილნი არ არიან. აღნიშნული მონიტორინგის საფუძველზე ჩვენ დეტალურ მოხსენებას მოვამზადებთ, რომელშიც ის რეკომენდაციები აისახება, რომელიც სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია.“ 

ექსპერტები შეშფოთებულები არიან ციხეებში პატიმართა გარდაცვალებითაც. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2005 წელს გარდაცვლილია 47 პატიმარი, 2006 წლის 4 თვეში კი 24 პატიმარი. როგორც ექსპერტებმა გვითხრეს, იუსტიციის სამინისტროს მათთვის აღნიშნული სტატისტიკა რა მიუწოდებია. „რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, 2005 წლის სტატისტიკა არ გამაჩნია. 2006 წლის  22 მაისს პენიტენციალურმა დეპარტამენტმა „ჰუმან რაიტს ვოტჩს“ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2005 წლის 10 დეკემბრიდან 2006 წლის მაისამდე გარდაცვლილია 10 პატიმარი. ამ რიცხვში ის 7 ადამიანიც შედის, რომლებიც ციხეში სპეცოპერაციისას დაიღუპნენ. თითოეული პატიმრის სიკვდილით შეშფოთებულნი ვართ, ვინაიდან ყველა ადამანს აქვს სიცოცხლის უფლება. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა, განსაკუთრებით  გენერალური პროკურატურა მიუკერძოებელ გამოძიებას ჩაატარებს და გაარკვევს, რამდენად სამართლიანად მოხდა პოლიციელების მხრიდან ძალის  გამოყენება და ხომ არ მოხდა ძალის გადაჭარბება“,- ამბობს ჯეინ ბუჩანანი.  

„ჰუმან რაიტს ვოტჩი“  საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მონიტორინგს პერიოდულად ატარებს. წლევანდელი მონიტორინგი პირველი არ ყოფილა. სისტემაში არსებული მდგომარეობით კი საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის უკმაყოფილოა.

ეკა გულუა

ახალი ამბები