პრეზიდენტს ხელშეკრულების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივიან
14.06.2006
პრეზიდენტს ხელშეკრულების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივიან

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა როცა ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ვეტერანებთან გააფორმა დოკუმენტი, რომელსაც ერქვა „ხელშეკრულება თბილისთან“. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2002 წელს გაფორმდა, პრეზიდენტი ვალდებულებას კისრულობდა, რომ დაიცავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა ღირსებას და შექმნიდა ვეტერანთა რეაბილიტაციისა და დასაქმების ცენტრს. პირობა არ შესრულდა. ვეტერანები კი სასამართლოში ჩივიან.
ხელშეკრულებას პრეზიდენტის გარდა ხელს აწერენ დეპუტატები კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი და „სახალხო ფორუმის“ თავმჯდომარე რეზო შავიშვილი. ისინი 2002 წელს სააკაშვილის გუნდში იყვნენ და თბილისის საკრებულოს წევრები გახლდნენ. დღეს კი საპარლამენტო ოპოზიციაში არიან. მათი თქმით, ვეტერანები მართალნი არიან და კანონიერი უფლება აქვთ, ხელშეკრულების შესრულება მოითხოვონ.
ორგანიზაცია „ვეტერანთა დარბაზი“ ერთ-ერთია, რომელსაც სასამართლოში შესატანად სარჩელი მზად აქვს. როგორც მისი წარმომადგენელი ჩიორა წიკლაური ამბობს, ვეტერანები სახელმწიფო კანცელარიასთან პერიოდულად საპროტესტო აქციებსაც გამართავენ: „ხელშეკრულების მეექვსე პუნქტი ამბობს: დავიცავთ საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა ღირსებას, რისთვისაც შევქმნით ვეტერანთა რეაბილიტაციისა და დასაქმების ცენტრს. პრეზიდენტმა ეს დანაპირები არ შეგვისრულა, არადა, გვპირდებოდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობას ისე არ დაასრულებდა, სანამ მისი სიტყვა და ხელშეკრულება არ შესრულდებოდა. მას შემდეგ საკმაოდ დრო გავიდა, სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა და ყველა ბერკეტი მის ხელშია. მიუხედავად ამისა, მან ჩვენ მოგვატყუა. ერთდერთი გამოსავალი მხოლოდ ის არის, რომ სასამართლოს მივმართოთ და დარღვეული უფლებების აღსადგებად ვიბრძოლოთ“.
ხელშეკრულების სხვა ხელმომწერებს ეს დოკუმენტი ბუნდოვნად ახსოვთ, თუმცა იმის თქმა არ ავიწყდებათ, რომ პრეზიდენტმა ვეტერენები „გადააგდო“.
„მაშინ, როცა ჩვენ საკრებულოს წევრები ვიყავით, ეს პროგრამა გეგმაში იყო ჩადებული და მის განხორციელებაში თავად ვეტერანებიც მონაწილეობდნენ. მერე სააკაშვილმა ისინი გადააგდო. თავიდან, სანამ კიდევ სჭირდებოდა ხელისუფლებაში წინსვლა, ყველაფერი კარგად იყო. ეს 2002 წლის ამბებია და დაწვრილებით დეტალები არ მახსოვს. ეს მაშინ საკითხის დეტალი იყო და არა ძირითადი ნაწილი“, - ამბობს ზვიად ძიძიგური.
„მაშინ, როცა ჩვენ საკრებულოს წევრები ვიყავით, ეს პროგრამა გეგმაში იყო ჩადებული და მის განხორციელებაში თავად ვეტერანებიც მონაწილეობდნენ. მერე სააკაშვილმა ისინი გადააგდო. თავიდან, სანამ კიდევ სჭირდებოდა ხელისუფლებაში წინსვლა, ყველაფერი კარგად იყო. ეს 2002 წლის ამბებია და დაწვრილებით დეტალები არ მახსოვს. ეს მაშინ საკითხის დეტალი იყო და არა ძირითადი ნაწილი“, - ამბობს ზვიად ძიძიგური.
იგივე პოზიცია აქვს ხელშეკრულების კიდევ ერთ-ერთ ხელმომწერ კობა დავითაშვილს: „სააკაშვილმა მარტო ეს ხელშეკრულება არ შეასრულა? იგივენაირად არ შესრულებულა ხელშეკრულება საქართველოსთან, ანაბრების საკითხი, პენსიები სტაჟისა და დამსახურების მიხედვით და სხვა უამრავი. სწორედ ამას ვჩივივარ და ამიტომაც ვარ ოპოზიციაში, სხვა კი არაფრისთვის. რა დაპირებაც მაშინ ხალხს მივეცით, თითქმის არაფერი შესრულებულა.
როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი ხელმომწერი, პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობ. დანაპირები უნდა შეასრულდეს და აქციებში ვეტერანებთან ერთად
მივიღებ მონაწილეობას.“
როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი ხელმომწერი, პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობ. დანაპირები უნდა შეასრულდეს და აქციებში ვეტერანებთან ერთად
მივიღებ მონაწილეობას.“
მიუხედავად ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა, ვეტერანებთან პირად პასუხისმგებლობას არ გრძნობს „სახალხო ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი რევაზ შავიშვილი. მისი თქმით: „პირადი პასუხისმგებლობა იმან უნდა იგრძნოს, ვინც ხელისუფლებაში იყო და ეს ყველაფერი არ შეასრულა. ფაქტია, რომ დაპირება იყო მიცემული და არ შესრულებულა. სწორედ მსგავსი დაპირებების საფუძველზე მისცა მოსახლეობამ მათ არჩევნებზე ხმა. პასუხი უნდა აგოს იმან, ვინც არ შეასრულა. დაპირება ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე ხომ ვერ შესრულებოდა.“
პრეზიდენტის თანაგუნდელები ამ საკითხზე საუბარს დუმილს ამჯობინებენ და კომენტარების გაკეთება არ სურთ. ვეტერანებს კი არც იმის იმედი აქვთ, რომ, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
ეკა გულუა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

