კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატი ნანეტაშვილი საკუთარი ტელეკომპანიით არასასურველ ჟურნალისტებს აშანტაჟებს

21 ივნისი, 2006

დეპუტატი ნანეტაშვილი საკუთარი ტელეკომპანიით არასასურველ ჟურნალისტებს აშანტაჟებს

დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის უფლებამოსილების შეუთავსებლობის საკითხს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის მუშა ჯგუფი იხილავს. ბადრი ნანეტაშვილს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის „ბრალდებით“ ემუქრება პარლამენტიდან გაძევება. ნანეტაშვილის წინააღმდეგ გორის ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ 11 ყოფილი თანამშრომელი ილაშქრებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ დეპუტატი ნანეტაშვილი ჟურნალისტების უფლებებს უხეშად არღვევდა.

„თრიალეთის“ ყოფილი თანამშრომლების სიაშია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ შიდა ქართლის წარმომადგენელი საბა წიწიკაშვილი. წიწიკაშვილი 2004-2005 წლებში გაზეთ „თრიალეთის“ ყოფილი რედაქტორია.

საბა წიწიკაშვილი: „დეპუტატი ნანეტაშვილი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში უხეშად ერეოდა. ორჯერ ვარ მის მიერ გაზეთის რედაქტორის თანამდებობიდან გადაყენებული და დანიშნული. პირველად 2004 წლის ივლისში გამათავისუფლა, როდესაც გაზეთში მის დაუკითხავად გავაპარე სტატია - „კონტრაბანდული სიგარეტის ბიზნესმა ტყვიავში გადმოინაცვლა“. მომდევნო გაზეთის გამოქვეყნებისას მე რედაქტორი აღარ ვიყავი. რამდენიმე თვეში, 2004 წლის ნოემბერში, ბადრი ნანეტაშვილმა მითხრა, რომ ტელევიზიას ირაკლი ოქრუაშვილი და მიშა ქარელი ართმევდნენ და საჭიროა ბრძოლაო. მან გაზეთის რედაქტორად დამაბრუნა, ამას ოქრუაშვილის და ქარელის ჯიბრზე აკეთებდა და მიბრძანა - სრული თავისუფლება გაქვს, რაც შეიძლება მაგრად დასცხე მაგათო. ამ კონფლიქტში პრეზიდენტი სააკაშვილი ჩაერია. ოქრუაშვილი ტელევიზიას ესტუმრა და შერიგდნენ. შერიგების შემდეგ, ნანეტაშვილმა მითხრა, რომ მე აღარ უნდა ვყოფილიყავი გაზეთის რედაქტორი. ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი წავედი და მაინტერესებდა, თუ რის საფუძველზე მათავისუფლებდა დეპუტატი მეორედ რედაქტორობიდან. როგორც მან მითხრა, ოქრუაშვილმა და ქარელმა პირდაპირ მოსთხოვეს სამსახურიდან ჩემი გაგდება. რაკიღა ჩემგან წინააღმდეგობა იგრძნო, მომდევნო ხანებში ხელფასს არ მაძლევდა, იყენებდა ეკონომიკურ ბერკეტებს, რათა იძულებული ვყოფილიყავი, დამეტოვებინა სამსახური და ბოლოს იძულებული გავხდი, 2005 წლის ზაფხულში ასეც მოვქცეულიყავი.“

გაზეთის რედაქტორობიდან საბა წიწიკაშვილის გათავისუფლების შემდეგ ნანეტაშვილმა გაზეთიდან ის ხალხიც გაყარა, ვინც საბა წიწიკაშვილს მხარს უჭერდა. პარალელურად ტელევიზიის ის ჟურნალისტებიც დაითხოვა, რომლებიც ასევე ბადრი ნანეტაშვილის პოლიტიკას არ ატარებდნენ.  სამსახურის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადებით ჯერ კიდევ 2005 წლის სექტემბერში ნანეტაშვილის ფინანსური დარღვევებზე შიდა ქართლის ფინანსურ და სამხარეო პოლიციას მიმართეს. თუმცა, უშედეგოდ. 2005 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 2006 წლის მარტამდე არც ერთმა სამართალდამცავმა სტრუქტურამ ჟურნალისტების განცხადებაზე არავითარი რეაგირება მოახდინეს.

დღეს-დღეობით გორში ჟურნალისტები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. ბადრი ნანეტაშვილის თქმით, „თრიალეთის“ ყოფილი ჟურნალისტები იმ ხალხის დაკვეთას ასრულებენ, ვისაც „თრიალეთის“ წართმევა უნდათ.

ამასვე იმეორებს „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფიო რეზრიჩენკო. თითქმის ყოველდღე „თრიალეთის“ საინფომაციო გამოშვებებში გადის სიუჟეტები ყოფილ ჟურნალისტების შესახებ, რომ ეს ჟურნალისტები არიან მოსყიდულები და შეკევთებს ასრულებენ. საბა წიწიკაშვილის თქმით, პარლამენტარი ნანეტაშვილი საკუთარი ტელევიზიით არასასურველი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს.

ახალი ამბები