კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანთა ტრეფიკინგი საქართველოში - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

9 ივნისი, 2006

ადამიანთა ტრეფიკინგი საქართველოში - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

გამოქვეყნებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და მონიტორინგის ოფისის მიერ
2006 წლის 5 ივნისი

საქართველო (მე-2 დონე)

საქართველო წარმოადგენს როგორც წყაროს, ასევე სატრანზიტო ქვეყანას ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების ტრეფიკინგისათვის სექსუალური ექსპლოატაციისა და იძულებითი შრომის თვალსაზრისით. უამრავი ქართველი გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი თურქეთში, რაც ძირითადად ამ ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის უქონლობითაა გამოწვეული. მსხვერპლნი უკრაინიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან საქართველოს გავლით ხვდებიან თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაში, სადაც ისინი ტრეფიკინგის მახეში ებმებიან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად სულ მცირე 500 ქართველი ქალი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი საზღვარგარეთ. ანგარიშები სექსუალური ექსპლოატაციისა და იძულებითი შრომის სახით საქართველოს სახელმწიფოს შიგნით არსებული ტრეფიკინგის შემთხვევების შესახებ კვლავაც გრძელდება.

ანგარიშების მიხედვით მსხვერპლნი იძულებითი შრომის სახით ებმებიან ტრეფიკინგში საქართველოსაგან  გამოყოფილ რეგიონებში- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში  ტერიტორიაზე, რაც ტრეფიკიორების მიერ გამოიყენება როგორც  რუსეთიდან მსხვერპლთა ტრეფიკინგში ჩასაბმელად საქართველოში ასევე პირიქით. საქართველოს მთავრობა ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც შემუშავებულია  ტრეფიკინგის  შემთხვევების შესამცირებლად;  თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ის ამისათვის არ იშურებს ძალისხმევას.

საქართველოს მთავრობამ 2005 წლის განმავლობაში შესამჩნევლად გაზარდა ტრეფიკინგის ფაქტებზე გამოძიება და ტრეფიკიორების დაკავება. პრეზიდენტმა დანიშნა გენერალური პროკურორი, მთავრობა, რათა მათ გაემართათ  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, რამაც, როგორც შემდგომი ანგარიშები მოწმობენ გაზარდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ინტენსივობა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ ვერ შეძლო ტრეფიკიორების ინტენსიური განდევნა და ვერ მიაღწია არსებით წარმატებას ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვასა და რეაბილიტაციაში. მთავრობამ უნდა განახორციელოს მსხვერპლთა სახელმწიფო პოლიტიკა, გაზარდოს ბრალდებები და სასჯელები ამ სფეროში, ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის უზრუნველყოს სათანადო თავშესაფრების შექმნა და დააფუძნოს მოწმეთა დაცვის სისტემა, რათა მოწმეებმა თავი დაცულად იგრძნონ და შეძლონ საკუთარ ექსპლუატატორთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. უნდა ჩატარდეს სპეციალური კამპანიები ამ სფეროში მოსახლეობის ცოდნის ასამაღლებლად, რათა მსხვერპლნი იყვნენ წახალისებულნი ეძიონ ზრუნვა და დახმარება იმისათვის, რომ საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლთა მიმართ იკლოს ნეგატიურმა დამოკიდებულებამ.

დევნა
2005 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის სამართალდამცავთა პასუხი ტრეფიკინგზე არ ყოფილა ერთფეროვანი. მთავრობამ გაზარდა ამ სფეროში დაკავებებისა და გამოძიებების რიცხვი, მაგრამ ვერ მიაღწია წარმატებას ტრეფიკიორების მსჯავრდებასა და დასჯაში. საქართველოს მთავრობამ გამოიძია ტრეფიკინგის 27 შემთხვევა და ჩაატარა ცხრა სასამართლო პროცესი საანგარიშო პერიოდში. ამ საქმეთაგან სამი დასრულდა ცხრა ტრეფიკიორის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით. ამათგან მხოლოდ ორი იხდის  სასჯელს, რომელთაც მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთას ხუთი წლის ვადით. ოთხი ტრეფიკიორი განთავისუფლდა სასჯელის მოხდის შემდეგ, ხოლო დარჩენილი სამი კი, იხდის პირობით სასჯელს. ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ნაწილმა კვლავაც განაგრძო მოქმედება მთელი საქართველოს მასშტაბით. ცენტრის შემადგენლობაში შედიოდნენ 29 ოფიცერი თბილისში და 12 რეგიონში და კიდევ ერთი ნაწილი შეიქმნა თბილისის აეროპორტში, რომელიც მუშაობდა ყოველდღე 24 საათის განმავლობში. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ აღნიშნულ ცენტრთან. მთავრობამ წარმატებებს მიაღწია ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც მოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა ამ უკანასკნელთ გაეწიათ რჩევები საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებით. ამ კანონპროექტმა საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენა გაიარა 2006 წლის დასაწყისში. ანგარიშები ტრეფიკინგთან დაკავშირებული კორუფციისა და სამართალდამცავთა  თანამონაწილეობის შესახებ ტრეფიკინგის შემთხვევებში კვლავაც გრძელდება. 2005 წლის თებერვლის ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ეხებოდა ტრეფიკინგის საქმეში თანამდებობის პირის თანამონაწილეობას, საბოლოოდ დასრულდა ჯარიმის გადახდითა და პირის განთავისუფლებით მას შემდეგ რაც მან მოიხადა სასჯელი. მთავრობამ განაგრძო კიდევ ერთი საქმის გამოძიება რომელიც სხვა საპასპორტო ორგანოს თანამდებობის პირს ეხებოდა, ეს უკანასკნელი ხელს უწყობდა ტრეფიკინგს 2004 წელში. ხსენებული საქმე 2006 წლის მარტში გენერალურ პროკურორს გადაეცა.

დაცვა
საქართველოს მთავრობამ 2005 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ტრეფიკინგის მსხვერპლთა სათანადო დაცვის უზრუნველყოფა და მათი დახმარება. მას არ დაუფუძნებია ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარი; მსხვერპლთა უმრავლესობა საქართველოში დაბრუნებისას ვერ ღებულობს სათანადო დახმარებასა და რეაბილიტაციას. მსხვერპლთა დაცვის უქონლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მათ ვინც აღმოჩნდა ტრეფიკინგის მსხვერპლი არ აქვთ სურვილი მისცენ ჩვენება ტრეფიკიორების წინააღმდეგ გამოძიებისა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებსა და მესაზღვრეებს  ფორმალურად თვალყური არ მიუდევნებიათ ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლისთვის, 2005 წელს, წინა წლებთან შედარებით,  შეიმჩნეოდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობის გარკვეული ზრდა 15-დან 18 შემთხვევამდე. მთავრობამ ვერ შეძლო ჩამოეყალიბებინა  მექანიზმი , რომლის საფუძველზეც ტრეფიკინგის მსხვერპლნი დახმარებისათვის მიმართავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიუხედავად ამისა 2005 წლის განმავლობაში აჭარის პოლიციამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს იდენტიფიცირებისა და მიმართვის თაობაზე პილოტური პროექტის შესახებ. სასაზღვრო პოლიციამ, არასამთავრობოს დახმარებით თურქეთის საზღვარზე ჩამოაყალიბა მოსაცდელი ოთახი პოტენციურ მსხვერპლთა უკეთესი ამოცნობისათვის.

პრევენცია
გასული წლის განმავლობაში მთავრობა კვლავაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეყრდნობოდა ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით. 2005 წლის დეკემბერში მთავრობამ გენერალურ პროკურატურას დააკისრა პასუხისმგებლობა ტრეფიკინგზე და გენერალური პროკურორი მისი სააგენტოთაშორისო  კომისისიის თავმჯდომარედ დანიშნა. ყოველ ორ თვეში ერთხელ ახალი მონაცემების  შეგროვებისა და გავრცელების საფუძველზე, და  საკუთარი მოქმედების გეგმის შემუშავების შედეგად კომისიამ გააუმჯობესა საკუთარი ღონისძიებების გამჭირვალობა. მიუხედავად ამისა, მთავრობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2004 წლის დეკემბერში იქნა შემუშავებული, კვლავაც უმეტესწილად განუხორციელებელია. მართალია, გასული წლის განმავლობაში რამოდენიმე სამინისტრომ საკუთარი ბიუჯეტიდან მიმართა თანხები ტრეფიკინგის წინააღმდეგ განსახორციელებელი ღონისძიებების სასარგებლოდ, მთავრობამ კიდევ უნდა გამოყოს თანხები ამ სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად.
http://www.state.gov/g/tip/rls/tiprpt/2006/65988.htm

ახალი ამბები