კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი ჟურნალისტები მაღალჩინოსნების დასჯის მექანიზმის გაძლიერებას ითხოვენ

2 ივნისი, 2006

გორელი ჟურნალისტები მაღალჩინოსნების დასჯის მექანიზმის გაძლიერებას ითხოვენ

29 მაისს, გორელი ჟურნალისტებისა და სახალხო დამცველის სოზარ სუბარს შორის დაგეგმილი შეხვედრა ცხინვალში გართულებული მდგომარეობის გამო  არ შედგა.  გორელ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ. ჟურნალისტები სახალხო დამცველს რეგიონის მაღალჩინოსნების მიმართ დასჯის მექანიზმების გამკაცრებას სთხოვენ.

შეხვედრა გორის რაიონის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში დაიგეგმა, თუმცა გორის რაიონის გამგებელმა ნუკრი პაპუნაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შენობაში მიმდინარე რემონტის გამო საკონფერენციო დარბაზს ვერ დაუთმობდა. შესაკეთებელი სამუშაოები კი გამგეობამ შეხვედრის წინა დღეს დაიწყო.

ჟურნალისტების განცხადებით, გორის რაიონის გამგებელმა პირადი ინტერესების გათვალისწინებით, სახალხო დამცველს და ადგილობრივ ჟურნალისტებს არ დაუთმო საკონფერენციო დარბაზი. როდესაც გამგებლის უარმა გორელ ჟურნალისტებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, გამგეობის მუშებს სასწრაფოდ მაგიდების და სკამების აღება დაავალეს.

სოზარ სუბარმა ჯერ კიდევ 2004 წლის მოხსენებაში აღნიშნა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მიხეილ ქარელის და გორის რაიონის გამგებლის ნუკრი პაპუნაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ორივე მაღალჩინოსანმა საყვედური მეწარმეების დაშანტაჟებისთვის და მათი ქონების პირად საკუთრებაში აღებისთვის დაიმსახურა.

2005 წლის მოხსენებაში კვლავ შიდა ქართლის გუბერნატორი და გორის რაიონის გამგებელი ფიგურირებენ. გორის რაიონის გამგებელს მხოლოდ გურჯაანის გამგებელიც მიემატა. სოზარ სუბარი სამივე მაღალჩინოსანს რეკომენდაციას აძლევს, რომ  საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს იხელმძღვანელონ საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსით.

ახალი დაფუძნებულ გაზეთ „ქართლის ხმის“ მთავარი რედაქტორის თამარ ოქრუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ რეგიონის ორივე მაღალჩინოსანი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს კვლავ არ ასრულებს.

„ბოლო ერთი კვირაა, გუბერნატორის პრესსამსახურმა ორჯერ გამოგვიგზავნა პრესრელიზი, რაც ამდენი ხნის განმავლობაში უპრეცედენტო შემთხვევაა, მაგრამ მასთან ინტერვიუ ან რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოტანა კანცელარიიდან, კვლავ შეუძლებელია. ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ადგილობრივი, პარლამენტარ ბადრი ნანეტაშვილის ტელევიზიის და გაზეთ „თრიალეთის“ სასურველი რესპოდენტები არიან“, - აცხადებს „ქართლის ხმის“ მთავარი რედაქტორი თამარ ოქრუაშვილი.

„ხალხის გაზეთის“ მთავარი რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი ასეთ ფაქტს იხსენებს: „როდესაც 9 მაისის ღონისძიებაზე ჩვენი გაზეთის ჟურნალისტი მხარის რწმუნებულთან ინტერვიუს ასაღებად მივიდა, გუბერნატორმა ასეთი რამ განუცხადა - მე ინტერვიუ „თრიალეთის“ ტელევიზიას მივეცი და იქიდან გადაიწერეთო... მე ის მინდა ვთქვა, რომ მთელი ორი წლის განმავლობაში, ელემენტარულად, მისი ბიოგრაფია ვერ მოვიპოვეთ. სამხარეო ადმინისტრაციის კანცელარის უფროსი ალექსი ჯალაბაძე ჩვენი ჟურნალისტების განცხადებებს საერთოდ არ იღებს რეგისტრაციაში“ ,- აცხადებს რეზო ოქრუაშვილი.

გორელი ჟურნალისტები ითხოვენ რეგიონის მაღალჩინოსნების მიმართ, გამკაცრდეს დასჯის მექანიზმები. თამარ ოქრუაშვილის თქმით, „თუ დედაქალაქიდან მხარდაჭერა არ იქნება, რაც არ უნდა ვწეროთ, მაინც იგივეს გააკეთებენ“.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები