კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბუნებრივი აირის აფეთქებით დაზარალებული შველას ითხოვს

26 ივნისი, 2006

  ბუნებრივი აირის აფეთქებით დაზარალებული შველას ითხოვს

2005 წლის 9 დეკემბერს გლდანის მე-7 მკ. რაიონის 26-ე კორპუსში აფეთქება მოხდა, რომელსაც 2 ადამიანის - 13 წლის ნინო გელაშვილისა და მისი ბებიის სიცოცხლე შეეწირა. სიკვდილს გადაურჩა ზედა მეზობელი, თუმცა, ის სერიოზულად დაზარალდა. მას შემდეგ დაზარალებული პეტრიაშვილების ოჯახი დამნაშავის დასჯასა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. სასამართლომ დამნაშავე 50 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

 ეკა პეტრიაშვილი მე-9 სართულზე ცხოვრობდა, აფეთქება კი მე-8-ზე მოხდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აფეთქება არასწორად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის მილმა გამოიწვია, რისთვისაც კომპანია „თბილაირსერვისის“ წარმომადგენელი გურამ მახვილაძე დააკავეს.

დაზარალებული პეტრიაშვილი შემთხვევის შესახებ თავად საუბრობს: „‘თბილაირსერვისის’ კომპანიამ ჩვენთან ბუნებრივი აირის მილები შემოიყვანა და გაზი მილში ისე გაუშვა, მოსახლეობა არ გაუფრთხილებია. ამას მოჰყვა გაზის გაჟონვა და ტრაგიკული შედეგი. აფეთქებული სახლის თავზე ვცხოვრობდი. სახლის კედლები და იატაკი გადაიხსნა. იატაკი ისე დაინგრა, რომ მე-8 სართული გამოჩნდა. მყავს 2 მცირეწლოვანი ბავშვი. რომლებიც იმ დროს სახლში მყავდა და სიკვდილს თვალებში ვუყურებდი. გასაქცევი არსად მქონდა, ბავშვებს გადავეფარე და სიკვდილს ველოდებოდი. მას შემდეგ იმ სახლში არ დავბრუნებულვარ. გამგეობის დახმარებით ქირით გადაგვიყვანეს საცხოვრებლად.

ამ ხნის მანძილზე საკმაოდ დიდი მატერიალური და მორალური ზიანი განვიცადეთ. კომპანიის წარმომადგენლები კი ერთხელაც არ მოსულან და არ უკითხავთ, ცოცხალი ვარ თუ არა. საქმე ქალაქის პროკურატურას გადაეცა. გამომძიებელი იყო დათო ქაჯაია. როცა მან დამკითხა, ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი, რომ ძალიან დიდი მატერიალური თუ მორალური ზიანი განვიცადე. გარდა ამისა, ბავშვს შიშზე ლოგონერვოზი დაემართა. კომპანიისგან ვითხოვდი, რომ ზარალი აენაზღაურებინა, რათა ბავშვისთვის მიმეხედა.

გამომძიებელმა მითხრა, არ ინერვიულო, როგორც დაზარალებულს ისე წარგადგენ სასამართლოზე და ყველა ხარჯს კომპანია აგინაზღაურებსო. ვუთხარი, კომპანიას წინაწარ მივაკითხავ-მეთქი, მაგრამ მითხრა, საჭირო არ არისო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რომ კომპანიამ ზარალი აანაზღაუროსო. ამ გამომძიებელს ვენდე. ამხელა ტრამვის შემდეგ ნევროპათოლოგთანაც მივედი. მან  მითხრა, შენ ჩემი ავადმყოფი არ ხარო და ფსიქიატრიულში გამგზავნა.“

პაციენტს პოსტტრამვული სტრესული აშლილობა დაუდგინეს, რის გამოც  თვეების განმავლობაში მკურნალობა მოუწია. როგორც თავად ამბობს, გამომძიებელს შესთავაზა, სასამართლოს მასალებისთვის სამედიცინო ცნობებიც დაერთო,
თუმცა, უარი მიიღო. „ბოლო მომენტში გამომძიებელმა ამ საქმეს ხელი არ მოჰკიდა.
ჩემი მასალები პროკურატურამ სასამართლოს 7 მარტს გადასცა. 9 მარტს კი სარჩელი მე შევიტანე.  მატერიალურ ზარალს  6 000 დოლარამდე, ხოლო მკურნალობის ხარჯებს -  6 000 ლარს ვითხოვდი. სასამართლო ხელოვნურად ორჯერ გადადეს და მივხვდი, რომ რაღაც სიყალბეს ექნებოდა ადგილი. მოსამართლე შორენა გუნცაძისგან    ვითხოვდი, სასამართლო ობიექტურად ჩატარებულიყო. კომპანიის დირექტორ გურამ მახვილაძის შვილს - ზვიად მახვილაძეს შევხვდი და ვუთხარი, რომ დაზარალებული  ვიყავი. გაუკვირდა და მითხრა, თავი ქუდში მაქვსო.  იმდენი  გადავიხადე, მამაჩემს გამოუშვებენო,“ - ამბობს დაზარალებული.

სასამართლომ 12 დეკემბერს დაკავებული გურამ მახვილაძე 15 ივნისს მართლაც 5 წლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლა და სახელმწიფოს სასარგებლოდ 50 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რაც შეეხება დაზარალებულს, როგორც ეკა პეტრიაშვილი ამბობს, ის სასამართლოს მოწმის სახითაც კი არ დაუკითხავს:
„საქმიდან საერთოდ მომხსნეს და არანაირ ზარალს არ მინაზღაურებენ.
მოსამართლე შორენა გუნცაძეს არაობიექტურობისთვის იუსტიციის საბჭოში ვუჩივლე. მისი გადაწყვეტილება გავასაჩივრე კიდეც და პასუხს ველოდები“.      

რეალობის გასარკვევად საქმის მონაწილე ყველა მხარეს დავუკავშირდით.
ზვიად მახვილაძემ ზრდილობიანი უარით მოგვიშორა: „აუ... მოდი რა... კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო რა... დიდი ბოდიში.“ გამომძიებელმა დათო ქაჯაიამ კი
აღნიშნა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა: „პეტრიაშვილის  მოთხოვნები დაკმაყოფილებულია და ეს სს საქმეში ჩანს. მან განცხადება დაწერა და მოწმის სტატუსით დაიკითხა კიდეც. შესაბამისად, სასამართლომ ის სამოქალაქო მოსარჩელედ აღიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეუძლია, მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. მოთხოვნა დაკმაყოფილდება თუ არა, ეს უკვე
მოსამართლის გადასაწყვეტია.“ 

მართალია, კომენტარებისთვის მოსამართლე შორენა გუნცაძეს არაერთხელ დავუკავშირდით, მან განმარტებებისგან თავი შეიკავა. 

ეკა გულუა

ახალი ამბები